პრანდელი : ” ორ ტაქტიკურ მონახაზს გამოვცდით ”
ჩეზარე პრანდელი ოპტიმისტურად არის განწყობილი , რუსეთის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ და გეგმავს ორი ტაქტიკური სქემის გამოყენება . მისი განცხადებით გუნდი იასპარეზებს 4-3-1-2 და 4-3-3 მოდულით : ” ნამდვილად არ მინერვიულია იმ ფაქტის გამო , რომ ლუქსემბურგთან დაგეგმილი ამხანაგური დაპირისპირება გადაიდო , რადგან გუნდი ინტენსიურად განაგრძობს სამწვრთნელო სესიას . თუმცა , იმ იდეების განსახორციელებლად რაც დავგეგმეთ , აუცილებელი იყო სწორედ ორი დაპირისპირება . ეხლა კი მოგვიწევს რუსებთან პირველ ტაიმში ერთი , ხოლო მეორეში მეორე სქემით ასპარეზობა . ერთ წყობაში მოედანზე ოთხი ნახევარმცველი და ორი ფორვარდი გავა , ხოლო შემდეგ ორი ფლანგელი თამდამსხმელი გამოჩნდება და ერთი ცენტრფორვარდი . ეს შესაძლოა იყოს ანტონიო დი ნატალე , ან ანტონიო კასანო ან სულაც სებასტიან ჯიოვინკო ” .
შემდეგ პრანდელიმ ფორვარდებზე ისაუბრა …
” ბალოტელის და კასანოს სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ ? სრულებით არ ვნერვიულობ ამაზე , რადგან მათ საკმაოდ კარგად შეუძლიათ მხარდამხარ ასპარეზობა . რატომ ბორინი და არა დესტრო ? ბორინიმ უფრო უკეთესად გაიარა ადაპტაცია ფლანგზე და დესტრო უფრო მეტად გოლეადორის თვისებით არის დაჯილდოებული და მეტი დრო საჯარიმოში უნდა დაჰყოს . აუცილებელია გავაგრძელოთ საკუთარი თამაშის დახვეწა . შევძელით და დავამყარეთ ბურთზე კონტროლი , მაგრამ მსურს მეტოქის საჯარიმოში ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი ტრიალებდეს ” .
საუბარი დაცვის ხაზზსაც შეეხო , სადა აძური შესაძლოა გარკვეული სახის პრობლემებს გადააწყდეს, გამომდინარე იქიდან , რომ ჯორჯო კიელინი ტრავმირებულია …
” მინდა შევაქო და მადლობა გადავუხადო მას იმისთვის , რომ კოვერჩიანოს ბაზაზე , ოთხი დღით ადრე გამოჩნდა ვიდრე ეს დაგეგმილი იყო . ამაში რა თქმა უნდა ” იუვენტუსსაც ” მიუძღვის თავისი წვლილი და დიდი მადლობა მათაც . არ მსურს გავრისკო , მაგრამ ის უკვე ეხლა არის მზად გამოვიდეს მოედანზე . ჩვენი უმთავრესი საზრუნავი ამ ეტაპზე არის , რაც შეიძლება მალე დაიბრუნონ სათამაშო კონდიციები ბალძარეტიმ და კიელინიმ . ოგბონას კი ამასობაში ასევე შეუძლია იასპარეზოს მოედნის ცენტრში ” .
დასასრულს პრანდელის სამ კაციანი დაცვის შესაძლებლობაზე ჰკითხეს …
” რა თქმა უნდა შეგვიძლია ამის გამოყენებაც , მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით . ჩემს განკარგულებაში სამივე იუვენტინო უნდა იმყოფებოდეს . დღევანდელ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ბონუჩის და ბარძალის გამოყენების შანსი მაქვს , რადგან ჯორჯო ბოლომდე მზად არ არის . თუმცა , ჩვენს ფლანგელ მცველებს შეუძლიათ ასეთ ვითარებაშიც ასპარეზობა ” .
წყარო : Football Italia
დიდი განსხვავება არ არის 4-3-2-1 შორის და 4-3-3 შორის
მემგონი საერთოდ არაა განსხვავება.

3-5-2 და 4-3-3 რო ეთქვა ხო მარა 4-3-3 და 4-3-1-2 ტაქტიკას შორის მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ
მონტოლივო იმედია ისეთ ტრავმას აიკიდებს რომ მთელი ევრო გაუცდეს თუარა ეს მაგას დააყენებს და დავირუპეტ და ეგ არის
აუ დესტრო მინდა მოიყვანონ
დესტროს დამიაო ჯობია მარა დამიაო დესტრო და ვან პერსი მოიყვანონ ეყოფათ ფული თავისუფლად, დარჩებათ კიდეც
