კუალიარელა ვან პერსის ტრანსფერს მიესალმება
ფაბიო კუალიარელა ვან პერსის “იუვენტუსში” ტრანსფერს მიესალმება. ტურინში გადმობარგების შემთხვევაში, ჰოლანდიელს, სავარაუდოდ, თანაგუნდელებზე მაღალი ხელფასი ექნება, მაგრამ ეს “ბიანკონერების” ფორვარდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს: ” სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ თანაგუნდელებს შორის რაიმე შურის მაგვარი იარსებებს. თუ ისეთი დიდებული ფეხბურთელი ჩაირიცხება ჩვენთან, როგორიც ვან პერსია, სავსებით ნორმალურია, მას შესაფერისი კონტრაქტი ჰქონდეს. ჩვენნაირ ერთიან გუნდზე, ასეთი რაღაცეები არ მოქმედებს. მომავალი სეზონი ბევრად რთული იქნება წინაზე, “ჩემპიონთა ლიგაზეც” მოგვიწევს ასპარეზობა. ენერგიები სწორად უნდა გავანაწილოთ. ხელმძღვანელობა კარგ გუნდს ქმნის. დირექტორებმა იციან, რა დაგვჭირდება მომავალ წელს. რაც შეეხება ნაკრებს, დი ნატალემ დაამტკიცა, რომ ბოლო 4-5 წელიწადის საუკეთესო იტალიელი ფორვარდია. ჩემი აზრით, ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს მომავალი მატჩი, მაგრამ, ცხადია, ამ ყველაფერს ჩეზარე პრანდელი გადაწყვეტს. ” -აცხადებს კუალიარელა.
ჩემი აზრით ვანპერსი უნდა იყიდონ იმ შემთხვევასი თუ კავანი,იგუაინი,ან სუარესი არ წამოვა
კავანი რა
ფაბიო არ უნდა გაუშვან, მევასება ეგ და რა ვქნა…

ფაბიო უნდა დარჩეს..
კაი რა პერსი როცა კავანი სუარესზე შეიძლება ჩალიჩი
მიდი ბეპე დაითრიე აქედან ერთერთი ან მისტერ X ბენზემა და ეგარი რაა
თოჯინა ვან პერსი მინდა ეხლა იუვეში?

ადნაკლასნიკზე რუსი გოგო გავჩითე იუვეს ფანი ინგლისურად ვემესიჯე

მითხარი როგორ ვიპოვო?
კუმ ფეხი გaმოყო :D ამისთვის არ ყოპილა პრობლემა მაშინ მოიყვანეთ კაცო თუ კვალია გვრთავს ნებას :D
იმედია ჯერ ჯერობით შენ სიტყვებს ბეპე არ წაიკითხავს
ჯერ კავანი სუარესი შორის გააკეთონ არჩევანი და თუ არ გადმოვიდა მაშინ ჯანდაბას მოიყვანონ ეგ ვან პერსი

შენ ჩუმათ იყავი, შენ ტრანსფერს არ მიესალმოს ვინმე