იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! ანდრეა ბარძალი !!!
მიუხედავად იმისა , რომ ბარძალიმ საკუთარი კარიერის მანძილზე გერმანიაში მოასწრო ასპარეზობა და პლიუს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 2006 წელს , ის პერიოდი მის კარიერაში საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა . თუმცა , მიმდინარე სეზონში მისი თამაშის შემხვედვარე , გულშემატკივრებს ეგონათ , რომ ბიანკონერის რიგებში ბეკებაუერი ირჯებოდა . განუმეორებელი იყო ანდრეა ! ის თამაშიდან თამაშამდე შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებდა და თანაგუნდელებს მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდა . ბარძალი ნამდვილი თილისმა გახდა დაცვითი ხაზის . 35 შეხვედრა , 3192 წუთი მოედანზე , 651 გამოტანა , 378 ჩაჭრა , 59 ართმევა – ციფრები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებენ . მაგრამ , განსაკუთრებულია სხვა სტატისტიკური მონაცემები , მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი სეზონის მანძილზე . ცენტრალური მცველისთვის ეს ფაქტიურად ყოველგვარი დარღვევის გარეშე ასპარეზობას ნიშნავს . მას არცერთხელ არ გამოუტოვებია მატჩი დისკვალიფიციკაციის გამო . დაცვის მოთამაშეს ერთი ამოცანა აქვს – შეაჩეროს მეტოქის თავდასხმა . მისი ციფრები კი ორ რამეს უნდა ნიშნავდეს , ან არაფერი არ გამოსდის , ანაც პირიქით , ყველაფერი მართლაც რომ იდეალურია . ბიანკონერის უკანა ხაზს მხოლოდ 20 გოლი აქვს გაშვებული . დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია …
მაგარი კაცია

რა მოწყენილობაააააააააააააა
ყველაზე კლასი მცველია, საოცარი სეზონი ჩაატარა..
ბრავო ანდრეა
ბრავო ანდრება
კონტემდე დელ ნერის დროსაც ძალიან სტაბილური იყო
ხო მარა რა შედარებაააა წელს უძლიერესი იყო

ძაან მაგარია

მაგრი ტრანსფერი იყო ფაქტიურად მუქთა კონტე არის უმაგრესიი მაგან ასწავლა სტაბილურად თამაშიი
ეს რო მოიყვანს მგონა სამენაზე ეყოლებათკო მარა დაგვანახა რო მაგარი კედელი ყოფილა და ბარცო და ძან დიდი წვლილი შეიტანა სკუდეტოს მოგებაში და რაც ყვალასე კაია ყველა იუვეს ფანს შეაყვარა თავი ბრაო ანდერეა

ძაან გამოადგა ეს იუვეს
