სატრანსფერო სიახლეები …
ყოველ მომდევნო დღეს , ახალი სახელები მოაქვს ” იუვენტუსისთვის ” სატრანსფერო ბაზარზე . დესტრო , ზაპატა , ვან პერსი , არმერო , ასამოა , დამიაო , იგუაინი , სუარესი , კავანი , აჩერბი … შთამბეჭდავი სიაა და თან ყველაზე საინტერესო ის არის , რომ დასასრული არ არის . აჩერბის გვარი საერთოდ დღეს გამოჩნდა პრესაში , ფეხბურთელის რომლითაც ” მილანი ” აპირებდა გაძლიერებას და ერთი შეხედვით ისე ჩანდა , რომ პრობლემა არ უნდა შექმნოდა …
დაცვის ხაზი …
პრიორიტეტული მაროტასთვის უკანა ხაზის გაძლიერება ნამდვილად არ არის ან რატომ უნდა იყოს ? გუნდმა სერია ა-ში 38 მატჩში ყველაზე ცოტა ბურთი გაუშვა და ბუნებრივია კონტე ისევ იმ ბირთვს დაეყრდნობა , რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ათამაშებდა . უბრალოდ , გამომდინარე იქიდან , რომ გუნდი მომდევნო სეზონში ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძოლებს , შემადგენლობის გაზრდა რიცხობრივი თვალსაზრისით მაინც აუცილებელია . პლიუს რა თქმა უნდა საერთო ხარისხმაც არ უნდა დაიწიოს და ვინც მოვა გარკვეულ სათამაშო მახასიათებლებს უნდა მმატებდეს იტალიის 30 გზის ჩემპიონს . სტატიის დასაწყისში ყურადღება გავამახვილე აჩერბიზე … კიევოს მცველი , რომელსაც საკმაოდ კარგი პრესა აქვს და კალჩოს კვალობაზე მშვენიერი მონაცემები . ” მილანი ” გამალებით ეძებს ფეხბურთელებს რომლებიც გააძლიერებენ მათ უკანა ხაზს და ერთ ერთ ასეთ პიროვნებად სწორედ აჩერბი ჰყავდათ შეგუებული . მილანური პრესა ისე წერდა, თითქოს ტრანსფერი მომთავრებული იყო , მაგრამ გუშინ გაჩნდა ინფორმაცია , რომ მოთამაშით ჯუზეპე მაროტა დაინტერესდა რომელიც შეხვდა კიდევაც მფრინავი ვირების წარმომადგენელს ჯოვანი სარტორის . ტურინელებს ძალზედ ესაიმპატიურებად ფრანჩესკო და შესაბამისად შეეცდებიან როსონერის ცხვირ წინ ააცალონ ფეხბურთელი .
დაცვის ხაზიდან , აქტიურად კიდევ ერთი ფეხბურთელის , პაბლო არმეროს გვარიც ჟღერს . იგი არ ეხება არანაირად ასამოას საქმეს , ბიანკონერი ” უდინეზესთან ” ცალკე გამართავს მოლაპარაკებებს კოლუმბიელის სანაცვლოდ . კულუარებში საუბრობენ , რომ გვიდოლინის ესტიგარიბიას თამაში მოსწონს და შესაძლოა მაროტამ სწორედ პარაგვაელი ფეხბურთელი შესთავაზოს არმეროს სანაცვლოდ …
მომავალ სეზონში , კონტე სავარაუდოდ უფრო მეტად 3-5-2 ტაქტიკურ წყობას გამოიყენებს , სადაც მას ისეთი მოთამაშეები ესაჭიროება უკანა ხაზში , რომლებიც იდეალურად მოერგებიან ამ კონკრეტულ სქემას . კიდევ ერთი მცველი რომლითაც ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად არის დაინტერესებული გახლავთ კოლუმბიის ნაკრების და ვილიარეალის 26 წლის მცველი კრისტიან ზაპატა . ესპანური კლუბი მზადაა 4.5 მილიონ ევროდ შეელიოს მოთამაშეს , რაც ბიანკონერისთვის მისაღები თანხაა .
