ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ადვოკატი: ” ჭორების გავრცელების გამო პასუხს მოვითხოვთ “

ჯიანლუიჯი ბუფონის ადვოკატი საკუთარ კლიენტს იცავს და იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში სიტუაციის დაძაბვასა და ჭორების აგორებაში ტაბლოიდებს ადანაშაულებს: ” ეს მხოლოდ ვარაუდები, ჭორები და ღვარძლია. ძალიან გასაკვირი კი ის დროის უმცირესი შუალედია, რაც ამ ბოროტებით სავსე სტატიების ჟურნალებში გამოჩენასა კოვერჩიანოში ჯიჯის მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს აშორებთ. სამართლებრივი კუთხით აბსოლუტურად არაფერია, რაც მოსამართლეების ყურადღებას იმსახურებს, მათ უკვე იცოდნენ ყველაფერი ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ. ბუფონი არანაირ კავშირში არაა გამოძიებასთან, მოწმედაც არავინ განიხილავს. პროკურორმა კრემონიმ ეს ყველაფერი უარყო, მაგრამ პრესაში მაინც იგივე იწერება. არ შეიძლება უსაფუძვლოდ საშნელებების ფიქრი. ჯიანლუიჯის ჩეკების ბენეფიციარისათვის “ლოტომატიკას” ფსონების ჯიხური სულაც არაა უცხო. დანარჩენი უაზრო და უსაფუძვლო საუბრებია. ყურადღებით ვადევნებთ გავრცელებულ ინფირმაციას თვალს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მშვიდად გავაანალიზებთ, ვინ და რატომ ავრცელებდა ამ ჭორებს.

წყარო: football italia ; tuttojuve

11 thoughts on “ადვოკატი: ” ჭორების გავრცელების გამო პასუხს მოვითხოვთ “

  1. მიდი ჯიჯი უჩივლე მაგენს. ციხეშია ამოსალპობი ყველა ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს. დარწუნებული ვარ კრიშიტოც უდანაშაულოა. სულ ტყუილად აწიეს ამხელა ამბავი.

  2. დეგენერატმა პრანდელიმ გაიგეთ რა თქვა ? :loool: ესენი არ არიან ნორმალურები რა , რის მიღწევა უნდათ ვერ ვხვდები. თუ აღარ უნდათ ფეხბურთი არსებობდეს იტალიაში გამოვიდნენ და თქვან :mad:

  3. ამ ადვოკატისთვის, საქართველოს სამაუწყებლო სივრცე უცნობია, თორე ჩემპიონატის ჩამთავრებასაც არ დაელოდებოდა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.