ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება …

სამშაბათი დღე , სატრანსფერო კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ტურინის ” იუვენტუსისთვის ” . საქმე იმაშია , რომ ამ დღეს მილანში ლიგის უკლებლივ ყველა კლუბის წარმომადგენელი იკრიბება . იტალიური პრესის ინფორმაციით ,  მარკო ვერატის ტრანსფერის შემდეგ , ჯუზეპე მაროტა სებასტიან ჯიოვინკოს გაფორმებასაც შეეცდება  . გენერალური დირექტორი მზადაა 10-11 მილიონი ევრო შესთავაზოს ” პარმას ” , მაშინ როცა მოკრძალებული კლუბი 13 – ს ითხოვს . ” იუვენტუსი ” სიმშვიდეს ინარჩუნებს და დარწმუნებულია მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში … სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …

რაც შეეხება მარკო ვერატის საკითხს . ბიანკონერის წერტილის დასმა სურს და მის 50 % უფლებას 4 მილიონ ევროდ გამოისყიდის  , ხოლო ” პესკარაში ” არენდის წესით ორი საკუთარი ფეხბურთელი წავა , ესენი იქნებიან ან მარტინესი და ოსამა ბუი ანაც ჩისბა და სპინაცოლა .

მოდით შევხედოთ ვინ შეიძლება დატოვოს კლუბი ზაფხულში …

” ფიორენტინას ” ახალ მთავარ მწვრთნელს , ვინჩენცო მონტელას , ძალზედ ესიმპატიურება მარკო ბორიელო და მის ტრანსფერს სხთოვს ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელობას . თავის მხრივ ტურინული კლუბი ერთი პერიოდი დაინტერესებული იყო მის გამოსყიდვაში , თუმცა ” რომას ” მიერ დადგენილი თანხა მაროტას ეძვირა .

მას შემდეგ რაც კრისტიან პასკუატოს კონტრაქტის ნახევარი 2.5 მილიონ ევროდ ” უდინეზემ ” გამოისყიდა , ფრიულზე სავარაუდოდ მორიგი ტურინელი წავა და ეს იქნება მარკო მოტა , რომელიც გასულ სეზონში სიცილიური კატანიას ღირსებას არენდის წესით იცავდა . პასკუატოზე დავამატებდი იმას , რომ მომავალ სეზონს იგი არა ” უდინეზეში ” არამედ არენდით ” ბოლონიაში ” გაატარებს . პაციენცას თაობაზე შეუვიდა საკმაოდ ბევრი წინადადება ” იუვეს ” . მალაგა , ვოლფსბურგი და კიდევ ორი იტალიური კლუბია ნახევარმცველით დაინტერესებული . ” ნაპოლის ” ექს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2-3 მილიონი ევროა . ახლოს არის ” ლივერპულში ” გადასვლასთან მილოშ კრასიჩი . მოარული ხმების თანახმად ბრიტანელები 7.5 მილიონ ევროს იხდიან . ელჯერო ელიათი კი საუტჰემპტონი , ვესტ ჰემი , ბენფიკა და შალკე არიან დაინტერესებულნი . ფელიპე მელოს საკითხიც გაურკვეველია . გალათასარაის სურს მისი დატოვება , თუმცა ფასის დაკლებას მოითხოვენ რაზეც მაროტა არ თანხმდება . მეორეს მხრივ სპარტაკი 10-11 მილიონ ევროს იხდის ბრაზილიელში . თავად მელო კი ” ნაპოლის ” პრესპექტივას განიხილვას . რეტო ციგლერი კი ” ფენებახჩეში ” დარჩება .

დავუბრუნდეთ შენაძენებს . ბიანკონერი აქტიურად განაგრძობს ტოპ ფორვარდის ძიებას და არ კარგავენ იმედს , რომ გაიფორმებენ ლუის სუარეს . მართალია ურუგვაელმა სულ ცოტახნის წინ განაცხადა , რომ თავს ბრიტანეთში კარგად გრძნობდა , მაგრამ ინგლისური კლუბი კრისტიან ტელოს ყიდვას გეგმავს . კატალონიური ” ბარსელონას ” ახალგაზრდა თავდამსხმელი 9 მილიონი ევრო ღირს . ნიჭიერი მოთამაშის მოსვლა კი სავარაუდოდ სუარესის გაცილებით ნაკლებ სათამაშო დროს მოასწავებს . თავის მხრივ , მაროტა სათავისოდ ეცდება ამ ხელსაყრელი მომენტის გამოყენებას და ლუისის ტურინში ჩამოყვანას .