ნახევარდაცვა …
ასამოასთან დაკავშირებით , გუშინ ორი სახის ინფორმაცია გავრცელდა . პირველი ის , რომ ორშაბათს გამართულმა შეხვედრამ ორი კლუბის წარმომადგენელს შორის , წარმატებით დასრულდა . საუბარი გარკვეული სახის დეტალებზე და ფეხბურთელის პირად კონტრაქტზე მიდიოდა . მომდევნო საუბარი კი მომავალი კვირის დასაწყისში განხორციელდება . რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას , აქ პრობლემა ოთხ მილიონ ევროშია , რომელსაც მაროტა გეგმავს პაციენცაში აანაზღაუროს . ტურინული კლუბი ასევე მაურისიო ისლათი და პაბლო არმეროთიც არის დაინტერესებული , რაზეც უკვე გამცნეთ ოდნავ ზემოთ . მეორე ნიუსის თანახმად კი , ასამოასთვის ბრძოლაში წარმატების მომტანი შესაძლოა ალბინ ეკდალი გახდეს . მაროტა გამოისყიდის კონტრაქტის ნახევარს შვედზე კალიარისგან და შემდეგ გაუშვებს უდინურ კლუბში . ერთის მხრივ ჩელინომ შესაძლოა პრობლემები წარმოშვას ამ ტრანსფერთან დაკავშირებით , თუმცა მეორეს მხრივ უკვე ” იუვენტუსი ” ამოისუნთქავს ასამოასთან დაკავშირებით .
თავდასხმა …
თავიდანვე ვთქვათ ის რომ ახალი არ არის არაფერი გარდა იმისა , რომ მატეა დესტროსთვის ბრძოლაში ჯუზეპე მაროტა და ” იუვენტუსი ” დაწინაურდა . მათ როგორც იცით კონკურენციას , ნერიაძური უწევდათ , მაგრამ როგორც ჩანს ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდის მომავალი კლუბი ბებერი ქალბატონი გახდება . თუმცა , წინასწარი დასკვნებისგან მაინც შევიკავებთ ჯერ ჯერობით თავს და დაველოდოთ სატრანსფერო ფანჯრის გახსნას , რომელიც იტალიაში 1 ივლისს მოხდება .
მანამ სანამ სხვა პოპულარულ გვარებზე გადავიდოდეთ , შევხედოთ რა ხდება უშუალოდ ვინოვოზე მყოფ ფორვარდების თავს . მაგალითად ალესანდრო მატრის მომავალი ბურუსით არის მოცული . იმის შანსი , რომ ის პირველი დატოვებს ტურინს , ძალზე დიდია . მიუხედავად იმისა , რომ კლუბმა გაახანგრძლივა კონტრაქტი მასთან 2017 წლამდე , სავარაუდოდ მაროტა მაქსიმალურად ეცდება , რომელიმე თავდამსხმელის ბარტერში ან სულაც სარფიანად გასხვისებაში გამოიყენოს . პირველადი მიზანი , ალესანდროს ედისონ კავანიში გაცვლა იქნება , თანხის დამატებით რა თქმა უნდა . ასევე მატრითი მილანი , ზენიტი და ფიორენტინა არიან დაინტერესებულნი . ამ ეტაპზე ფორვარდი შვებულებაშია და ისვენებს თავის მეუღლესთან ერთად . მისი სურვილი ტურინში დარჩენაა , მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი ერთ წუთში შეიძლება , რომ შეიცვალოს .
ანდრეა ანიელიმ გუშინ ნათლად დააფიქსირა , რომ მომავალ სეზონში კლუბი შეეცდება ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებას . ამისთვის კი მათ ტოპ მოთამაშეები ესაჭიროებათ და განსაკუთრებით წინა ხაზში . იტალიური პრესის ინფორმაციით , ტურინელთა მთავარი საზრუნავი გონსალო იგუაინი და რობი ვან პერსია . როგორც ჩანს ვინოვოზე სერიოზულად ფიქრობენ თავდასხმის ხაზის კარდინალურ შეცვლას და გაძლიერებას . ამიტომ , არ არის გამორიცხული გუნდმა არა ერთი , არამედ ორი მაღალი დონის შემსრულებელი დაიმატოს . ანიელიმ ამაზეც ისაუბრა და განაცხადა , რომ დადგა დრო იუვემ ვარსკვლავები დაიმატოს .
