ჯიაკერინი : “ჩემი ნაკრებში თამაში – კონტეს დამსახურებაა”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ემანუელე ჯიაკერინი იტალიის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრისთვის ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ემზადება.ჩეზარე პრანდელი 3-5-2 ტაქტიკით ასპარეზობას აპირებს და ბიანკონერების 24 – ე ნომერი მარცხენა ფლანგის მოთამაშედ მოიაზრება : “ბედნიერი ვარ, რომ ასპარეზობა მარცხენა ფლანგზე მომიწევს, ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება ნამდვილად მაქვს.როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად მზად ვარ და მწვრთნელის ნებისმიერ დავალებას პირნათლად შევასრულებ.ოთხკაციანი დაცვა ? – არ ვიცი, ამ შემთხვევაში შესაძლოა მარცხნივ თამაში არ მომიწიოს.რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მარცხის შემდეგ გუნდმა ტაქტიკა შეცვალა, ვარჯიშებზე არაერთი კომბინაცია დავხვეწეთ.ჩვენ შეგვიძლია როგორც 3-5-2, ისე 4-3-1-2 სქემით ასპარეზობა.რუსებთან თამაშმა ბევრი რამ გვასწავლა, ტურნირს ფავორიტების სტატუსით არ ვიწყებთ.კარგ ფორმაში ვარ, ნაკრებს 26 მაისს შევუერთდი და მწვრთნელი ჩემი მომზადებით კმაყოფილია.ბედნიერი ვარ, რომ საბოლოო 23 კაციან განაცხადში მოვხვდი.პირველი გამოძახების შემდეგ ვერ წარმოვიდგენდი, რომ უკრაინა – პოლონეთში მომიწევდა თამაში, მაგრამ ეს რეალობაა და ყველაფრისთვის მზად ვარ.”
datka ramosze gamaxsenda chemi ubnelia erti rmaosi rogorc mcveli kileinis jobiao da ici ra unda vanaxo ? :D aiu es udna vanaxo gagijdeba :D
დათკა
ხო მაგას არც მე არ ველოდი, ბვარიას განადგურება მინდოდა მარა არ გამოუვიდა რეალს
მარა ჩელსისგან ალიანსარენაზე თასის აწევა უფრო გამიხარდა
ჩელსიმ რო მოიგო მაგიტომაც მარა უფრო ბავარიამ რო წააგო
დათკა


ჩელსი მოიგებს ლიგას და რეალზე წინ გავათქვა მაგაზეც ბევრი ვიდავეთ
არაუშავს ვიდალზე შენ მაჯობე
მთავარია იუვემ აჯობოს ყველას
ეგ აღარ მახსოვდა
რა იყო იცი , მე ის ვერ გავთვალე რამოსი რო პენალტს დაარტყავდა ))) ეგ იყო რა )
ოოჰ ლელა კაკულია მოგვცა იუვენტუსის ფანად, ხომ დაწერდა ჯაკერინის ოფიციალურ სტატიაზე ევროპაზე ითამაშებსო, რა ამბავი ატყდებოდა
https://forzajuve.ge/2011/08/25/%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AF/
ჯიაკერინის პირველი ტურინული დღეები )
ახლა გადავხედე მაგას პეპეზე რა კაი რაღაცეები მიწერია

90%_ით გამიმართლა
რამდენი ვიდავეთ მე და შენ პეპეზე მახსოვს . ვაღიარებ ძმაო რომ პეპემ იმენა არ გაამართლა ჩემი მოლოდინი . ანუ კარგად ითამაშა ნაღდად . მოუმატა რა . კონტეს დამატებითი პლიუსი ამისთვის .
PIto
როცა არ გყავს უკეთესი, 1 კაცით ნაკლები ხო არ წახვალ?
შეიძლება ბაჯოს ტოტის და ალექსას მერე არ იმსახურებს მარა როცა კონკურენტი დიამანტი და ბალძარეტი გყავს რატო არ იმსახურებს მითხარი
თქვენი საქმისა თქვენ იცით, ვისი იმედი გექნებათ და ვის როგორ შეხედავთ ესეც თქვენი საქმეა, მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და ახლაც ამავე აზრზე ვრჩები რომ ზემოთხსენებული მოთამაშე არის დაბალი დონის და არ იმსახურებს ლურჯ მაისურს ! ისევე როგორც შავთეთრს, მე არ მჯერა 27 წლის ახლგაზრდების, DARJA თუ არ შეწუხდები ზემოთხსენებული ფეხბურთელების ასაკიც დაწერე :)) უბრალოდ არ ვიცი ზუსტად და იმიტომ გეუბნები.
P.s სადაც ლურჯი იქვე თეთრიც და ცისფერიც
ეგ სხვა საქმეა, მეც მაგას ვამბობ რომ დაბალი დონეათქო, ეგეთების იმედზე როგორ უნდა იყოს იტალიაა…
დათკა

