ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო: ” რთული მატჩი იყო ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის ანდრეა პირლოს აზრით, რუსეთთან მარცხმა იტალიის ნაკრებს კარგი სამსახური გაუწია. თავად 21-მა ნომერმა დღეს მშვენიერი მატჩი ჩაატარა და დი ნატალეზე საგოლე გადაცემაც მიითვალა: “ ათიდან შვიდ ქულას დავუწერდი ჩვენს გუნდს, რთული შეხვედრა იყო და კარგად გავისარჯეთ. რუსეთთან წაგება დაგვეხმარა, დავინახეთ, რა სამუშაო იყო ჩასატარებელი, რომ ასეთ დონეზე გვეთამაშა. უფრო შემართულები ვიყავით კრიტიკის შემდეგ. ნაჩვენები თამაში საკუთარ ძალებში რწმენას გვმატებს, უნდა გავაგრძელოთ პროგრესისკენ სვლა. მწვრთნელმა კვირის დასაწყისში გვითხრა, რომ შეიძლებოდა რამე შეეცვალა. ფეხბურთელების დანაკლისის გამო სათამაშო სისტემის გარდაქმნა გადაწყვიტა. დე როსიმ კარგი შეხვედრა ჩაატარა, დანიელე ჩემპიონია და ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. რაც შეეხება დი ნატალეს, ყველამ ვიცით, მცველთან ერთ ხაზზე რა ხშირად ელოდება ხოლმე ბურთს, მეც იქ მივეცი პასი, სადაც თავად სურდა. ცოტა გაგვაკვირვა, რომ მეტოქეებმა თავდამსხმელის გარეშე გადაწყვიტეს თამაშის დაწყება, მაგრამ მათ სათამაშო სტილში შეტევაში ნახევარმცველები ირჯებიან. ” -აცხადებს პირლო.

წყარო: football italia

19 thoughts on “პირლო: ” რთული მატჩი იყო ”

  1. მალადეც რაა აიი რასაც ქვიაა მაგრაა ითამაშეს ბიჭებმა… კასანოსგან ესეთ თმაშს არ მოველოდიი … ბალოტელიმ დაგვღუპაა ცოტა უხეშად ნათქვამია მარაა არაუშავს თავის სიტყვას მაინც იტყვის… ფორცა აზური ♥♥ :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

  2. ესპანეთთან ბურთის კონტროლი შეუძლებელია, მითუმეტეს 6 ნახევარმცველი ჰყავდა ძირითადში ) ხორვატებთან და ირლანდიელებთან თამაში ჩვენი კარნახით უნდა წარიმართოს, უნდა შევუტიოთ და გავარღვიოთ

  3. ამ ყველაფრის შემდეგ რაც იტალიაში ხდებოდა და ხდება მე მომეწონა თამაში, ბოლო 15 წუთს თუ არ ჩავთვლით. მოუმატებენ იმედია და გაარღვევენ ეხლა ხორვატიას.

  4. ჯაკერინის ეტყობოდა ნერვიულობა, პირველ ტაიმში ხშირად აძლევდნენ პასს მარა წინ არც იყურებოდა, ბურთის გაჩერების დროსაც ეტყობოდა მაგრად ნერვიულობდა
    იუვეშიც ასე იყო პირველ თამაშში და მერე გაიხსნა ხორვაიასთან და ირლანდიასთან გაიხსნება და მერე უფრო კარგად ითამაშებს გრანდებთან
    :italy: :achuu: :italy:

  5. რატო ჯაკე ცუდათ არ ითამაშა… აი პეპე კი უნდა წაეყვანა უეჯველიი მარა მაინც საგოლ ბიჯები არც მეგონა მე რო ესე ვითამაშებDთ ხორვატიასთან მაგარი იგრა გველის კი გუნდია მარა უნდა მოუგოთ კიდე უნდა მოუმატონ შედეგი იქნება :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

  6. ბარცალი მაგრად დაგვაკლდა, ანდრეას, რომ ეთამაშა დე როსი თავის პოზიციაზე დადგებოდა საყრდენად, მოტას ნაცვლად, ტიაგოს არაფერს ვუწუნებ კარგად ითამაშა, თუმცა ბარცალი დაცვის ცენტრში და დე როსი საყრდენად სხვა განზომილებაა.

  7. მოტა მაგარია,რაის მონტოლივო,ჯობია 10 თავით მოტა… მე მაგალითად ჯაკერინი არ მომეწონა… სხვა ყველაფერი ხუთიანხეა,პროსტო აბატე გამოსცადოს კაი იქნება… და ჯოვინკომაც ვერ მომაწონა ტავი… :chuvak:

  8. გენიაა ეს კაცი და უღრმესი მადლობა მილანს რომ არ დაიტოვეს.
    რაც შეეხება ნაკრებს ვიდალის მსგავსი მატორიანი ფეხბურთელი აკლია ცენტრში, მოტას ძინავს ფეხზე. დე როსი ძალიან კარგად დადგა დაცვის ცენტრში, მაგრამ მისი ინტელექტი მოედნის შუაგულში უფრო საჭიროა, იმედი მაქვს ბარძალი დაგეგმილზე ადრე დაბრუნდება და ყველა თავის პოზიციაზე დადგება :italy:

  9. გენიალური ფეხბურთელი ხარ ანდრეა!
    დინატალეს პასი ჭირდება და მაგრად იყენებს მომენტებს, ცივსისხლიანი რეალიზატორია, ძალიან მაგარი “ზამენაა” ეგ კაცი მაგრად გაამწვავებს ხოლმე თამაშებს….
    ბალოტელიზე არ ვიცი რა ვთქვა რა..უნდა გაეტანა.
    ჯიჯის გოლს ვერანაირად ვერ დავაბრალებთ, ძალიან დამუშავებული კომბინაცია იყო,მცველების დადანაშაულებაც ძნელია იმ მომენტიდან გამომდინარე…მთლიანობასში დაცვა და ჯიჯი საიმედოები იყვნენ მთელი თამაშის განმავლობაში.
    ჯაკერინი ფლანგზე ძალიან აქტიური იყო, იმედია პრანდელიმ შეამჩნია ეს ყველაფერი და მომდევნო თამაშშიც დააყეენებს…მარკიზიო უკომენტაროდ :love: რომ გაეტანა ნუ რავიცი რა…მაგარი კაცია ძაან!
    ფრე სამართლიანი შედეგი იყო დღევანდელი თამაშის, თუმდა იტალიას რომ მოეგო, ვერავინ იტყვის იმას, რომ იტალიის მოგება დაუმსახურებელი იქნებოდა. მიდით ბიჭებო…გულისსიღრმეში მაგრად მჯერა რომ ამათ წარმატების მირწევა შეუძლიათ… :kiss:

  10. დე როსი არი უძლიერესი ნახევარმცველი ჩემი აზრით, მოტას ნაცვლად მონტოლივოს ველი შემდეგ თამაშში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.