ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იაკინტა : ” კონტეს იმედი მაქვს ”

ნახევარ წლიანი არენდის შემდეგ , ვინჩენცო იაკინტა კვლავ ტურინში ბრუნდება . მისი კონტრაქტი ” იუვენტუსსთან ” 2013 წლამდეა ძალაში და იტალიელ ფორვარდს იმედი აქვს , რომ ანტონიო კონტე მისცეს მას კიდევ ერთ შანსს თავის გამოსაჩენად …

რა იგრძენი მაშინ , როდესაც ” იუვემ ” სკუდეტო მოიპოვა ?

” ძალიან გამიხარდა თანაგუნდელების წარმატება , განსაკუთრებით მარკიზიოსი , ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებოდით . სრულიად დამსახურებული სკუდეტოა , მთელი ჩემპიონატის მანძილზე კალჩოში მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა და ეს იუვე იყო . ეს ყველაფერი იმ სწორი ვარჯიშების და ათლეტიკური წვრთნების დამსახურებაა , რომელსაც კონტე ანიჭებდა უპირატესობას . ნამდვილად არ მიკვირდა ის ფაქტი , რომ მატჩის ბოლოსთვის მეტოქეს ძალა აღარ ჰქონდა , ხოლოდ ტურინელებს პირიქით . განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პირლო , ფანტასტიური სეზონი ჰქონდა ანდრეას ! ” .

გრძნობ , რომ ეს სკუდეტო შენიც არის ?

” არა , რადგან ერთი მატჩშიც კი არ მიმიღია მონაწილეობა . ხოლო , როდესაც განაცხადში ვხვდებოდი ხოლმე , ტრიბუნებიდან მიწევდა თვალყურის დევნება ”  .

განიცდი ამის გამო ?

” მარკიზიომ და არა მარტო მარტო მან , მითხრა რომ სწუხს . მათ სურდათ , რომ მათთან ერთად მეზეიმა წარმატება . თუმცა , თავად სხვა რამის გამო განვიცდი . ტრავმები , რომელიც მთელი ნახევარი წელი ჩემი მეგზური იყო . მათ არ მომცეს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება . ასეთ პრობლემებთან ნებისმიერი უძლურია  ” .

იმედი გქონდა , რომ უკეთეს შედეგს მიაღწევდი ” ჩეზენასთან ” ერთად ?

” საკუთარი დებიუტი გატანილი გოლით აღვნიშნე . ვფიქრობ , იმ მატჩში ” ლაციოსთან ” რომ არ დავმარცხებულიყავით , საბოლოო შედეგი სხვაგვარი იქნებოდა . სამწუხაროა , რომ ვერ შევინარჩუნეთ ადგილი უმაღლეს ლიგაში , აქ თავს მართლა ძალიან კარგად ვგრძნობდი , ხოლო ტიფოზერია მხურვალედ უჭერდა კლუბს მხარს ” .

როგორ გრძნობ თავს ამჟამად ?

” მშვენივრად . მოვახერხე და თავი დავაღწიე ბოლო ტრავმას . ამასთან ერთად ექიმებმა იმ პრობლემას მიაგნეს , რომელიც არ მაძლევდა საშუალებას 100 % – ით გამოვჯანმრთელებულიყავი . იმედი ვიქონიოთ , რომ პრობლემები უკან დარჩა , რადგან თამაშს ვარ მოწყურებული . რამდენიმე დღეში ვარჯიშს შევუდგები , რადგან მსურს წინასასეზონო შეკრების დროს კარგ ფორმაში ვიმყოფებოდე ” .

შენ კიდევ ერთი წელი გაქვს კონტრაქტის მიხედვით ” იუვენტუსსთან ” …

” ბედნიერი ვიქნები თუ დარჩენას მოვახერხებ , დაველოდოთ მოვლენების განვითარებას . ძნელია ეხლა რაიმე პროგნოზის გაკეთება . გაზეთებში ისიც კი წავიკითხე , რომ გუნდი შესაძლოა მატრიმ და კუალიარელამაც კი დატოვონ . უპირველესყოვლისა მომიწევს კონტესთან და ხელმძღვანელობასთან გასაუბრება ” .

