ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სკუადრა აძურას ბოლო ვარჯიში პოლონეთში გამგზავრებამდე

პოლონეთში გამგზავრებამდე იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ბოლო ვარჯიში გამართა.სრული დატვირთვით გუნდთან ერთად არ უვარჯიშია მარიო ბალოტელის, რომელიც გუშინ მუხლის მცირე ტრავმამ შეაწუხა და წინასწარი ინფორმაციით, თავის დაზღვევის მიზნით, “სიტის” ფორვარდის დატვირთვა ჩეზარე პრანდელიმ არ ისურვა.აღსანიშნავია, რომ ანდრეა ბარძალის არ ყოფნაში სკუადრა აძურამ 3-5-2 ტაქტიკა შეინარჩუნა, თუმცა დაცვაში ლეონარდო ბონუჩისთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად “რომას” ერთ-ერთი ლიდერი, დანიელე დე როსი მოქმედებდა.მარჯვენა ფლანგზე ძირითადისთვის იგნაციო აბატე და კრისტიან მაჯიო იბრძვიან, მარცხნივ კი ფედერიკო ბალძარეტი და ემანუელე ჯიაკერინი ეცილებიან ერთმანეთს.რაც შეეხება წინახაზს, დღევანდელ ვარჯიშზე პრანდელიმ ორი წყვილი გამოკვეთა : ანტონიო კასანო და სებასტიან ჯოვინკო; ანტონიო დი ნატალე და ფაბიო ბორინი, ეს კი, რა თქმა უნდა მარიო ბალოტელის არ ყოფნაში.ცნობისთვის, იტალიის ნაკრები პოლონეთში დღეს, ადგილობრივი დროით 15:30 სთ – ზე გაემგზავრება და პირველ ვარჯიშს პილდუსკში, 19:00 სთ – ზე გამართავს.

წყარო : Football Italia

17 thoughts on “სკუადრა აძურას ბოლო ვარჯიში პოლონეთში გამგზავრებამდე

  1. პოლონეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა იტალიამ, გაიყვნენ და წითლებმა მოუგეს 7:5 ყვითლებს, გოლები: 3(ბალოტელი), 2(ჯოვინკო) 1-1 მარკიზო და პირლო მეშვიდე არ მახსოვს, იქიტ ცასანომ მოტამ თითოთითო და 2 ჯაკერინიმ მეხუთე არ მახსოვს
    ასე რომ ბალოტელიმ უკვე ივარჯიშა სრული დატვირთვით და მშვენიერ ფორმაშიცაა…

  2. მგონი წავიდა ბარძალიც, ჩაფრინდნენ უკვე პოლონეთში ))

    პირველივე ინტერვიუში პრანდელიმ განაცხადა : “სამი მცველით ესპანეთის წინააღმდეგ, დე როსი დაცვაში”

    მოკლედ ტურინული სკუადრა აძურას სჯერა ამ კაცს, რაც ძალიან კარგია..იმედია ჯიაკერინიც ძირითადში იქნება..

  3. ეეეჰ ნაპოლიმ ალი სისოხო თითქმის დაითრია უკვე არადა რა კაი ვარიანტი იყო მარცხენა მცველად

  4. ————————ჯიჯი—————————-

    —————-ბონუჩი——-დეროსი——-კიელინი————-

    მაჯო—————–პირლო———მარკიზიო———-ბალძარეტი

    —————————–მოტა————————–

    ———————ბალოტელი——კასანო———————

  5. ბარძალი რო არ იყოს 3-5-2 ტაქტიკაში დეროსი დადგება ცენტრში. მარცხნივ ოგბონა ჯობია ჩემი აზრით ბალძარეტის, მარჯვნივ კიდე აბატე :mrgreen: წინ კაი იქნება ჯოვინკო კასანო ბალო, ვნახოთ რა..

  6. ——————————ჯიჯი—————————-

    —————-ბონუჩი——-დეროსი——-კიელინი————-

    მაჯო—————–პირლო———მარკიზიო———-ბალძარეტი

    —————————–ჯოვინკო————————–

    ———————ბალოტელი——კასანო———————

    :italy: :achuu: :italy:

  7. საღოლ ჩეზარე, აუცილებლად 3-5-2 ტაქტიკა გვჭირდება ევროზე, აუცილებლად )) დე როსი იდეალური ვარიანტია, გამოცდილია, თავისუფლად ჩაკეტავს უკანახაზს.. :up:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.