მარინო : ” ბრავისიმო ჯუზეპე ! ”
მარუსიო ისლას და კვადო ასამოას ტრანსფერები ტურინის ” იუვენტუსში ” როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება . სხვადასხვა იტალიური წყაროები ამ ინფორმაციას აქტიურად ადასტურებენ . ჟურნალისტები ჩილელი ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ , რომელმაც მართალია თავი შეიკავე მისი კლიენტის მომავალი კლუბის დასახელებისგან , მაგრამ ერთი კი აღნიშნა , რომ მაურისიო ემშვიდობება უდინეს და ისეთ კლუბში გააგრძელებს ასპარეზობას , რომელიც ჩემპიონთა ლიგისთვის და სერია ა-სთვის იბრძოლებს . ბიანკონერიზე კი ის დაამატა , რომ ტურინელები აქტიურად არიან დაინტერესებულნი ისლას გაფორმებით .
ამასობაში ბერგამოს ” ატალანტას ” სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო , ულოცავს ტურინელ კოლეგას ჯუზეპე მაროტას განხორციელებულ ( არ მტკიცდება ჯერ ჯერობით ოფიციალურად ) ტრანსფერებს . საქმე რა თქმა უნდა ” უდინეზეს ” დუეტს ეხება . მისი სიტყვებით , მაროტამ ფაქტიურად შეუძლებელი შესძლო და რაც მთავარია დაამყარა თბილი ურთიერთობა ფრიულის ბინადრებთან , რაც სამომავლო წარმატების გარანტიას იძლევა : ” ბრავისიმო ჯუზეპე ! ამ ადამიანმა ” საშინელი ” რამ ჩაიდინა . ასეთ მოკლე დროში , ორი დიდი ტრანსფერის განხორციელებას , სხვას ვერაფერს დავარქმევ . ბრავისიმო ! მაროტამ ტრანსფერებთან ერთად უდინეზეს ხელმძღვანელობასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა , ზუსტად ისეთი როგორიც ” ჯენოასთან ” და ჩვენთან აქვს . ეს მას და ” იუვენტუსს ” სამომავლოდ გაცილებით დიდ წარმატებას მოუტანს “ .
წყარო : tuttosport
30 მილიონი ორივსთვის ცოტა არაა როცა ვიდალი 12 დაჯდა… ორ ნაწილად იხდის 15 ეხლა 15 მომავალში ამ დროს… ესენი ქაჩავდნენ მთელ უდინეზეს ნახევარდაცვას და მე-3 ადგილში დიდი წვლილი მიუძღვით…
ისლა მაგარი იგროკია თან ბევრ ადგილას შეუძლია თამაში… ასამოაც არაა ცუდი ფეხბურთელი ასე რომ წინ იუვე მომავალი წელიც ჩვენი უნდა იქნეს

ტალანტები კაია მაგრამ ვინმე გამოცდილი გვინდაააააა, იგუაინი, სუარესი, ვან პერსი. ვინმე მოიყვანონ რააა
რავიცი მემგონია რო ვან პერსი თითქმის ჩვენია 92%თ

არადა იგუაენი მაგრად მინდა რო მოვიდეს მაგრამ ვან პერსიზეც თანახმა ვარ ძალიან მაგარია
სანამ ოფიციალურად არ ეწერება არაფერი მჯერა ამათ ხელში ეგრე იმედზეც თქვეს აგურეო გადმოვიდაო რაც მაშინ იმედს ვაცენზურეე :D:D:D
აბა მაროტა შენ იცი ეხა დაბადების დღისთვის ხვალ ეს ინფო უნდა გამოიფიციალურო:)
ისლა არ მომწონს თან მაგარი ტრამვა ქონდა და რავი რა… აი ასამოა კაი მუშა ფეხბურთელია და ფაქტიურად დაუღალავი!
საღოლ ისლა ძაან კარგი ფეხბურთელია
ყოჩაღ….მალე გაოფიციალურდეს რა, ნერვები მეშლება!
ვა საღოლ ნახე ჩვენი მელოტი რა დღეშია :
მართლა მაგრად გამიხარდა პირველი შენაძენი