ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვერატი , ჯიოვინკო , გაბიდიანი , მელო …

გუშინ და დღეს ბიანკონერის ხელმძღვანელობამ უამრავი შეხვედრა გამართა სხვადასხვა ფეხბურთელის თაობაზე . გამოსარჩევი რა თქმა უნდა მაურისიო ისლას და კვადო ასამოას ტრანსფერებია . რამდენიმე წუთის წინ , ისლას აგენტმა განაცხადა , რომ მისი კლიენტის მომავალი გუნდი დიდი ალბათობით იტალიის 30 გზის ჩემპიონი იქნება : ” უამრავი კლუბი იყო დაინტერესებული მაურისიოთი , მაგრამ ყველაზე კონკრეტული ” იუვენტუსია “. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და სავარაუდოდ ისლა სულ მალე გახდება ბიანკონერის ფეხბურთელი ” . ისლას და ასამოას მოსვლით , კონტეს საკმაოდ ფართო არჩევანი ექნება შუა ხაზში . გამომდინარე იქიდან , რომ იუვე მომავალ სეზონში ერთბაშად სამ ფრონტზე იბრძოლებს , კონკურენტუნარიანი შემადგენლობა აუცილებელი იყო გუნდისთვის … სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …

მანამ სანამ კონტე და ნედვედი აქტიურად ცდილობენ რობი ვან პერსის დარწმუნებას , რომ მფრინავმა ჰოლანდიელმა კარიერა იუვე არენაზე გააგრძელოს , ედისონ კავანი საკმაოდ ორაზროვანი კომენტარი გააკეთა …

” ნეაპოლიტანურ კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს , თავს აქ ბედნიერად ვგრძნობ და გულშემატკივრებიც უსაღზვრო სიყვარულს გამოხატავენ ჩემს მიმართ , მაგრამ არავინ არ იცის , რა შეიძლება მოხდეს უახლოეს ხანში … ”  რამდენად იყო ეს მესიჯი იუვეს ხელმძღვანელობისთვის არავინ იცის , თუმცა როგორც ჩანს ურუგვაელი მზად არის განიხილოს ნებისმიერი შემოთავაზება …

ამასობაში ფელიპე მელო არის ახლოს მოსკოვის ” სპარტაკში ” გადასვლასთან . ბრაზილიელი საყრდენი ტიპის ნახევარმცველით მოსკოვური კლუბის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია დაინტერესებული  , რომელიც უკვე მუშაობდა მელოსთან ” ალმერიაში ” ორი სეზონის მანძილზე . რუსები მზად არიან 11.5  მილიონი ევრო გადაიხადონ ფეხბურთელში .

იტალიური პრესის ბოლო ინფორმაციით , ” იუვენტუსი ” ძალზე ახლოს არის მანოლო გაბიდიანის გაფორმებასთან , რომელიც ბერგამოს ” ატალანტაში ” ირიცხება . გაბიდიანი იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მისით საკმაოდ ბევრი ევროპული კლუბია დაინტერესებული , ერთ ერთი მათგანი დორტმუნდის ” ბორუსიაა ” . გააგრძელებს თუ არა ნიჭიერი აპენინელი თავდამსხმელი კარიერას ტურინში , სულ მალე გავიგებთ .

SportItalia – ს მტკიცებით კი , ხვალ გაიმართება შეხვედრა მარკო ვერატის აგენტსა და ბიანკონერის ხელმძღვანელობას შორის . მხარეები შეეცდებიან , საუკეთესო გამოსავალი იპოვნონ ახალგაზრდა ტალანტისთვის . სავარაუდოდ ტურინელები გამოისყიდიან მის ტრანსფერს და ერთი სეზონით ” პესკარაში ” დატოვებენ არენდის წესით .

და ბოლოს … სებასტიან ჯიოვინკოს გულშემატკივრების საყურადღებოდ ! La Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსი ” ხვალ შეხვდება ” პარმას ” წარმომადგენლებს , სადაც გამოისყიდიან კიდევაც იტალიელი ფეხბურთელის კონტრაქტს სრულად . შეგახსენებთ , რომ ორი წლის წინ ტურინელებმა რამდენიმე მილიონად მიჰყიდის პარმელებს ჯიოვინკოს კონტრაქტის 50 %  . როგორც ჩანს მაროტა არ აპირებს კონვერტის პრინციპით მოლაპარაკებას პარმელებთან და გუნდი მზადაა 25 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს იტალიის ნაკრების ფეხბურთელში . ტურინელთა ასეთი გააქტიურება ძირითადათ გამოწვეულია იმით , რომ ჰორიზონტზე გამოჩნდა მილანის “ინტერი ” . მაროტა კი როგორც ჩანს არ აპირებს ატომური ჭიანჭველის დათმობას . სავარაუდოდ ხვალ საღამოსთვის ზუსტად გვეცოდინება თუ რა ბედი ელის ჯიოვინკოს …

წყარო : Сalcionews24, Tuttojuve

40 thoughts on “ვერატი , ჯიოვინკო , გაბიდიანი , მელო …

  1. რა პერსი რის მფრინავი ჰოლანდიელი. ჩემი აზრით მაგარი ცუდი შენაძენი იქნება. მაგას კავანიც მირჩევნია და იგუაინიც. ამდენი უსარგებლო ტრანსფერი რად უნდათ ვერ გამიგია. გადაიხადონ რა ცოტა მეტი და ტოპ კლასის თავდამსხმელი იყიდონ რა. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ ნეიმარი უნდა დაითრიონ ნებისმიერ ფასად ზაან მაგარი ბიჭია.