წყარო : Сalcionews24, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

20 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

საგოლ მაროტა ვერატი მინდოდა მაგრად და თუ მართლა დავიმატებთ მაგარი იქნებაა მაროტტ ერთი კლასნი თავდამსხმელი და მცველი და ვეგაეავი გაგვიძლებს .. კაია რო რომელი ფეხბურთელებიც ვერ ჯდებიან უნდა წავიდნენ პირველ რიგში ბორელო და ასე შემდეგ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

ირაკლი მარუქაშვილი

აუ რააა:(((((((( ამ ტრანსფერებზე თუ ნორმალური არავინ მოიყვანეს და გამოტენეს სათადარიგოს სასტავით მაგრად გამიტყდება რა:( :blin:

kuna25
12 years ago

არც ვან პერსი იქნება, არც სუარესი და არც კავანი. ვისი ყიდვაც და მოყვანაც შეუძლიათ ჩანს უკვე. ესენი იუვეს მომავალს ვერ შექმნიან. დააბრუნონ მოჯი და იქნება ფეხბურთელები.

zuriko vacheishvili
12 years ago

ტელო რა ჯანდაბად გვინდა მაგას მატრი ჯობია

12 years ago

ტელო ლივერპულს უნდა

d a v i d
12 years ago

რა დიმაიო რის დიმაიო მაგას მირჩვენია დესტრო მოვიყვანოთ არავითარი სხვაობა არა მაგათ შორის უბრალოდ ფასში იქნება დიდი სხვაობა დიმაიოს სასარგებლოდ :boli:

სუარესი თუ მოვა მაგას რა ჯობია მებრძოლი ტექნიკური ფეხბურთელია :love:

Samtrediel90
12 years ago
Reply to  d a v i d

აბა რა სუარესი გიჟია… ეგ,კავანი იგუანი… ესე დავალაგებდი თანმიმდევრობით მე… ეგენი თუ არ გამოვა ჯანდაბას იყოს ვან პერსი ბოლოს :mrgreen:

d a v i d
12 years ago
Reply to  Samtrediel90

+1

Samtrediel90
12 years ago

ისე ვერატი რო დატოვოს პესკარაში და ბოუიც მიანათხოვროს კარგი იქნება,შეთამაშდებიან ერთმანეთთან კარგად და შემდეგ წელს დავიბრუნოთ… მომავლები არიან ეგენი იუვესი :forza: :forza:

Samtrediel90
12 years ago

ერთი ტელოა ნიჭიერი და მეორე მე :lool: 10-დან 9 შემთხვევაში ბურთს იგდებს კუთხურის ხაზისკენ,ამ 9-დან 5 ჯერ გაურბის ბურთი,თუ მოახერხა და ჩააწოდა იმას მცველი უფარებს… ეგაა მაგის თამაში.. დარტყმა არ იცის და პასი არ აქვს :lool: :lool:

d a v i d
12 years ago
Reply to  Samtrediel90

:lool: :lool: :lool:

12 years ago
Reply to  Dutch

”აპრობირებულია” <— ეს მაგარი სიტყვაა :D :D

gura gvinjilia
12 years ago

აუ არ მინდა ეს სუარესი.. ეგ მაშინ იქნება კაი თუ კავანის მოიყვანდნენ და ლაურენტისმა 70 მომეცით და წაიღეთო :D მაგიც მაგარი დაქნეულია :D და ისე სუარესი შემსრულებლად.. ცუდ დღეშია გუნდი :D და პერსი და ტელო ძაან მაგარი იქნება.. თან გოვინკოც გვეყოლება და იმედია დამიაოსაც მოაბამენ თავს და ეგაა რა.. ძაან პროდუქტუილი ტრანსფერები გამოგვივაა. :)

delpieronedved
12 years ago

აუ როდის გაოფიციალურდება და გაიხსნება სატრანსფერო ფორთოჩკა რა

Di Francesco # 1
12 years ago

არადა ტელო უფრო დიდი ფეხბურთელი გახდება ვიდრე სუარესი :blin:
მოიყვანონ ტელო და დააყენონ სასტავში ვარსკვლავი გახდება
:italy: :achuu: :italy:

delpieronedved
12 years ago

კი ძაან მევასება თან 9 მილიონი ააიაფფიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

delpieronedved
12 years ago

კი ძაან მევასება თან 9 მილიონი ააიაფ
იააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

delpieronedved
12 years ago

რამხელა სიახლეა

| Newsphere by AF themes.
20
0
Would love your thoughts, please comment.x