ვის და მაგაზე მეტ სოფლალებს
მიულერს, ნეგრედოს, პედრიტოს, ქეროლს
რადგან 20 წლის ასაკში იტალიის იმედად არ თვლიდნენ არ ნიშნავს იმას რო ცოტა გვიან არ შეიძლება გახსნა
ნაკრებში სოფლელები ვერ მოხვდება
ჯერ გვენახა მისი თამაში ნაკრებში და მერე გველანძღა, ნაკრები სულ სხვა მოტივაციაა და შეიძლება თავი გაიგიჟოს
შენ არ გეუბნები ამას, ჯაკერინს ვინც ლანძღავს იმას ვეუბნები
შენ გემახსოვრები ის კომენტები რაც სეზონის წინ იწერებოდა ))) მოიცა ლინკს დავაგდებ ეხლა ))
მახსოვს,მარა შეხსენება არ იქნება ცუდი თან ისინიც ნახავენ
პეპეს წაყვანა უფრო გამიხარდებოდა მარა ამის იმედი უფრო მეტი მაქ

გააკვირვებს ბევრს ევროპაზე
ეს ხო სოფლელია ვინ უნდა გააკვირვოს
ნახავთ ჯაკერინს მაგარი მონდომებულია კაცი მიდი ჯაკე

მომე ერთი შენი ტელეფონის ნომერი
ხო,რატომღაც ჯაკერინის და პეპეს გლეხებს ვეძახით და არადა წაუგებელი ჩემპიონები არიან,და ვერავინ დამაჯერებს რომ დიამანტიზე უკეთესი არ იყო პეპე,ნახევარი სეზონი მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშა,არ გვინდა ჩვენების ლანძღვა,დაუმსახურებელია
PIto
ქართველები ამ სახელებს რატომ ვუყურებთ მარტო ვერ ვხვდები რა
დათკა დადე ძმურად რამე ახალი… თუნდაც ჩორიიიიიიიიიი
არაფერი არ არის დასადები ამ ეტაპზე
PIto
ვერაფრით დავიჯერებ, რომ ემანუელეზე ბევრად მაღალი დონისაა ესპანელი ხუანფრანი, ჰოლანდიელი სჰაარსი, სტროოტმანი, პორტუგალიელი რუბენ მიკაელი, კოშტოდიუ, რუსი კომბაროვი, კოკორინი, გლუშაკოვი, ფრანგი კაბაი, მ’ვილა, მარტენი )) ყველანი ამომავალი ვარსკვლავები არიან, არ მესმის რატომ არ დაიმსახურა თქვენი აზრით ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, როცა ჩეზენადან იუვენტუსში მოვიდა და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა..კარგით რაა, დაფასება სჭირდება ყველაფერს..თავიდან არ მოიაზრებოდა ძირითადის ფეხბურთელად და შეიძლება არც იყოს, ბალძარეტი ჰყავს კონკურენტად, მაგრამ ვარჯიშებზე იმდენი აჩვენა ამ ბიჭმა რომ 32 კაციანიდან 25 კაცში მოხვდა, 25 – დან 23 საბოლოო განაცხადში და ძირითადს უმიზნებს..
P.S – ზევით ჩამოთვლილ ფეხბურთელებზე ყურადღება იმ მოთამაშეებზე გავამახვილე, რომლებიც სადებიუტო მატჩებს ატარებენ ნაკრებებში..
24 ნომერი არ არის იუვეში ეს? მაგარი ხარ ჯაკე მაგრად მევასება
მაგარია ჯაკერინი
ჯაკერინი არ შეგვარცხვენს

დაბალი დონეა, ინგლისში, ესპანეთში გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთშიც კი ამ დონის იგროკს არ გამოიძახებდნენ, ძირითადში თამაშზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია, ეგეთების ხელში დღეს იტალიაა