ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი ვან პერსის შეხვდა

Tuttosport – ის დღევანდელი ინფორმაციით , ხარკოვში ერთმანეთს პაველ ნედვედი და რობი ვან პერსი შეხვდნენ . იტალიური წყაროების მტკიცებით საუბარი ამ ორ ადამიანს შორის საკმაო ხანს გაგრძელდა და როგორც ჩანს რამდენიმე დღეში ისევ იქონიებს გაგრძელებას . ხარკოვში ნედვედთან ერთად ანტონიო კონტეც იმყოფებოდა , რომელიც ჰოლანდიასა და დანიას შორის გამართულ მატჩს დაესწრო . შეხვედრის დასრულების შემდეგ Tuttosport – ს კომენტარი სიმონ კიაერმა მისცა , რომელიც ვან პერსის თემას შეეხო : ” ყველაფერი გააჩნია იმისთვის , რომ მეტოქეს შიშის ზარი მოჰგვაროს , არის სწრაფი , ტექნიკური , კარგად ხედავს მოედანს , თავით დიდებულად თამაშობს და შეუძლია ერთი მოძრაობით გადაწყვიტოს მატჩის ბედი . ბიანკონერი სწორს შვება , როდესაც მის მიმართ ასეთ დიდ ინტერესს გამოხატავს. ჩვენთან დაპირისპირებაში მისი დღე ეს ნამდვილად არ ყოფილა , მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ის არა ერთ ბურთს გაიტანს  ” .

წყარო : Tuttojuve

15 thoughts on “ნედვედი ვან პერსის შეხვდა

  1. კავანისაც ჯიბეში ისვამს და სუარესსაც, ვისაც ამის თამაში გუშინდელის გარდა არ გაქვთ ნანახი :love: :love:

  2. მარტო ვან პერსის ყიდვა არ მინდა ამას + კავანი, სუარესი ან ყველაზე უარეს შემთხვევაში დამიაო, იოვეტიჩიდან ერთერთიც უნდა მოიყვანონ ლევანდოვსკის რაც შეეხება იუვეში არ მინდა ეს კაცი ბორუსიადან თუ ვინმე მინდა ჰუმელსი, სუბოტიჩი, გიოტცე აქედან ერთერთი.

  3. მე მეგონა გუშინდელის მერე აღარ უნდოდათ, ეს ხუმრობით მაგრამ ნერვები მაგრად მომიშალა რა ბურთები ვერ გაიტანა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.