ლეალი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გადის
ბიანკონერის ერთ ერთმა პირველმა შენაძენმა მიმდინარე სეზონში , ნიკოლა ლეალიმ დღეს ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა . Tuttosport – ის ინფორმაციით , უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ტურინული კლუბი ოფიციალურად გამოაცხადებს ახალგაზრდა მეკარის ტრანსფერს . მოთამაშის აგენტმა , გრაციანო ბატისტინიმ adiocalciomercato.it – სთან საუბარში შემდეგ კომენტარი გააკეთა : ” ის ძალზედ ბედნიერია . იმედი მაქვს სამედიცინო შემოწმება კარგად ჩაივლის . იმისთვის , რომ თავი ” იუვენტუსის ” სრულყოფილ წევრად იგრძნოს , აუცილებელია ოფიციალური დადასტურება . მომავალი ? მისთვის უმჯობესი იქნება თუ სათამაშო პრაქტიკა ექნება . ბიანკონერი ყურადღებით განიხილავს , არენდის ყველა შესაძლო ვარიანტს . ლისაბონის ” სპორტინგი ” ? პორტუგალიელები ძალზედ ახლოს იყვნენ მის გადაბირებასთან , მაგრამ რთულია ისეთ გუნდს , როგორიც ” იუვენტუსია ” უარი უთხრა ” .
წყარო : Tuttosport
მ ე კ ო ბ რ ე
ესენი ვინებსაც იჯარით უშვებენ აღარ აბრუნებენ :)
ეს უნდა გაუშვან სადმე პარმაში ან ფიორენტინაში გამოცდილების მისაღებად
აქ რო დატოვონ სკამზე ამის დასმა დამღუპველი იქნება ამის კარიერისთვის ერთი-ორი სეზონი გაუშვან და მერე მოიყვანონ
სათადარიგოზე იჯდეს ჯობია და ვარჯიშზე ჯიჯისგან უფრო მეტს ისწავლის ვიდრე პარმაში პრაქტიკა მიიღოს
ფეხბურთელი რომელიც 18 წლის არის რას ისწავლი ვარჯიშებზე ? სად თამაში მიღებული პრაქტიკა და სად სკამზე . როცა ჩართული ხარ შეხვედრაში სხვა გამოცდილებას იღებ ვიდრე სკამზე დახმობით
რა სათადაარიგო გადაობთ, ამას თამაში ჩირდება აუცილებლად.. არაა გამორიცხული ისევ ბრეშაში გაუშვან, მაგრამ უნდა გაუშვან მხოლოდ პირობით რომ ძირითადში აათამაშებს ის გუნდი ვინც წაიყვანს…
მეც მაგას არ ვამბობ სადმე გავუშვათ ერთი ორი სეზონი და გამოცდილებას მიიღებს მისთვისაა უკეთესი თან ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს
იტალიაში გაანათხოვრონ სერია ა-ში.
ფორცა
ვიზიარებ თქვენს სიხარულს თუმცა მაინც კორექტულობა დავიცვათ )))
იმედი მაქვს ნიკოლა წლების შემდეგ სათAნადოთ შეცვლის ჯიჯის )))
მე მინდა სტოლარი გაუშვან და ეს ათამაშონ :) თასზე
ამისთვის სკამზე დაჯდომა დამღუპველი იქნება ეხლა . არა აქვს ჯერ სათანადო გამოცდილება საერთოდ
მერე რომ დაიკარგოს? სკამზე სულ არ იჯდება ჯიჯი შეიძლება დაზიანდეს და ხშირად შეცვლის და რომ გაუშვან დაკარგავენ როგორც სხვა ტალანტებს
ვა მაგარია მაგრა გამიხარდე ლეალის მოსვლა იუვეში და კიდე შეიძლება მაგარი იყოს მაგრამ ჯერ ამის ბუფონთან შედარება არ შეიძლება და არასწორიც იქნება ისე ღმერთმა ქნას მეტი მაგარიც იყოს (მარა მე მაინც მგონია რო ბუფონისნაირი არავინ იქნება შეიძლება იყოს უკეთესი ან უარესი მაგრამ მისნაირი არა)
შეიძლება უარესი არ იყოს მაგრამ უკეთესე არავინ იქნებაა… მე ესეთ შეფასებას მივცემდი… ბუფფონისნაირი ისტორიაში არ დაიბადება აწი…
ჯერ მაინც სერია აში უნდა დაამტკიცოს რო ძლიერია, ფიორენტინაში ან სადმე თუ გაანათხოვრებენ კაი იქნება სადაც თამაში მოუწევს
ამ ბოლო დროს ვერც თავის გუნდში და ვერც ნაკრებში სასტავში ვერ ხვდება
ესეც მომავალი ჯიჯი!