ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! მარონე !!!

ლუკა მარონემ ზუსტად იგივე გზა გაიარა , რაც თავის დროზე პაოლო დე ჩელიემ და კლაუდიო მარკიზიომ , ანუ საკუთარი საფეხბურთო ცხოვრება ბიანკონერის ახალგაზრდული სექტორიდან განავითარა . ბიანკონერის ნახევარმცველი ანტონიო კონტემ ” სიენაში ” მუშაობის პერიოდში გაიცნო . მიუხედავად იმისა , რომ აწ უკვე გასრულებულ სეზონში , ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი არც თუ ისე რეგულურად გამოდიოდა მოედანზე , მაინც დატოვა საკუთარი კვალი გუნდის წარმატებულ ასპარეზობაში . დებიუტი შესდგა ” ლეჩესთან ” დაპირისპირებაში , მინდორზე იგი მეორე ტაიმის 42 წუთზე გამოჩნდა . თუმცა , შემდგომ ორ შეხვედრაში , მან ყველას დაუმტკიცა , რომ პროფესიონალურად საკმაოდ გაიზარდა . ბერგამოში ასევე შეცვლას შესულმა , ალია პირლოს სტილში გოლი გაატანინა ემანუელე ჯიაკერინის . ხოლო ბოლო ტურში , სხვათაშორის იმავე ” ატალანტას ” წინააღმდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა . საერთო ჯამში , უნიჭიერესმა იტალიელმა ნახევარმცველმა , მოედანზე 124 წუთი დაჰყო …

5 thoughts on “იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! მარონე !!!

  1. ამას დასამტკიცებელი აქვს ბევრი და იმედია მალე დამტკიცებს საკმაოდ ნიჯიერია და იმედია მომავალშიც იუვეში იქნება :up: :juvee:

  2. ნორმალური ფეხბურთელია, მაგრამ რავიცი.. პრინციპში აქამდე უნდა გამოევლინა სრული პოტენციალი
    თითქოს ერთ ადგილს ტკეპნის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.