ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის ნაკრების ბოლოსწინა ვარჯიში ესპანეთთან მატჩამდე

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩამდე ორი დღით ადრე იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა.ჩეზარე პრანდელიმ თავისი შეგირდები ორ გუნდად დაჰყო და თითოეული მათგანი სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზით ათამაშა.

პირველი გუნდი 4-3-1-2 ტაქტიკით ასპარეზობდა და შემადგენლობაში ირიცხებოდნენ : სალვატორე სირიგუ, ოთხი მცველი – კრისტიან მაჯიო, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ფედერიკო ბალძარეტი, სამი ნახევარმცველი – ტიაგო მოტა, ანტონიო ნოჩერინო, კლაუდიო მარკიზიო, ალესანდრო დიამანტი ფლეიმეიქერის პოზიციაზე ასპარეზობდა, შეტევაში კი სებასტიან ჯოვინკო და ანტონიო დი ნატალე მოქმედებდნენ.

მეორე გუნდის ტაქტიკური მონახაზი 3-4-3 გახლდათ, შემადგებლობა კი ასეთი იყო : ჯიჯი ბუფონი, სამი მცველი – დევიდე ასტორი, დანიელე დე როსი, ანჯელო ოგბონა, ოთხი ნახევარმცველი – იგნაციო აბატე, ანდრეა პირლო, რიკარდო მონტოლივო და ემანუელე ჯიაკერინი, შეტევაში მარიო ბალოტელის, ანტონიო კასანოსა და ფაბიო ბორინის ტრიო.

ტურინის “იუვენტუსის” მცველის, ანდრეა ბარძალის საბოლოო მდგომარეობა დღეს საღამოს შეფასდება, ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების შემთხვევაში პრანდელის განკარგულებაში დევიდე ასტორი იქნება, რომელიც უკვე ორი დღეა სკუადრა აძურასთან ერთად ვარჯიშობს.

წყარო : Football Italia

11 thoughts on “იტალიის ნაკრების ბოლოსწინა ვარჯიში ესპანეთთან მატჩამდე

  1. ბუფონი

    აბატე–ბონუჩი–კიელინი–ბარზალეტი

    პირლო–მარკიზიო–დე როსი

    ტოტტი

    კასანო–ბალოტელი ზამენა ტოტტი-დელ პიერო მარკიზიო მონტოლივო ბალოტელი ან კასანო ჯოვინკო ეგგ იქნებოდა მაგარი სასტავი

  2. ———–ბუფონი———–
    –დე როსი–ბონუჩი–კიელინი–
    ——პირლო—-მარკიზიო—–
    აბატე—————-ბალძარეტი
    ———-ჯიოვინკო———-
    —-ბალოტელი—კასანო—-
    ეს სასტავი უნდა იყოს ჩემი აზრით. აბატეს და ბალძარეტის ადგილზე უკეთესი რომ იყოს ვინმე, კარგი იქნებოდა.

  3. ბარძალი სად უნდა წავიდეს?
    მესამე ტურში თუ იქნა მზადო დავტოვებო, მემგონი დარჩება
    მანამდე დეროსი ითამაშებს
    :italy: :achuu: :italy:

  4. რა ჯანდაბად უნდოდა ბორინი დიამანტი ჯაკერინი ამ სამიდან 2 ს ამოვაგდებდი და წავიყვანდი დელ პიერო ტოტტის ჯერ კი იდზახდა წავიყვანო და მერე შეეშინდა ამატზე უკეტესად მაინც იტამაშებდნენ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.