სატრანსფერო ციებ ცხელება
” ლივერპულის ” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა , ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა , რომ ლუის სუარესის წითლებში დატოვება ადვილი საქმე არ იქნება . Guardian – ს მტკიცებით , ტურინელები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ფეხბურთელით . ინგლისურმა კლუბმა , ერთხელ უკვე გაისტუმრა უარით ჯუზეპე მაროტა , მაგრამ ბიანკონერის გენერალური დირექტორი შეჩერებას არ აპირებს . 20 მილიონი ევრო და პლიუს ელია /კრასიჩიდან ერთ ერთი ფეხბურთელი . ჟურნალისტების მოსაზრებით , ეს სწორედ ის წინადადებაა , რაზეც ბრიტანული მხარე უარს არ იტყვის . ( სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში )
დაცვის ხაზიდან კი გამოსარჩევია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია . ეს უკვე იტალიური პრესის ფურცლებზე გაჩნდა დღეს . სალვატორე ბოკეტი ძალზედ ახლოს არის კარიერის ტურინში გაგრძელებაზე . როგორც ჩანს , იტალიის 30 გზის ჩემპიონმა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან წარმატებით განავითარა და დღე დღეზე ოფიციალურად გაიფორმებს ბოკეტის . საგულისხმოა , რომ იტალიელი მცველის კონტრაქტი 2013 წელს იწურება , ამასთან ერთად მან არა ერთხელ გამოთქვა სურვილი სამშობლოში დაბრუნებაზე … დაველოდოთ მოვლენების განვითარებას .
Tuttomercatoweb.com – ის ინფორმაციით , ჯუზეპე მაროტამ მიაღწია შეთანხმებას ” ჯენოასთან ” , მარკო ვერატის თაობაზე . საუბარია ფეხბურთელის თანაფლობელობაში ყოფნაზე . შეთანხმების საფუძველზე , ახალგაზრდა ტალანტი ერთ სეზონს სერია ა-ში გაატარებს , გამოცდილების დასაგროვებლად , ხოლო შემდეგ უკვე უმაღლეს დონეზე იასპარეზებს ბებერი ქალბატონის რიგებში . თუმცა , არც ეს ინფორმაციაა ჯერ ჯერობით დადასტურებული და ვეჭვობ , ვერატისთან დაკავშირებით საკმაოდ დამღლელი და გრძელი საგა გველოდება .
” იუვენტუსსა ” და ” უდინეზეს ” შორის , შეხვედრა ხვალ გაიმართება , სადაც კვადო ასამოას და მაურისიო ისლას ბედი გადაწყდება . არ არის გამორიცხული , ტრანსფერში ისეთი ფეხბურთელების გვარები გამოჩნდეს როგორებიც არიან მიკელე პაციენცა , ჩირო იმობილე და ლუკა მარონე .
წყარო : Tuttosport, Tuttojuve, Calcionews24
როდის მოვა სექტემბერი რომ ამათი კითხვა არ დამჭირდება:D ხან ერთს ყიდულობენ ხან მეორეს და საბოლოოდ 25 მილიონს იხდიან ამაურიში,გაახურეს რა.
მიდიტ სუარესი დაიტრიეტ მარტლა მაგარია მაგრა სჰევყობა იუვეს მიდიტ რა რად გვინდა კვერცხები ისედაც ბევრი ყრილარიან გვყავს

აუ სუარესი ყველაზე მაგრად მინდა რა. კრაციჩი და ელია ერთად მიცენ თუ უნდათ ოღონთ მოიყვანო ეს. კავანიც თუ მოაყოლეს ხო საერთოდ
დამიაო ვან პერსი სუარეზი
ყველაზე მაგარი იქნება ვან პერსი სუარეზის წყვილი,დამიაოსთვისაც თუ დაგვრჩა ფული ვიგებთ ლიგას ;-)
ვერატი რო დაიაკთრო მაგარი იქნება 1წელი პესკარასში დატოვონ და მერე მოვიდეს ..ეს ბოკეტი არ მინდა რა..სუარეს რაც შეხება ვეგარ გავიგე რამდენი თავდასხმელი უნდა სუარესი–ვან პერსი–კავანი–დამიანო–დესტრო–ლევანდოვსკი–ჯეკო..აქედან– კავანი–დამიანო –დესრო კაი იქნება ჩემ აზრით

ვან პერსი დამიაო ისლა ბოკეტი ლევანა
au eg magra gamixardeba
მიდით რა სუარესი მოიყვანეთ :)))))))))))))))))))
ვერატი ჯერ არ გვინდა. ცოტა გამოცდილება დააგროვოს სერია ა-ში და მერე მოვიყვანოთ. ისე კაი ბიჭია
ლევანდოვსკიზე მიდის საუბარი და კაი იგროკია?
ხო მაგრამ აქ საქმე თანამფლობელობას ეხება . ანუ ჯენოა და იუვე ერთად აპირებენ ფეხბურთელის გაფორმებას . იტალიური მაფიაა რა )
ჯენოა რა შუაშია ვერატისთან? პესკარასი არ არის ვერატი ?
ასამოა კაი იქნებოდა მაგარი მშრომელი და დაუღალავია და ისლა რაგაც არ მომწონს. აი არმერო ნაღდად გამისწორდებოდა!