ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა ასამოასთან ერთად ისლას გაიფორმებს ?

იტალიური პრესის ინფორმაციით , ჯუზეპე მაროტა ” უდინეზედან ” მხოლოდ ასამოას დამატებას არ განიხილავს . თურმე , აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მაურისიო ისლას თაობაზე და როგორც იტალიელი ჟურნალისტები ამბობენ , არ არის გამორიცხული ორივე ტრანსფერი საკმაოდ მოკლე პერიოდში დაიხუროს . ასამოასთან დაკავშირებით ცნობილია ის , რომ კლუბები უმოკლეს პერიოდში შეხვდებიან ისევ ერთმანეთს . გუშინ კი , ” განის ” ნაკრებში ასპარეზობისას , გასახდელში ყოფნის დროს სტეფან აპიამ შემდეგი რჩევა მისცა ასამოას : ” რაც შეიძლება სწრაფად გადადი ” იუვენტუსში ” . გაითვალისწინებს თუ არა კვადო პარტნიორის და ყოფილი იუვენტინოს რჩევას არ ვიცით , თუმცა მისი მოსვლა , რომ გუნდს წაადგება კონკურენციის გაზრდის კუთხით ეს ფაქტია . აი ისლას სახელი კი სულ ცოტახნის წინ ამოტივტივდა . უდაოდ ტექნიკური ნახევარმცველია და კიდევ უფრო მეტ ფანტაზიას შესძენდა ტურინულ კლუბს . მაროტას ორივე ფეხბურთელის გაფორმება გაუჭირდება , მაგრამ ისევ და ისევ დავეყრდნოთ აპენინელ ჟურნალისტებს და ვთქვათ , რომ ” იუვენტუსს ” კარგი პოზიცია უჭირავს და მზადაა თანხასთან ერთად რამდენიმე ფეხბურთელიც შესთავაზოს . ეს რაც შეეხებოდა ნახევარდაცვას … გადავხედოთ წინა ხაზში რა შეიძლება მოხდეს …

უახლოეს პერიოდში , ჯუზეპე მაროტამ შესაძლოა ოფიციალური წინადადებით მიმართოს მანჩესტერ სიტის ედინ ჯეკოს თაობაზე . სატრანსფერო თანხად 22-23 მილიონი ევრო განიხილება , რამაც შესაძლოა არაბი შეიხები დაიყოლიოს . არსებული სიტუაციიდან გამომდინარე , ჯეკოს კანდიდატურა ყველაზე ადვილად მიღწევადი ჩანს , რადგან ვან პერსიზე როგორც ჩანს სიტი უკან არ დაიხევს და რამდენსაც არსენალი მოითხოვს დააკმაყოფილებს მათ სურვილს . იგუაინს მოურინიო არ უშვებს , ხოლო სუარესმა თავად განაცხადა , რომ ბედნიერია ” ლივერპულში ” . რაც არ უნდა იყოს თქვენ თვითონაც კარგად ხედავთ თუ როგორი სიტუაცია სუფევს სატრანსფერო ბაზარზე . ჩვენის მხრივ , რაც ყველაზე საინტერესო იქნება იმ ინფორმაციას უმალ მოგაწვდით .

პ.ს. Tuttosport – ის ინფორმაციით , ნიკოლა ლეალის ტრანსფერს ” იუვენტუსსში ” მხოლოდ ოფიციალური წარდგენაღა აკლია . 1993 წელს დაბადებული მეკარე , ოთხშაბათს ტურინში იქნა შემჩნეული . ლეალი ჯანლუიჯი ბუფონის მემკვიდრედ სახელდება , თუმცა მანამ სანამ ჯიჯი თავის პოზიციაზე უკონუკრენციოა , ახალგაზრდა მეკარე სათამაშო პრაქტიკის და გამოცდილების მისაღებად არენდის წესით სხვა კლუბში გააგრძელებს კარიერას . ერთ ერთ ბოლო ინტერვიუში ლეალიმ ნათლად მიანიშნა ყველას , რომ იმსახურებს ” იუვეს ” მაისურის ტარებას .

