ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსმა” მოლაპარაკებები განაახლა?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსმა” გონსალო იგუაინის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა მას შემდეგ, რაც არგენტინელი ფეხბურთელის მამა ტურინში ჩავიდა. წინა კვირას თითქოს ყველაფერი დასრულებული ჩანდა “პიპიტას” განცხადების შემდეგ, როცა მან გამოთქვა სურვილი, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ მადრიდის “რეალში” სურდა, თუმცა ესპანური გამომცემლობა Sport – ის მტკიცებით, არგენტინელმა თავდამსხმელმა “რეალის” ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა და თუ სხვადასხვა წყაროებს დავუჯერებთ, მან თავად გამოგზავნა საკუთარი აგენტი და მამა ტურინში “იუვენტუსთან” მოლაპარაკებების საწარმოებლად. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჟოზე მაურინიუ ისევ ჯიუტად ცდილობს იგუაინის შენარჩუნებას და მის გუნდში დარჩენაზე დაყოლიებას:“დარჩი და ჩვენ ერთად მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას.” – ასე მიმართა “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ შეგირდს. პორტუგალიელი სპეციალისტი პიპიტას ძირითადი შემადგენლობის გარანტიას ვერ აძლევს, თუმცა ჰპირდება, რომ კარიმ ბენზემასთან ერთად მომავალ სეზონში მას აუცილებლად გამოიყენებს.

წყარო: Football-Italia

112 thoughts on ““იუვენტუსმა” მოლაპარაკებები განაახლა?

  1. Henry14

    აბატემ თუ რონალდოს ფეხი არ გაატოკებინა,,, სალუქვაძემ მესი მიაჯაჭვა :chuvak: სალუქვაძე აბატე ერთი დონისა არიან?

  2. d a v i d
    რათქმაუნდა მაჯო ნაპოლში წამყვანი ფეხბურთელია და შეუცვლელი ფეხბურთელი
    დღეს რო მილანელები აბატეს გვიქებდნენ, ისინი ყოველი ტურის მერე აბატეს გინებაში არიან

  3. gio_juventino
    არა საფრანგეთს კაი გუნდი ყავს მართლა,კაი მწვრთნელით… ვნახე მაგათი თამაში და კარგად უბერავენ :chuvak:

  4. დავიდ და 1იუვე შეკრულები არიან მგონი :lool: დიდი ხანია ვაკვირდები სუ ერთი და იგივე რაგაცეები ევასებათ :lool:

      1. :lool: :lool: :lool: აბა რა ვთქვა რო აბატე ჯობია მაჯოს? კაი მაშინ რატო ჯობია ის ვთქვათ? თუ იციტ აბა ეგებ შევიცვალო მეც აზრი

  5. აუუ,ამან ვაბშე მაჯოს ავატარი დააყენა,კაია,მიდი ძმა გაამხნევე მიდი :lool:

    აბატეე მაგარია,მაჯოს ფონზე აბატეზე როგორ კაიფობთ :lool: კლასი მაინც აქვს და გამოცდილება,აბატე არ იყო რონალდოს რო ფეხი არ გაატოკებინა?

  6. არა ძაან მაინც არა. მართლა ვერავინ ვერ თამაშობდა. გინდა ბრაზილია და არგენტინა, ევროპაშიც ვერც საფრანგეთი იყო ფორმაში და ვერც იტალია. და ამ დროს გამოჩდა ჰოლანდია და ესპანეთი ერთდროულად :mrgreen: რომლებიც აქამდე ვერაფერს შვებოდნენ, საერთოდ ვერაფერს. და იმიტო გამოჩდნენ რო ესენი ვერ თამაშობდნენ და ვიგაცამ ხო უნდა ითამაშოს :lool: ეხლა აღარ იქნება ესე (იმედია) :mrgreen:

  7. ოფიციალურად :იგუაინ ვან პერს კავანის ფანების დაპირისპირებას გახსნილად ვაცხადებ :vashaa:
    კავანი :love:

  8. რომელი ფეხბურთელი ჯობია:

    1) ძლიერი გუნდის ლიდერი მოთამაშე?

    2) გრანდის რიგითი რიიგიითიი მოთამაშე?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.