ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! კიელინი !!!

ჯორჯო კიელინიმ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას , რომ ” იუვენტუსის ” უკანა ხაზის სული და გულია . მან კვლავინდებურად უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საკუთარი გუნდის ასპარეზობაში , რამაც საბოლოოდ ბებერი ქალბატონი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ იტალიის ჩემპიონი  გახადა . მიმდინარე სეზონში , ჯორჯო ხან ცენტრში , ხან ფლანგზე ასპარეზობდა , როდესაც კონტეს 4 კაციანი დაცვითი სქემა გამოჰყავდა მოედანზე . კიელინის ადაპტაცია არც 3 მცველიან ტაქტიკაზე გასჭირვებია . იგი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ხისტი უკანახაზელია . თუმცა , შვიდი ყვითელი ბარათი მიანიშნებს იმაზე , რომ ჯორჯო ყოველგვარი უხეში შეჯახებების თავიდან აცილებით იგებს ორთაბრძოლებს და არ აგდებს ფეხბურთელს მძიმე სიტუაციაში , ტრავმების კუთხით . პლიუს ამასთან , კონტე აფასებს მის ასპარეზობას მეტოქის საჯარიმოში და ხშირად უშვებს წინ სტანდარტული სიტუაციების დროს . ნდობისთვის , მცველმა სამაგიერო ორი გატანილი გოლით გადაუხადა : ” რომასთან ” და ” კატანიასთან ” . ” პალერმოსთან ” შეხვედრაში პეპეზე აკეთებს საგოლე გადაცემას . საერთოდ გადაცემებით კი , მხოლოდ და მხოლოდ პირლოს ჩამორჩება ( 2004 ზუსტი პასი ) . მიმდინარე სეზონში , ჯორჯო კიელინიმ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა . მოედანზე მან 3.197 წუთი დაჰყო .










7 thoughts on “იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! კიელინი !!!

  1. უმაგრესი მცველია რაა და უმაგრეს ტანდემსაც ქმნის ბარძალი-ბონუჩისთან საუკეტესო თუ არა ერტ-ერთი საუკეთესოა ეს სამეული :forza: :forza: :forza:

  2. ყველაზე ძლიერი, ყველაზე :love: უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა, კატანიასთან 1-1 იყო შეაგდო, რომასთან ვაგებდით გაათანაბრა..

  3. ჩემი ლომიიიიი,28-ის ხდება და 3-ჯერ უკვე საუკეთესო მცველი გახდა და ალბათ წელსაც გახდება მეოთხედ… უუუუძლიერესიააა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  4. ამ კაცის ძაან დიდი იმედი მაქვს გინდა იუვეში და გინდა იტალიაში. უძლიერესი მცველია და რაც მთავარია ჯიგაროა :love:

  5. ჩვენი ვარიორი.. ჩვენი ჯორჯონე.. ესაა გარანტი იტალიის ეუროზე გაბრწყინების… არ გაახარებს ესპანეთს ნახეთ თუ დაცვაში მარტო ამან არ ჩაატაროს კლასი…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.