არ გეშინია , რომ მომავალ სეზონში იზოლაციაში აღმოჩნდები , როგორც თავის დროზე ამაური ?

” იმედი მაქვს ასეთი არა სასიამოვნო გამოცდილებას არ გავიზიარებ ” .

ვიღაც ვიღაცეები დარწმუნებულნი არიან ამაში , ოღონდ გუნდში დარჩე …

” ხო მაგრამ , თამაშის გარეშე არ შემიძლია ” .

რაზე ოცნებობ ?

” გულით მსურს შეკრებაზე წასვლა და კონტესთვის თავსატეხის გაჩენა ფორვარდის ამორჩევისას . ძალიან ვარ მიჯაჭვული კლუბზე და გულშემატკივრებზე . თუმცა , ნაადრევია ამაზე საუბარი ჯერ ჯერობით ” .

ბოლოს  როდის ესაუბრე კონტეს ?

” ბოლოს , იანვარში მანამ სანამ ” ჩეზენაში ” გადავიდოდი . ზაფხულში შეკრების დროს ისე ჩანდა თითქოს მას ჩემი იმედი ჰქონდა . აქტიურად ვსაუბრობდით ხოლმე და რამდენიმეჯერ დამიდასტურა , რომ დარწმუნებული იყო ჩემს საფეხბურთო მახასიათებლებში . შემდგომ კვლავინდებურად ტრავმა მივიღე და ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ უმჯობესი იქნებოდა თუ დავტოვებდი გუნდს ” .

შენი აზრით , რომელი ტოპ ფორვარდი მოუხდება იუვეს ?

” ჩემი არჩევანი ვან პერსია , თუმცა არც კავანია ურიგო ” .

ჯიოვინკო კი მზადაა დაბრუნდეს …

” ბედნიერი ვარ მის გამო . საერთოდ იუვეში რომ ასპარეზობდე , საფეხბურთო მახასიათებლების გარდა , მტკიცე ხასიათიც არის საჭირო . ჯიოვინკოს კი ორივე აქვს და იმედი ვიქონიოთ ისეთივე მონდომებული იქნება როგორიც ” პარმაში ” .

დელ პიერომ კი დატოვა ტურინი …

” ახალი ისტორია , ახალი შეგრძენები … ალექსი ისტორიას ქმნიდა , მისი შეცვლა ადვილი როდი იქნება . ბოლოს მას  ჩემპიონობის მოპოვების პერიოდში ვესაუბრე და მივულოცე ” .

შენი აზრით სად შესძლებს უკეთესად თავის გამოჩენას ? ” ფლამენგოში ” თუ ” რივერ პლეიტში ” ?

” ჩემი აზრით ის იდეალურად მოერგებოდა ამერიკულ ლიგას ან იაპონიისას . დელ პიეროს ყველგან იცნობენ , მაგრამ ამ ორ ქვეყანაში ის როგორც კუმირი ისე ჰყავთ ” .

რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად პრესის ფურცლებზე , როდესაც ის შენ გეხება ?

” ყველაზე მეტად ის , რომ თითქოს სულ ტრავმირებული ვარ ” .

ევროპის ჩემპიონატზე , რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა შენზე შთაბეჭდილება ?

” მარიო გომესმა . ”

წყარო : TuttoJuve

45 thoughts on “იაკინტა : ” კონტეს იმედი მაქვს ”

  1. ძალიან მაგარი ადამიანია!!! როგორც ფეხბურთელი არ ვიცი რა ვთქვა. არასდროს მხიბლავდა იაკინტას სტილის ფეხბურთელები.. – მაგრამ მარიო გომესი სასწაულებს აკეთებს.. ძალიან ეფექტურია ჩუვაკი

  2. ეს არ უნდა გაუშვას კონტემ ძაან მაგარი კაცია იანკიტა პროსტა ტრამვები აწუხებს :)))) მარა მაინც უნდა დატოვოს გუნდში ან შანსი უნდა მიცეს : ) ) ელიასთვისაც უნდა მიეცა შანსი მარა ეგ კონტე არის მხოლოდ 11 ფეხბერთელი : )) ) არ ვამბობ რო ცუდი მწვრთნელია უბრალოდ უნდა მიცეს შანსი ხალხს : )))