  2. იტალიის ფანკლუბი სად არის და იკრიბებიტ ტუ არა ხოლმე?? დგეს ხორვატიასთან არ აპირებთ ერთად ყურებას? თუ ვინმეს რამე ინპორმაცია გაქვთ მიპასუხეთ რა …

    1. კი იკრიბება ძმა. ტელევიზიის გვერდით ვისოლთან არის არისტოკრატი ბარი და მანდ არი. მაგრამ წინასწარ არის ჩაწერა რააა. ძაან ბევრი ხალხი იყო ესპანეთთან თამაშზე.

  3. ვაა ჯოვი კარგია მაგრამ 25 ბევრი არაა 50 პროცენტში?? 15 რო წაეიყანონ კარგია :) და წინ კავანი :) იფ იფ იფფ :) და სკამზე დამიაოო :) დამიაო მოიყვანონ რაა(((

  4. 15 გოლი და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.. მომავალ წელს იუვეში მინიმუმ ასეთი შედეგი რომ დადოს გავფრინდებით სერია A ში.. პლიუს პერსი თუ მოვა უმაგრეს კომბინაციებს გააძრობენ :forza: :forza: :forza:

  5. სება დღესვე უნდა დავიბრუნოთ.. რომ მორჩეს ეს საგა.. ბოლო ბოლო ბევრი კი არ ყავს იტალიას ისეთი ფეხბურთელი ვისაც ბურთის დაჭერა კარგად შეუძლია, და სწრაფი დრიბლინგების განხორციელება. ერთი სება არის ესეთი და მეორე როსსი, რომელსაც ცუდი პერიოდი უდგას..

    აგერ ბატონო არც სილვა არის გიგანტი, არც ხავი და ინიესტა.. სამაგიეროდ ბურთს იჭეტრენ დრიბლიორობენ და აზროვნებენ მოედანზე..
    სებას ფანტასტიური სეზონი ქონდა, ყველას დაანახა რა შეუძლია, ეხლა კი ტურინში ველი :forza:

  6. სხვა საიტის რეკლამირებას თუ არ შეეშვებით კონკრეტული მომხარებლები მომიწევს იპ ბანის დადება )

    1. ინტერი ვერ აგვახევს 50% ჩვენ მფლობელობაშია შეიძლება დანარჩენი 50% პარმასგან იყიდოს მაგრამ მერე თვითონ ჯოვინკომ უნდა გადაწყვიტოს სად ითამაშებს :oldman:

  7. С1 შეიძლება შეხვდეს ფინალში D1. ნახევარფინალში იცვლებიან ანუ ა და ბ ჯგუფები ხვდებან ც და დ ჯგუფებს. ამიტო შეიძლება ფინალში ესპანეთი გაგვეჩითოს :mrgreen: დღეს არ მანერვიულებენ იმედია ბიჭები :italy:

    1. ისე ჯობია გერმანიას ვეთამაშოთ ფინალი : )))
      სილვა და ინიესტა ალქაჯებივით დარბიან ბურთით :lool:
      აპროწიალებდნენ ამ ბურთს აქეთ იქით.. თან ვერც ართმევდნენ ჩვენები :lool: :italy:

  8. დათკა – ისე მართალი ხარ.. კონვერტის პრინციპზე რომ დავთანხმებოდით, არამგონი პარმა 5-6 მილიონზე მეტის გადამხდელი ყოფილიყო..
    რამდენიმე მილიონს უეჭველად მოვიგებდით )))

    1. Eგენი ისეთი მაწაკები არიან ერთ 17 ს მაინც დადებდნენ )))
      ეტყობა მორატი კაი კუშს შეპირდა რო დაფაცურდა იუვე

      1. ხოო პრინციპში გასაგებია მაროტას გააქტიურება : DD
        მაშინ მოგვიწევს ცოტა ჯიბეზე ხელის გაკვრა, ცოტა დასანანი იქნება ჩვენივე ფეხბურთელის გამოსყიდვა მაგრამ კონტეს თუ უნდა…

    1. ანუ სადღაც 12 მილიონი უნდა გადავიხადოთ : )
      რა უნდათ თვითონაც არ იციან, შარშან არ უნდა გადაეფორმებინათ პარმასთვის 50 პროცენტი.. ისევ არენდით უნდა გაეშვათ..

      1. 12 მილიონად პარმას ვერ მოთაფლავენ ეგენი . კონვერტის პრინციპზე რო უარი თქვეს ეგ გამიკვირდა
        ეტყობა არ რისკაცს მაროტა ))
        მაგრამ 25 მილიონი ამაში თუ გადაყარეს ვაი ამათ პატრონს

          1. Eლიასავით უაზრო ტლიკინის გამო თუ მოჰყავს ჯიო შენ მერე ნახე ))))

  9. აღარ მინდა ეს გაბიდიანები და ონიანებიიი… ვან პერსიზე სუარესზე კავანიზე რა ისმის დაწერეთ რა…

    1. სუარესზე არაფერია. Kავანიზე რაც დავწერე მეტი სხვა არაფერი . პერსიზე დღეს არაფრი ინფო არ ყოფილა . რაც იყო უკვე დევს ჩვენთან . ნედვედი აყომარებს პერსისთან ტრანფერს)

      1. მადლობთ ამომწურავი ინფორმაციისთვის :)

        ვან პერსიი ვიყიდოთ და უბედნიერესი ვიქნებიი… :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.