სატრანსფერო ციებ ცხელება …
მაურიოსიო ისლას და კვადო ასამოას საკითხი 99 % -ით გადაწყვეტილია . ერთადერთი ხელისშემშელი ფაქტორი , რომ მოთამაშები ოფიციალურად არ არიან წარდგენილნი როგორც ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელები , არის ის რომ ორივენი ამ ეტაპზე თავიანთ ნაკრებებს ეხმარებიან . ჟურნალისტების ინფორმაციით , როდესაც ჩილელი და განელი ფეხბურთელი აპენინებზე დაბრუნდებიან , ბიანკონერის პირველი ტრანსფერები 2012/13 სეზონისთვის ოფიციალურად გახდებიან . მაგრამ , ამით კი არ სრულდება არამედ იწყება მაროტას დიდი გეგმები . გამომდინარე იქიდან , რომ კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს უშუალოდ წინა ხაზში , ეს პერიოდი ნაყოფიერად უნდა იქნას გამოყენებული შემადგენლობის გასაძლიერებლად …
უახლოეს პერიოდში იგეგმება ლუის სუარესის და რობი ვან პერსის აგენტებთან შეხვედრა . განსაკუთრებით ეს უკანასკნელი , ძაზლედ ახლოს არის შავ თეთრი მაისურის მორგებასთან . ამაზე აქტიურად იტალიური პრესაც იწერება და ბრიტანულიც . ყველაფერი როგორც ჩანს მაინც ალბათ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა . მაროტა არ ივიწყებს ასევე ედინ ჯეკოსაც , რომელსაც არცთუ ისე იდეალური ურთიერთობა აქვს სიტის ხელმძღვანელობასთან .
ედისონ კავანის სახელი კი ჯერ ჯერობით არ გამქრალა . კონტეს გეგმებში ის ჯერ კიდევ შედის და კლუბს თითქოს შანსიც კი გაუჩნდა მისი ხელში ჩასაგდებად . Sport Mediaset – ის ინფორმაციით , ტურინელები ურგვაელი ფორვარდის აგენტს დაუკავშირდნენ , რომელიც უკვე შეუდგა საქმეს . ის მაქსიმალურად ეცდება ყველაფერი ტურინელთა სასარგებლოდ მოაგვაროს .
და ბოლოს … მარკო ვერატი . მაროტამ 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა ” პესკარას ” ნახევარი სატრანსფერო უფლებისთვის და პლიუს მანუელ ჯიანდონატოს არენდა . თავის მხრივ მოკრძალებული კლუბი 4 მილიონ ევროს ითხოვს და კრისტიან პასკუატოსა და ფრედრიკ სორენსენის არენდებს . პლიუს ამასთან არის კიდევ ერთი პირობა : ვერატი მინიმუმ ერთი სეზონით ” პესკარაში ” უნდა დარჩეს . მინიმუმ არენდის წესით მაინც .
წყარო : Tuttojuve, Calcionews24
დავბრუნდი ძმებო დრო არ მქონდა შემოსვლის სამსახური მართმევს დიდ დროს, მოკლედ ასამოა და ისლა კაი ფეხბურტელები არიან ერთი ვერ მივხვდი ისლა სად უნდა გამოიყენოს კონტემ,საერტოდ მაურისიო მარჯვნივ თმაშობს მაგრამ ჩვნ ხომ იქ ლიხშტო და კასო გვყავს? ეგებ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებანი, ისე კი ისევდაისევ ველოდები თავამსხმელს
ისლა მეკარის გარდა პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე თამაშობს
ნახევარდაცვაში მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში უპრობლემოდ, დაცვაშიც. ნუ თავდასხმაში იმედია არ დაგვჭირდება : )
bardzalize daweret rame raa )))
ზევით რა მაგარი ვიდეო დევს . ჩემი იუვე!
გუშინ სიზმარი ვნახე ვან პერსი იუვეში იყო და ფეხი მოიტეხა სისეს რო ქონდა ისე გამისკდა გული

