ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( ფელიპე მელო )

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველის, ფელიპე მელოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.გასული სეზონი ბრაზილიელმა შუახაზელმა თურქულ “გალათასარაიში” არენდის წესით გაატარა, რის შემდეგაც მცირე აზიელებს ჰქონდათ უფლება, ფეხბურთელი 13 მილიონ ევროდ გამოესყიდათ.მოლაპარაკებები ტურინულ გრანდსა და “გალათასარაის” შორის ჯერ არ გამართულა, თუმცა როგორც სჩანს, თურქებს კონტრაქტში არსებული თანხა ეძვირებათ და გამოსყიდვისგან თავს იკავებენ.იტალიურ პრესაში დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მელოს კანდიდატურით “ნაპოლი” და რაც მთავარია, ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი ინტერესდება.ლურჯები მოედნის ცენტრის გაძლიერებას სერიოზულად აპირებენ და მთავარი სამიზნე შესაძლოა სწორედ ფელიპე აღმოჩნდეს.რაც შეეხება “იუვენტუსს”, ანტონიო კონტე ბრაზილიელის დაბრუნებას არ აპირებს, მელოს ან გაყიდიან, ან რომელიმე ფეხბურთელის სანაცვლოდ ბარტერში ჩართავენ.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AnonyMous
12 years ago

ნაპოლის მაგრად ჭირდება ესეთი ფეხბურთელი, იმედია ნერვების დაოკება ისწავლა )))

paskosipra
12 years ago

ზგაპრებია ეგ ყველაპერი კავანის არ გამოუშვებენ აქედ არც მელოს გაუსვებენი იქიდ დატოვებს გალა ტავისტან უეცჰველი

mishka berianidze
12 years ago

თუ ნაპოლის სურს მაშინ მელო, მატრი + 10 ლიმონი და კავანი დაგვითმონ
ასევე ელია + 20 და ვან პერსი
ასე მაინც იმოქმედონ ფატია რომ ერთ ფეხბურთელში მაქსიმუმ 30 გაისროლონ არადა ასე ვერ ვიყიდით კარგ ტავდამსხმელს საჭიროა რომ უფრო მეტად იაქტიურონ ჩენი ვარიანტები ეს არის და ასევე მინდა ნაინგოლანი, რამირესი და მარცხენა ფლანგელი მცველი მსოფლიო დონის მე კოლაროვს ავიყვანდი ამ პოზიციაზე + ერთი ექსტრა კლასის მარცხენა ნახევარ მცველი დაგვჭირდება
შემდეგ გუნდიდან უნდა გავუშვათ
მანინგერი, გროსო, ესტიგარიბია, კრასიჩი, ბორიელო, პადოინი
განათხოვრებულებიდან კი მოტა, ციგლერი, მარტინესი.

guga mdinaradze
12 years ago

ამაურის და იაკინტას ვიტოვებთ :chuvak: :no

mishka berianidze
12 years ago

მათი საკითხი დიდიხნის უკან იყო გადაწყვეტილი
ჩემზე რომ იყოს ამ იუვედან ამათ გარდა ყველას გავუშვებდი
ბუფონი, სტორარი, ბონუჩი, კიელინი, კასერესი, ბარძალი, ლიხშტაინერი, პირლო, მარკიზიო, მარონე, ვიდალი, ჯაკერინი, ვუჩინიჩი
და ამ ხალხს მოვიყვანდი
ლეალი, კოლაროვი, ვერტონგენი, ნაინგოლანი, გასტონ რამირესი, ლავეცი, ლუის სუარესი, კავანი, დესტრო, ვერატი.

12 years ago

ნაპოლის მისცენ ისევ ჯობია და კავანი წამოიყვანონ :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x