კიდევ ერთი ფორვარდი , რომელსაც აქტიურად უკავშირებენ კლუბს გახლავთ ლეანდრო დამიაო . და რა ხდება ბრაზილიელის თავს ? ჩვენი ვებ გვერდის ხშირი მომხარებელი ვინც არის , კარგად ეცოდინება , რომ ბრაზილიელი სიყვარულს ეფიცება ყოველდღე ტურინს და არ აინტერესებს არცერთი სხვა შემოთავაზება . მაგალითად ისეთი როგორიც პსჟ – მ შესთავაზა … გალათასარაიზე საუბარიც არ ღირს ალბათ . ფეხბურთელმა კატეგორიულად მოსთხოვა აგენტს , რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ” იუვენტუსსთან ” აწარმოოს იმ შემთხვევაში თუ ხაზზე ჯუზეპე მაროტა გამოვა . თავის მხრივ ტურინში რა თქმა უნდა მოსწონთ ეს ფორვარდი და არ არიან წინააღმდეგნი რომ დაიმატონ ბრაზილიელი , მაგრამ ” ინტერნასიონალთან ” მოლაპარაკებები რომ ადვილი საწარმოები არ იქნება ეს ფაქტია . მიუხედავად ამისა , ” იუვენტუსი ” და მიაოსთან მიმართებაში მომგებიან სიტუაციაში იმყოფება .
ამ ეტაპზე , ეს არის ბოლო საინტერესო სატრანსფერო სიახლეები … თუ რაიმე შეიცვალა , ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოგაწვდით ყველა საინტერესო სიახლეს .
წყარო : Tuttosport, Tuttojuve, Calcionews24
ვან პერსი თუ იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია მაგრამ მე ეს დამიაოც ძალიან მომწონს… ვნახოთ, ვნახოთ…
მე მგონია რო პერსი უკვე გაფორმებული გვყავს : ) არამგონია ევროპის დამთავრებამდე რომ თქვას ვინმემ რამე, მაგრამ ასე მგონია რატომღაც..
ყვლაზე მეტად ვანპერსი მინდა
ცუდია პერსიზე არაფერი რო აღარ ჩანს,არადა ძალიან მინდა იუვენტინო გახდეს,შეიძლება სიტიმ წაიყვანოს და ჯობია მალევე ვიყიდოთ,დამიაოც ძაან მაგარი იქნება,თუ ვან პერსისთან დააწყვილებენ იუვეს საერთოდ ვერავინ ვერ შეაჩერებს
ჩემი აზრით ძველი დიზაინი ჯობდა ამას რომ ვუყურებ ისეთიშეგრძნება მაქვს რომ თითქოს მზისგან არის გახუნებული.
არადა დამიაო მართლა კარგი ტრანსფერი იქნება
უძლიერესი დიზაინია
ჩემი აზრით დესტრო-ზაპატა-ასამოას უეჭველი იყიდიან… ჩავტვალოთ რომ ეგ სამეული უკვე ჩვენიააა… დანარცჰენების გაფორმებაზე კი დიდი მუშაობა მოუწევთ…
ვან პერსიზე ბოლო ინფორმაცია ისეთი , რომ მიდის , მაგრამ ეხლა უკვე საქმე არსენალზეაო . მაროტას ეშინია რომ სერიოზულ თანხას მოუხევენ და პლიუს მანჩესტერ სიტი აუქციონს დაიწყებსო …
საღოლ დათკა )) ხმაურიან ტრანსფერებს ველით, ჯუზეპე..
ისევ ჩემს აზრზე ვარ რომ კავანი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა და კიდევ თუ კავანისთან ერთად ერთ ფორვარდსაც იYიდიან, პერსის, სუარესს ან დამიაოს ვაფშე დაგლიჯავს. იგუანი ჩემი აზრით იუვეში ვერ Iტამაშებს
და მიაო მაგარი მასტია დროა ვენდოთ ბრაზილიელებს მილანის მსგავსად
მაგარია დამიაო
სერია ა და ლიგის დაწყებას უფრო ველოდები ვიდრე ევროპის
მომენატრა ჩემი იუვე

ფორზა ფოზაიუვე.ჯი