ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება …

Sky – ს ინფორმაციით , გუშინ შესდგა შეხვედრა მაროტას , პარატიჩის და ბოლონიას სპორტული დირექტორის ძანძის შორის , სადაც ფრედრიკ სორენსენის მომავალი უნდა გარკვეულიყო . მოლაპარაკების თანახმად , სკანდინაველი კიდევ ერთ სეზონს გაატარებს არენდის წესით ” ბოლონიაში ” . კიდევ ერთი ფეხბურთელი , რომელიც ამ ორი კლუბის თანამფლობელობაში იმყოფებოდა გახლავთ ტაიდერი . გუშინ მოკრძალებულმა კლუბმა სრულად გამოისყიდა ეს მოთამაშე . სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …

ამავე დღეს , შესდგა შეხვედრა სემ ელერდაისთან , რომელიც იტალიაში ჩაფრინდა . ” ვესტ ჰემის ” მთავარი მწვრთნელის ინტერესებში უფრო მეტად ელჯერო ელია არის ვიდრე მილოშ კრასიჩი . ბრიტანელებს სურთ სრულად გამოისყიდონ ჰოლანდიელის ტრანსფერი . თუმცა , მარტო გარემარბებით როდი იყვნენ დაინტერესებულნი . გემოვნებამ ფაბიო კუალიარელამდეც მიიყვანა , მაგრამ აქ უკვე იტალიელებმა უარი განუცხადეს ბრიტანელ კოლეგებს .

ვან პერსის თაობაზე მოლაპარაკებები ყოველ დღიურად მიმდინარეობს , თუმცა პარალელურად ბიანკონერი ცენტრალური მცველის ძიებაშია . გუშინ ბიანკონერის წარმომადგენლები დავიდე სარტორტის , კიევოს სპორტულ დირექტორს შეხვდნენ . დიალოგის მიზეზი აჩერბის სატრანსფერო ფასი იყო , გამომდინარე იქიდან თუ რამდენად ძვირი სიამოვნება ჯდება ჰუმელსის და როლანდუს ტრანსფერი .

რიგით მეოთხე შეხვედრა კი ” ნიცას ” წარმომადგენლებთან გაიმართა , რომელთაც დიდი სურვილი აქვთ საკუთარ რიგებში ახლგაზრდა ალბერტო ლიბერტაცი იხილონ . პარალელურად ნოვარასთან კი მიმდინარეობდა მოლაპარაკება სტეფანო ბელტრამეს თაობაზე , რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ბიანკონერის პრიმავერას რიგებში ასპარეზობდა რა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე .

დღეს დაგეგმილია კვადო ასამოას აგენტთან შეხვედრა . განელი ფეხბურთელი , მაურისიო ისლასთან ერთად პარასკევს გაივლის ტურინში სამედიცინო შემოწმებას .

ხვალ დაგეგმილია ლეგა კალჩოს ყრილობა , რომელსაც კლუბები სათანადო დონეზე გამოიყენებენ . სავარაუდოდ ხვალევე გაფორმდება ბრეშადან ელ კადური , რომელიც შესაძლოა მარკო ვერატის ტრანსფერის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი გახდეს .

ემანუელე ჯიაკერინიც , როგორც ჩანს სწორედ ხვალ გახდება ბიანკონერის სრუყოფილი წევრი , მას შემდეგ რაც მაროტა სრულად გამოისყიდის ” ჩეზენასგან ” კონტრაქტის ნახევარს . ყველაზე მთავარი კი იქნება ” პარმას ” მესვეურებთან შეხვედრა , სადაც უნდა გადაწყდეს სებასტიან ჯიოვინკოს მომავალი .

წყარო : TuttoJuve, La Stampa

13 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება …

  1. კაია ასამოვა ისლა ძან კაია თავიდან ისლას ცუდათ უყურებდი მარა მერე უდინეზეს თამაშები ვნახე და საკმაოდ კარგად გამოიყურება ცენტრში და მარჯვნივ კარგად თამაშობს იგივა ასამოვაც მოკლედ ორივე კაი ტრანსფერია…დაგჩათ ვან პერსი ან კავანი ვერატი და ჰულემსი :lool: დაა იუვეს ვეგარავინ გაჩერებს :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  2. მერე რაღა რუსულად დებთ იმხელა სტატიას ) ორი სიტყვით დაწერეთ ხოლმე თუ გინდათ რომ სხვებს გაუზიაროთ )

    დაიდება ყველაფერი რაც საჭიროა ) ჭორებია ყველაფერი ეხლა და ვცდილობთ მეტ ნაკლებად გაფილტურად დავდოთ ნიუსები

  3. ძალიან გთხოვთ მოეშვით ამ სტატიების დაკოპირებებს და აქ დაგდებებს ) დავდებთ რაც საჭირო იქნება ! რაც არ არის საჭირო არ დაიდება რა არის ამაში გაუგებარი ვერ ვხვდები

  4. ჯიოვინკო დააბრუნეთ და ჯაკერინი წალსაც წაუღია…….ისე კვალი რა ჟანდაბათ უნდათ რა მატრის უშვებენ და მაგ ბულკს იტოვებენ ფუუუუუუუუუ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.