სატრანსფერო ჭორები და სიახლეები
ჯუზეპე მაროტა მაურიციო ისლასა და კვადვო ასამოას ტრანსფერებზე შეჩერებას არ აპირებს.La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბიანკონერებთან კონტრაქტს პოლ პოგბა მოაწერს, რომელიც იტალიას უკვე ეწვია და ხელშეკრულების დეტალები განიხილა.
თავდასხმის ხაზში უმაღლესი დონის ფეხბურთელის დამატებამდე, ტურინელთა ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებას კრისტიან საპატას ტრანსფერით გეგმავს.კოლუმბიელი მცველი “ვილიარეალის” დატოვებას აპირებს და მაროტას წინადადების შემთხვევაში, კარიერა შესაძლოა სწორედ ტურინში განაგრძოს.Tuttosport – ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ბებერ ქალბატონსა და ესპანელებს შორის უახლოეს დღეებში იგეგმება.
დავუბრუნდეთ კვლავ ისლასა და ასამოას ტრანსფერებს, რომლებიც, იტალიური პრესის მტკიცებით ძალზე ახლოს არიან შავ-თეთრი მაისურის მორგებასთან.ჯუზეპე მაროტას მიერ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი შეთანხმების დეტალები გახდა.საერთო ჯამში, ორივე მოთამაშის ტრანსფერი ტურინულ გრანდს 30 მილიონი ევრო უჯდება, მაგრამ ნახევარს ბიანკონერები ახლა გადაიხდიან, ნახევარს კი 2013 წლის ივნისში.არ არის გამორიცხული, ტრანსფერში საფირ ტაიდერის ( ასპარეზობს “ბოლონიაში” არენდით ), მიკელე პაციენცას და ლუკა მარონეს უფლებათა პაკეტები იყოს ჩართული.ყველაზე რეალური რა თქმა უნდა პაციენცას ფრიულიზე დარჩენაა, რომელმაც ადაპტაცია უდინურ კლუბში უკვე გაიარა და რაც მთავარია, გვიდოლინი მისი დიდი თაყვანისმცემელია.
რაც შეეხება მარკო ვერატის, მისი ტრანსფერი მართლაც უსაზღვროდ გაიჭიმა.Sky Sport – ის მტკიცებით, საქმეში ჩართვა არც მეტი არც ნაკლები მილანის “ინტერმა” გადაწყვიტა, თუმცა ჯუზეპე მაროტას კონკურენცია ვერც ნერიაძურის ხელმძღვანელებმა გაუწიეს.”პესკარასთან” ტურინელებმა საბოლოო შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სულ მალე, ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.ხელშეკრულების დეტალები ასეთია, მაროტა ახალგაზრდა იტალიელის უფლებათა პაკეტს სრულიად დაეპატრონება, თუმცა მარკო არენდის წესით ერთ სეზონს კვლავ “პესკარაში” გაატარებს.
ნახევარმცველების შემდეგ ფორვარდების დროც დადგა.Itasportpress.it – ის ინფორმაციით, ბიანკონერების სამიზნეთა სიას დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკიც დაემატა.ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიელმა ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება პოლონელის აგენტს, სეზარ კუშარსკის თხოვეს, თუმცა ამ უკანასკნელმა დუმილი ამჯობინა და ყვითელი პრესის წარმომადგენლებს უსიტყვოდ გაშორდა.
ასამოასა და ისლას შემდეგ ბიანკონერები ფორვარდზე ნადირობენ, სიაში წამყვანი პოზიციები გონსალო იგუაინს, რობინ ვან პერსისა და ლუის სუარესს უჭირავთ.
წყარო : Calcionews24 ; Tuttojuve
მაროტა რა განქსტერია ნახეე ცოტა ისლა მეჯვება ასამოვა კაია ასევე მინდა ვერატი არავის დაუთმოს ..ვან პერსი კავანი ან სუარესი და ლიგა მოგვიგია

gio_juventino

გილოცავ
madloბა
გილოცავ ბრაციი
გილოცავვ :*
madloba :*
ინტერის ქარტული საიტი როგორ არი?
არ აქვთ მაგატ საიტი :D
როგორ არა ნანახი მაქ
აღარ მუშაობს ეგ :))
რამე საიტი არ იცი ინფორმაციები რო ვნახო
ინტერმილანო.რუ
ჰე მაროტა ეხა დაბადების დრეზერე არაფერს მჩუქნი? მიყიდე კავანი რა :)))
გილოცავ ძმა ქპარავდეს ხმერტი…
მადლობა
დათკა
უცებ რო შევხედე რონდონი მეგონა თან სახელიც მივამსგავსე
რონდონი მალაგაშია სერიოზულად უბევრავს
როლანდნო ყოფილა

მცველია თუ ვინაა ეს აყუდებული?
TIFANEBI
ჯერ არაა გადაწყვეტილი ამათი მოსვლა შარანაც მასე იყო ლაპარაკი ტრანსფერები რო გაიხსნა მარა ტრანსფერების დახურვამდე 2-3 დღით ადრე გაირკვა ყველაფერი
როლანდო იგულისხმე ? ) დაცვის ცენტრი ისეთი გვყავს , რომ იავიცი ))) მაინც და მაინც არავისი მოსვლა არ მინდა მაგ პოზიციაზე კონკრეტულად
რონდონი ვინაა ?
ძლივს დაწერეს რონდონზე რაღაც, უძლიერესი ფეხბურთელია