ვან პერსიიიი

ეხლა არა მაგრამ ეგრე ეწერა წამსვლელები პოგბა ლოან ეწერა
ოფიციალურ ვებ გვერდზე მანჩესტერისაზე საერთოდ არ წერია რომ პოლ პოგბა არენდის წესით მიდის გუნდიდან )))
იმიტომ რომ უკვე დაემშვიდობნენ ))) იუვე კიდე დღე დღეზე პროფესიონალურ 4 წლიან ხელშეკრულებას უფორმებს , როგორც თავისუფალ აგენტს
Vინ გითხრა ?))) მანიუსთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ჩვენთან აფორმებს 4 წლიანს )) რამდენი ხანია მაგაზე ვწერთ )))
მანჩესტერის ოფიციალზე წერია რო პოგბა იჯარით მოდის ალექს ფერგიოსნმა დაითანხმაო და იჯარით 1 წლით მოდის თუ მანიუ მის გაყიდვას მოიისურვებს უპირატესობა იუვეს ექნებაო მხოლოდ არენდაზეა მანჩესტერის ოფიციალურ საიტზე
დამიკოპირე სად წერია ეგ სისულელე . ტიპს კონტრაქტი დაუმთავრდა და არ გაახანაგრძლივა მანჩესტერთან და ჩვენთან წამოვიდა . რა ერთ წლიანი არენდა
მაგაზე ვწერთ აგერ უკვე სამი თვეა , რომ ფერგიუსონმა ვერაფრით ვერ დაითანხამა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და მოდის ჩვენთან )))
რაც შეეხება პოგბა იუვეში იჯარის წესით გადმოვიდა არენდითა 1 წლით და თუ მაგრად ითამაშებს არამგონია მანიუმ გაყიდოს.
სუარესს კავანი ჯობია ხალხო
მითუმეტეს ვიცით რა შეუძლია სერია ა ში. კავანი მინდა რა, მატრი არ მისცენ ოგონდ 
კავანი მოვიდეს და მატრის ბორიელო და კვალიაც მიაყოლონ :))))
ხო მარა მარტო ხო არ იქნება ცოდოა
3 ტურნზე იქნებიან, თან სუ ფორმაში ვერ იქნება 
პოგბა უკვე ვიყიდეთ იოზე ვჩალიჩობთ ერთ კავანიც და მორცა რაა დახურონ ფნჯარა ისლა ასამოაც ვიყიდეტ იტოკში ბარსა მოვდივართ ბარსა!!!!
კავანი სერია-ა – ში მაგარია. ვან პერსი ევრო თასებზე გამოგვადგება. სუარესი კიდე ორივეზე.
ჯეკო არ მინდა არანაირად მაგას ჯობია შალვა ნათელაშვილი მოიყვანონ
ენას მაინც ისწავლის ადვილად ხო?უცხო ენები არ უჭირს

პრინციპში კავანის ფლანგზეც შეუძლია თამაში…
მაგრამ მე მაინც ვანპერსი და სუარესის მოსვლა მირჩევნია…აუ ძალიან მაგარი იქნება ეს ორი თუ მოიყვანეს, პლიუს ამას კოლაროვი თუ იჩალიჩეს მარცხნივ, არენდით გამოსყიდვის პერსპექტივით…. ნუ რავიცი რა.. )))))))
ჯეკო არ მინდა იუვეში ნაღდად
იგუაინზე არაფერი აღარ ისმის ?
სუარესის ტიპის ფეხბურთელი დახატავდა იუვეს თავდასხმას ტექნიკაც აქ და სწრაფიცაა. ხასიათს თუ გავითვალისწინებთ შეიძლება კონტესგან უსიამოვნებები არ მოაკლდეს, ჯეკოს ტრანსფერზე ვერაფერს ვიტყვი , იმის ნახევარს ვერ აკეტებს რასაც ვოლფსბურგში აკეთებდა, ვან პერსი თუ გავიფორმეთ საოცარი იქნება ლიგაზეც აქ გამოცდილება და იტალიასაც მოერგება :X კავანიზე ლაპარაკი არცაა საჭირო ჩემი აზრით
სუარესი რო მოვიდეს გავჭედავ
რა თქმა უნდა კავანიც მაგარია მაგრამ მაგას მგონი ვერ დავითრევთ ვერც ვან პერსის. რაც შეეხება ჯეკოს დიდად არ ვგიჟდები მაგ ფეხბურთელზე.
კავანი კავანი კავანიიიიიიიიიიიიიიი

წარმოიდგინეთ ვან პერსი და კავანი იუვეს მაიკებში, აუ რა მაგარი სანახავი იქნება ნეტა რამე გამოვიდეს რა
ვან პერსი მოდი ))
კავანი თუ ვამ პერსი??
კავანი …ვან პერსი.. მოდით მოდით

შენ ვანპერსი აარ გინდოდა და :D:D:D
კავანი თუ არ გამოვა პერსი იქნება ბოლო ვარიანტი
ძალიან გამიკვირდა პასკუატომ ლეჩეში რომ ჩააგდო სეზონი.. მეგონა დაგლიჯავდა!!!
არადა იუვეში მაღალ დონეზე თამაშობდა : (((
! ჩემი პასკუ დამიბრუნონ!!