ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბროცენტი : ” ” იუვენტუსის ” ერა იწყება ”

ფიფას აგენტი , ერნესტო ბროცენტი საკმაოდ ამაღლებულ კონტექსტში საუბრობს ტურინის ” იუვენტუსსზე ” და აცხადებს , რომ ეს გუნდი უახლოეს პერიოდში სრულ დომინირებას მოახდენს მთელს საფეხბურთო სამყაროზე : ” ახალი გამარჯვებების ერა იწყება , რომელსაც ” იუვენტუსი ” ჰქვია . დანარჩენს ტოპ კლუბებს კი მოუწევთ , მეორე და მესამე ადგილების მოსაპოვებლად ზრუნვა , რადგან ისინი ბიანკონერის უკან იქნებიან . დამიჯერეთ , ” იუვენტუსი ” უბრალოდ შექმნილია ეხლა იმისთვის , რომ დომინირებდეს . კლუბი , რომელიც არაჩვეულებრივად არის მომზადებული მომავლისთვის . მათ აქვთ გენიალური სტადიონი , რომელსაც დიდი თანხები მოაქვს , ახალგაზრდა ტალანტები , დიდებული მწვრთნელი და გადასარევი დირექტორატი . ჩემი მოსაზრებით , ეს დირექტორატი გაცილებით ეფექტურად მუშაობს , ვიდრე თავის დროზე ჯირაუდო და მოჯი … “

” დღეისათვის კლუბს რაც აკლია არის ტოპ ფორვარდი , ისეთი როგორიც ვან პერსია , იგუაინი და სუარესი . მათ მოუწევთ არჩევანის რაც შეიძლება მალე გაკეთება , პლიუს ამასთან უმჯობესია დააკვირდნენ ” სიტის ”  . კი მათ დიდი რესურსი აქვთ და ჰყავთ მდიდარი არაბები , თუმცა ისინი სულელები არ არიან . მათ კარგად ესმით , რომ გუნდში უამრავი ფორვარდია და დროა მათი გასხვისების . ” იუვენტუსს ” კი აქვს საშუალება სათავისოდ გამოიყენოს ეს მომენტი და დრო . რჩევა ? მე პირადად ვურჩევდი იგუაინს დააკვირდნენ . შესაძლოა მოურინიოს არ სურს მისი გასხვისება , მაგრამ აქ ყველაფერი თავად ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებული და კლუბის სტრატეგიაზე . დღეისათვის , ესპანური კლუბები ელოდებიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს . თუ ” იუვენტუსი ” დაიჭერს საჭირო მომენტს , მაშინ სათავისოდ კარგად გამოიყენებენ და შესძლებენ იგუაინის ხელში ჩაგდებას . მართალია ის უფრო ძვირი სიამოვნებაა , მაგრამ არგენტინელი ვან პერსიზე პატარაა მთელი 4 წლით და პლიუს ამასთან გაცილებით ნაკლებ ანაზღაუარებას იღებს .

წყარო : Football Italia

54 thoughts on “ბროცენტი : ” ” იუვენტუსის ” ერა იწყება ”

  1. ამ სამიდან უეჭველად ვან პერსი.. ასევე ბრონცეტის აზრსაც ვიზიარებ.. იგუანთან დაკავშირებით :forza: :forza: :forza:

  2. ძლივს ვნახე კაცი რო პერსის იგუაინი ურჩევნია.. ეგრე რაა… მოიყვანეთ გონსალო რაა.. მოიყვანეთ.. ნაღდი ბომბარდირია.. და პირველივე წელს თუ არ ჩაუდებს ზლატანს ნახავთ.. ზამენიდან და ნახევარ სეზონში გაიტანა 22 გოლი და მთელ სეზონში რას იზამს.. თან ყველანაირ სათამაშო სტილს ერგება და რეალი სანამ რონალუებს და ოზილე-ბენზემას მიიყვანდა ეგ და რაული ათრევდნენ მარტო გუნდს.. მაგარია იგუ ძაან მაგარიი..

  3. ჯოვინკოს ემპოლიდან ვქომაგობდი…
    დიეგოს სანტოსიდან, მერე პორტუში მერე ვერდერში ვნატრობდი იუვეში მოიყვანეს და გააფუჭეს ბიჯი.
    მიკოლი მიყვადა პერუჯადან, კრიშიტო მევასებოდა, ასევე პალადინო, ნოჩერინო ჩვენი იყო, მოლინარო. რა ხალხი დავკარგეთ :loool: მე ესეთი ტიპი ვარ ნაკლებად გაპიარებული ფეხბურთელები მევასება და აღმოჩენები მიყვარს…

    1. მადლობა… რა ხასიათზე ხარ ბიჭო ჰა… ეეეჰ იუვენტინოებმა ესე უნდა გავცეთ პასუხი ერთმანეთს? მედა შჰენ ჯოვინკოს ძმაკაცები არ ვართ>? :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.