წყარო : Tuttosport, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

არც ჯეგო გვინდა და არც ისლა რა …. მოიყვანეთ აქედან?.. კავანი..ვამ პერსი..დამიანო..ნაინგოლანი და არმერო :forza: :forza: :forza:

valeri tokhadze
12 years ago

ისლა კარგიამარა ჯეკო აე გვინდა ნაღდად

lasha naxucrishvili
12 years ago

ისლა კარგი ფეხბურთელია

7uP
7uP
12 years ago

ისლა ძალიან მომწონს !!! მივესალმები ისლას ტრანსფერს :forza: :forza: :forza:

Juventino17
12 years ago

რა ჯეკო ტო!!!!!! მაგას კვალიარელა ჯობია უნამუსო ვიყო, გაიხსენეთ რას აკეთებდა კვლაი ახალი მოსული რო იყო

12 years ago

ეეე მაროტა არმერო არ დაგავიწყდეეეს !!! ისლას გაფორმებას არმერო გაიფორმოს !

dito chanturia
12 years ago

არ მინდა რაა ეს ძეკო შლანგია მასტი რაა… ნეიმარი მოიყვანოს ან ბალოტელი ორივეს შეუძლია ჩაიცვას 10იანი და ითამაშოს მაგრა :forza:

Gio Darja
12 years ago

ისლა ასამოაზე მეტად მევასება, ძალიან მომწონს ეგ ნახევარმცველი )) პერსიზე სიტის კონკურენცია როგორ გვიშლის ხელს, ჯეკო კიდე მიხვდა მგონი რომ სიტიში მაგის ადგილი აღარაა, იტალიას დაამშვენებდა ეგ ფორვარდი

juventino90
12 years ago

იარმორლენკოზე დადეთ ინფორმაცია :)

12 years ago
Reply to  juventino90

პირველ გვერძეა, ჩაწიე ცოტა და დაინახავ :mrgreen:

12 years ago

პრანდელის კომენტარი სადმე არ იცით რო იყოს ? რუსეთთან თამაშის მერე. ძაან მაინტერესებს რა თქვა :mrgreen: აძურიზეც უფრო მეტ ინფორმაციასაც თუ დადებთ ხოლმე კაი იქნება, ევროპა იწყება თან :italy:

gio lortkipanidze
12 years ago

ეს ორივე კაი ფეხბურთელია მივესალმები :up:

gio lortkipanidze
12 years ago

მე ბალოტელი იყიდონ მინდა ყველაზე მეტად … :love:

Samtrediel90
12 years ago
Reply to  Dutch

არა მაგდენს ნაღდად არ მოითხოვენ,ალბათ ესე 30-35.მარა ხო ჯობია დაამატოს ის 10 მილიონი და კარგი იყიდოს… თუმცა იმაში მართალი ხარ რო მანჩინი არ გაუშვებს :mad: ნეტა გაეგდოთ ეს მანჩინი რა

arseni
12 years ago

კი ძმაო, ბალოტელი როგორც ტალანტი ვგონებ ძეკოს აღემატება, მაგრამ მისი ხასიათია გასათვალისწინებელი ./ ყველაზე კარგი ვარიანტი ედისონ კავანია … ამ ავადმყოფი პრანდელის რა ვუთხარი კვალიარელა და პეპე რომ დატოვა

Samtrediel90
12 years ago

და ამ ისლას ჯობია არმერო მოიყვანონ,ისლა მარჯვენა ფლანგია და მანდ არიან ხალხი,მარცხნივ გვიჭირს

Samtrediel90
12 years ago

ჯეკოოოოოოოოოოო :mad: :mad: :mad: :mad: :mad:
ბალოტელიზე მაინც იჩალიჩონ რა ჯეკო ხო არ უბერავენ… მაგას ისევ მატრი მირჩევნია ეგ ფულის მონა,როცა ვუთხარით მაშინ იუკადრისა და ეხლა ააცვას აქედან

gura gvinjilia
12 years ago

ლეალი მაგარია :) ასამოას და არმერო იქნება ძაან მაგარი ტრანსფერი :) ისლას ბევრად ჯობს და თან სულ 24 წლისაა.. ძაან მუშა და მაგარი ფეხბურთელია.. და შეტევაში ყველაზე მაგარი დამიაო და კავანი იქნებოდა მაგრამ კავანი თუ არ გამოდის მოუწევთ ჯეკოს მოყვანა თუ ბაიერნმა არ წაგვართვა და მარტო დამიაო დაგვრჩა :D

აკაკი მეტრეველი

ღმერთო გადაგვარჩინე ჯეკოს გაფორმებისგან…

12 years ago

ლეალი მაგრად გამისწორდება, ყოველთვის საუკეტესო მეკარეები ყავდა იუვეს და ბუფონის შემცვლელი უნდა მოიძებნოს. :juventus: ფორვარდებს რაც შეეხება დამიაო და კავანი მოიყვანონ და საკმარისი იქნება რა. მატრი დატოვონ პროსტა.

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x