ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი მაისური მესამე ვარსკვლავის გარეშე

“იუვენტუსმა” დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში გუნდის მაისურზე მესამე ვარსკვლავი არ გაჩნდება. მის დატანებას ოფიციალური დებულება ტურინულ გიგანტს სულაც არ უკრძალავდა, თუმცა “ბიანკონერების” იდენტურობა ვარსკვლავები კი არა, მისი ფანები, განსაკუთრებული სული და ისტორიაა: ” ჩემპიონობამ “იუვენტუსი” გამარჯვებული გუნდის გზაზე დააბრუნა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, “ჯოჯოხეთიდან სამოთხეში დავბრუნდით”. “იუვენტუსის” ახალ მაისურს მესამე ვარსკვლავი არ ექნება. ამის ნაცვლად, კლუბის ოვალური ლოგოს ქვეშ გაჩნდება სიტყვები: 30 vinti sul campo (30 გამარჯვება მოედანზე). ჩვენი მაისური კლუბსა და მის ხალხს წარმოადგენს. მხოლოდ თავად “იუვენტუსი” მის ყველა გულშემატკივართან ერთად ქმნის ჩვენს ინდივიდუალურობას. რაც შეეხება მეორე ფორმას, მას მალე წარვადგენთ, გასვლითი მაისური აბსოლუტურად შავი იქნება. ” -განუცხადა “სკაი სპორტს” “იუვენტუსის” სავაჭრო დირექტორმა ფრანჩესკო კალვომ.

წყარო: football italia ;  “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

21 thoughts on “ახალი მაისური მესამე ვარსკვლავის გარეშე

  1. zura 3003

    ხოდა ეგაა, 2006 წელს აღარ გაამწავევს ჩაგვძირეს, ეხლა აღარ აღიარეს, მალე კონტეს ბონუჩის ბუფონს აღრ დაიცავენ, ხოარ გაამწვავებენ და ვიყოთ ასე თავდახრილები მაშინ და ვირტყან როცა უნდათ. აბა ყოფილიყო ჯანი ცოცხალი და თუ არ დაიხატავდნენ ვნახავდით (ნუ ჯანი რომ ცოცხალი ყოფილიყო არც კალჩიოპოლი მოხდებოდა).
    ტყუილად არ მიხსენებია იტალიაში მაფია და ა.შ. თუ არ გაიტანე არ გაგატანინებენ.
    და თუ არ ამწვავებ არც ის უნდა დაიწერო მაშინ 30 მინდორზე და სტადიონს მე3ვარსკვლავი არ უნდა დაახატო. და დაჯერდე 28. ლოგიკურია თუ იწერ 30 მინდორზე ესეიგი ამწვავებ და პროვოკაცია სიტყვა მილანელმა ალბერტინიმ ახსენა (ვიცე პრეზიდენტმა და გაამართლა კალჩიოპოლი ფაქტიურად) და არანაირი პროვოკაცია ეგ არ იყო, მაშინ აქამდე რას “იბლატავეს”, რას დაახატეს ამ სტადიონზე ყველაგან 3 ვარსკვლავი და ა.შ.?
    მაგრამ ის 3 ვარსკვლავის გადაწყვეტილება ისე საეჭვოდ შეიცვალა, რომ უფრო სასიკეთოდ უნდა წაადგეს გუნდს (იტალიაში ყველაფერი ხდება)… მაგრამ ვფიქრობ ევროპის მერე ერთი დიდი გაგრძელება მაინც ექნება ახალ კალჩიოკომესეს და არ გააბითურონ ანიელი

  2. რავიცი, მგონი უფრო ღირსეული საქციელია, რაღაც პროვოკაციას გავდა მესამე ვარსკვლავის მიკერება, ალბათ აღარ გაამწვავეს სიტუაცია და რაღაც კომპრომუსული ვარიანტი გამონახეს, არაუშავს, მალე მოვა მესამე ვარსკვლავის დაკერების დროც, უკვე ოფიციალურად :forza:

  3. ვარდისფერი რომ აღარ არის გული დამწყდა, მაგრა მიყვარდა ეგ ფორმა, თან იუვეს პირველი ფერია, მაგრამ სხვა ფერებში ალბათ შავი კარგი ვარიანტია :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  4. მე ვფიქრობ, რომ მესამე ვარსკვლავი უნდა დაეხატათ… ეს თავისებური აღიარებაა კალჩიოპოლის. და ლოგიკურად არ ჯდება უბრალოდ… თუ 30 ჯერ მოიგე და მაგას იწერ, მაშინ მე-3 ვარსკვლავიც დაიხატე.წესით ეგაა, ყოველ 10ზე 1 ვარსკვლავია 30:10=3… ესეიგი ყოველ წელს უნდა იცვალოს ლოგიოს ქვეშ წარწერა და ემატოს თითო ცემპიონობაზე თითო? ანუ შემდეგი ჩემპიონობის მერე დაიწერენ 31 მინდორზე და ა.შ.
    უბრალოდ მოერიდნენ შემდგომ სიტუაციის გამწვავებას – მერე რომ რამე უკანონო ქმედები არ მოყოლოდა იუვეს მისამართლით მომდევნო ჩემპიონატებში, მსაჯების ან ა.შ. მიმართ… იტალია არის მაფიის ხელში და მასე იქნება სულ და შეიძლება ამ შეთანხმების და გადაწყვეტილების მიღმა რამე სხვა იდგეს კიდე…

  5. რა პოზიცია, არავინ არ უკრძალავდა და ვერ აუკრძალავდა. და რო იძახდა ეგ არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც უკან დაიხია, აზრი შეიძლება შეგეცვალოს ადამიანს, მით უმეტეს მთელი ბორდი იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და არა ერთი კაცი. სწორი მგონია. დაღვინებული კაცის საქციელია იუვენტუსისნაირ გუნდს რო შეეფერება ისეთი.

  6. თუ ეს მართალია, ძალიან ცუდი!! 2 თვე იძახა ანიელიმ პრინციპული პოზიციააო, 30 მოვიგეთ მოედანზეო და 3 ვარსკვლავი იქნება აუცილბლადო!!! უკან დაიხია ეხლა?? პირველივე თავისივე პრინციპული პოზიცია არ დაიცვა და დანებდა!! სულ არ მიხარია!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.