  3. ძალიან მიყვარს ეს, არ ვიციი ზოგი რატო ლაპარაკობს ცუდად ამაზე, ეტყობა მარტო ბოლო 2 წელი აქვს ნაყურები იუვეს თამაშებზე, მაშინ როცა უიღბლო ტრამვებს იღებდა ხოლმე სუ. ჩემი აზრით ძალიან მაგარი ცენტრფორვარდია, მართალია არაა ტეხნიკური მარა ძაან კლასნიაა და და მაგარი შემსრულებელი, სულ იტანდა გოლებს 1ან 2 რეალური მომენტიდან.

  4. ეს და ბორიელო ერტად გადააბი და გადაყარე წყალში! არ დამანახოთ ეს იდიოტები.დაჟე მატრიც გასაშვებია და კვალიარელაც.დესტრო გაბიადინი ვუჩინიჩი და კიდე ორი ტოპ თავდამსხმელი გვინდა კავანი,ნეიმარი ან სუარესი.ამ სამიდან ორი უეჭველი! აი ეს იქნება ინვესტიციაც და მომავალიც.რა ჯანდაბად გვინდა ეს 10 გოლიანი თავდამსხმელები. :@:@:

  5. ვინჩი ვინჩი ვინჩი. მაგარი კაცია. იუვეს ცენტრებიდან ტრეზეგს მერე ეს მევასებოდა ყველაზე მეტად. იმედია შეკრებაზე გადარევს კონტეს. ბორიელოს ნაღდად ჯობია იაკინტა.

  6. აი ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი და რა ვქნა? რა ვუყოთ ასაკს, ესეთი გულანთებული იუვენტინოებია საჭირო დამიჯერეთ. მიდი ვინჩენცოოოოო :* :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  7. მეკარე———-ლეალი
    მცველები——-ასამოა
    ნახევარმცველი——ჯოვინკო, ისლა, ვერატი
    თავდამსხმა———დესტრო——-(ტორესი, იგუაინი, ლორენტე, კავანი)

  8. მეკარე———-მანინგერი
    მცველები——-გროსო
    ნახევარმცველი——პადოინი, ელია, კრასიჩი,ესტიგარიბია
    თავდამსხმა———ბორიელო
    :italy: :achuu: :italy:

  9. არაა ტორესი ცუდი ვარიანტი, არაიტალიელებში ყველას ჯობია
    იგუაინი ან ტორესი თუარადა სხვა ყველა ერთნაირია და მნიშვნელობა არააქ

      1. კი ) იმენა საზიზღარი საიტია . ყვითელი პრესა თუ რამეა , ეგ არის პირველი ნომერი . ტიპები წარმოიდგინე პროსტა ზიან და წერენ სისულელეებს . 100 სტატიიდან ჰა ჰა 2-3 იყოს რეალობასთან ახლოს )) ინტერვიუებსაც კი ამახინჯებენ ტიპები . გოალ.ქომის გარდა არცერთი მეტ ნაკლებად პოპულარულ გამომცემლობას არ დაუდასტრებია ეგ ნიუსი თორე დავდებდით ჩვენც

  10. ძმებო ინფო გავრცელდა ვორლდსპორტზე თითოსდა ჯუვე ტორეში 30 მილიონს იხდისო… მე თუ მკითხავდ ტორესი მირჩევნია ვან პერსის,ამათ ორივეს კი კავანიიიიიიიიიიიიიიიიიი…. გტხოვთ დადეთ კავანი ნებისმიერ თანხად…. :forza: :forza:

  11. ყველაზე მეტად ამის იმედი მქონდა ნაკრებში, როცა აგებდნენ შემოვიდოდა და რაღაცას შეცვლიდა :love: :love: :love:
    მე მინდა რო დარჩეს ბორიელოს და მატრის სკამზე ჯდომას ეს ჯობია
    :italy: :achuu: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.