ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრანდელი : “დაცვას შევცვლით და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ”

“ყველაფერს თავიდან ვიწყებთ, ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე.შევცვლით დაცვით ტაქტიკას და ახალ სტარტს ავიღებთ”. ყველაზე ცუდი – უდროო დროს მარცხია.ჩეზარე პრანდელის მწვრთნელობის პერიოდში რუსეთის ეროვნულ გუნდთან მარცხი ყველაზე სამარცხვინო იყო, ანგარიშით 3-0.ესპანეთთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იების ყოფილი დამრიგებელი დაცვის ხაზის გადახალისებასა და ტაქტიკის შეცვლას აპირებს.

“იმ ატმოსფეროში, რომელიც ეროვნული ნაკრების გარშემოა შექმნილი, თამაში საკმაოდ, საკმაოდ რთულია.ნახავთ, ამ მომენტიდან საუბარი იქნება მხოლოდ ფეხბურთზე და არაფერზე მის გარდა.რუსები ევროპირველობისთვის უკვე მზად არიან, ჩვენ ჯერ არა.დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ მუხლჩაუხრელი მუშაობის ხარჯზე 10 ივნისისთვის საკმარისად მოვემზადებით.”

კითხვის ნიშნის ქვეშ დაცვის ხაზია, რომელიც რუსეთის ნაკრებთან მატჩის დროს მართლაც სუსტად გამოიყურებოდა : “რამე უნდა მოვიფიქრო, დრო ცოტა მაქვს.ვიცი, ძალიან რთულია 3 ბურთით წაგებულ მატჩში დადებითი დაინახო, მითუმეტეს მატჩის დასაწყისში მეტად დამაჯერებლად გამოვიყურებოდით და გოლის გატანის შანსებიც გვქონდა.მეორე ტაიმის საწყის თორმეტ წუთეულში უფრო მოტივირებულნი ვიყავით, მაგრამ გოლი გავუშვით და გარკვეულ პრობლემებს გადავაწყდით.ეს ფიზიკური მომზადების პრობლემაა.”

მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებთან უკვე ისაუბრა : “რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ.მაგრამ ნაკრები ამ აზრზეა, ჯობდა მომხდარიყო იმ ღამეს, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე.მიწაზე უნდა დავბრუნდეთ, წინ ევროპირველობაა.ჩემს მოთამაშეებთან გასახელში ვისაუბრე – ეს წარსულია, წინ გამარჯვებები გველის.”

“როცა გოლი გავუშვით, დაცვას კიდევ უფრო გაუჭირდა.ამ შემთხვევაში მწვრთნელი ვალდებულია, გუნდში ცვლილებები შეიტანოს.მართალია, საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ეს რვა თვის წინ იყო.როცა ფლანგიდან გვიტევდნენ, საგრძნობლად გვიჭირდა.”

იტალიური პრესის ინფორმაციით, სკუადრა აძურა 3-5-2 ტაქტიკაზე გადადის, დაცვის ხაზში კი ტურინის “იუვენტუსის” მცველები, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი იასპარეზებენ : “აშკარა იყო, რუსები უკეთ იყვნენ მომზადებულნი.სრულად გუნდი მხოლოდ ოთხი დღის წინ შეიკრიბა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, სულ მალე, აპენინებზე მხოლოდ ფეხბურთზე ილაპარაკებენ.”

წყარო : Tuttosport

P.S – ინტერვიუ იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან 2 ივნისსაა ჩაწერილი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gela Labadze
12 years ago

ბიჯებო 8ში ვიქნები ბათუმში და სად იკრიბებით ხო ვერ დაწერთ…
551-111-001 ეს ჩეი ნოემრია და შემეხმიანეთ

rattiii
12 years ago

daayene dacvaShi de rossi da kielini ra da de rosis adgils nocherinoooooo

valeri tokhadze
12 years ago

ევროპის თას რო ავწევთ მმერე ნახავენ ყველას გერმანია და ესპანეთი რო აწერია პირზე

12 years ago

მე მჯერა პრანდელის!!! მისი გუნდი თავს არ შეირცხვენს

nugo1387
12 years ago

მგონი აზრზე მოიდა :lool:

12 years ago

მიდი პრანდო შენი იმედი მაქ :italy:

giortgi
12 years ago

მიბაძე კონტეს თორე კაი დგე არ დაგადგება :chuvak:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x