ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება …

” ბოლონიამ ” საკუთარი წამყვანი მოთამაშე , ურუგვაელი ტრეკუარტისა გასტონ რამირესი , 20 მილიონ ევროდ შეაფასა . ეს ზუსტად ის ციფრია , რის სანაცვლოდაც იტალიური კლუბი , ახალგაზრდა მოთამაშეს შეელევა . რეალურ ინტერესს ამ ეტაპზე იჩენს ტურინის ” იუვენტუსი ” , რომელიც უკვე დიდი ხანია რაც სერიოზულად აკვირდება რამირეს . მისი ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია ასევე ანტონიო კონტეც , რაც ამ ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის . თუმცა , ბიანკონერის გარდა ურუგვაელს სიტი , ტოტენჰემი და ვოლფსბურგიც აკვირდება .  სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …

მიმდინარე კვირაში , ჯუზეპე მაროტა გეგმავს მატია დესტროს და მანოლო გაბიდიანის საფეხბურთო აგენტებთან შეხვედრას . ბიანკონერი სერიოზულად გეგმავს მომავლისთვის , ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელოს . ეს ორი ფორვარდი კი იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავებად ითვლებიან და საკმაოდ კარგი პრესაც გააჩნიათ . იტალიური გამომცემლობების ინფორმაციით , შეხვედრა სამშაბათს შესდგება .

იაკუბ ბლაშიკოვსკით , სერიოზულად არის დაინტერესებული რომის ” ლაციო ” . 26 წლის ნახევარმცველი ამ ეტაპზე დორტმუნდის ” ბორუსიაში ” ასპარეზობს და გასულ სეზონში , კლუბთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა . თუმცა , ბიანკონერი გეგმავს გავიდეს გერმანულ კლუბზე და ვაჭრობაში მიიღოს მონაწილეობა . ანტონიო კონტეს ძალზედ ესიმპატიურება ეს მოთამაშე და მაროტა შეეცდება დაუკმაყოფილოს სურვილი . იმ შემთხვევაში თუ ბლაშიკოვსკი მართლაც ტურინში გააგრძელებს კარიერას , სავარაუდოდ გუნდს სიმონე პეპე დატოვებს .

მას შემდეგ რაც მოსკოვის ” სპარტაკმა ” ფელიპე მელოს მიმართ ინტერესი გამოხატა , მისით მიუნჰენის ” ბაიერნიც ” დაინტერესდა . მელო ამ ეტაპზე ” გალათასარაიდან ” ტურინში დაბრუნდა , სადაც არენდის წესით ასპარეზობდა . Tuttosport – ს ცნობით , გერმანელები მზად არიან 8 მილიონი ევრო შესთავაზონ ” იუვენტუსს ” , ბრაზილიელში რომელიც უკვე აღარ შედის მათ გეგმებში . აქვე უნდა აღინიშნოს , რომ თურქები 10 მილიონ ევროს იხდიან , ხოლო მოსკოველები 11.5 – ზე არიან თანახმანი .

გამომდინარე იქიდან , რომ  ” იუვეს ” ტოპ ფორვარდის შეძენა სურს , გუნდის დატოვება ერთი წინახაზის მოთამაშის მოუწევს და როგორც ჩანს ეს ალესანდრო მატრი იქნება .  იტალიელს არ სურს რეზერვში ყოფნა მაშინ როცა კლუბი ან ვან პერსის ან კავანის გაიფორმებს . უპირველესი კანდიდატები ამ ეტაპზე არიან ” ზენიტი ” და ” ფიორენტინა ” . უკვე შემდგომი პოზიციები უჭირავთ ” მალაგას ” და ” ტოტენჰემს ” . მაგრამ გუნდს , რომელსაც სურს საკუთარ რიგებში იხილოს მატრი , მინიმუმ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ , ამაზე დაბალ თანხად მაროტა არცერთ წინადადებას არ განიხილავს .

ამასობაში ” შალკემ ” ოფიციალური წინადადებით მიმართა ტურინულ კლუბს ელჯერო ელიას ტრანსფერთან დაკავშირებით . გერმანელები 7 მილიონ ევროს იხდიან , თავად ჰოლანდიელსაც კარიერის გაგრძელება სწორედ გერმანიაში სურს და არა ინგლისში . უახლოეს რამდენიმე საათში კიდევ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის .

რეტო ციგლერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაჭიანურდა . საქმე იმაშია , რომ იუვენტუსი ითხოვს 5 მილიონ ევროს , მაშინ როდესაც ” ფენერბახჩე ” 3 მილიონს იხდის .

წყარო : Tuttojuve, Calcionews24

5 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება …

    1. რამდენ ტრანსფერსე ჩალიჩობენ ვეგარ გავიგე ესენი მოიყვანონ პერსი ან კავანი დესტრო გასტონი და ერთი კაი მცველი და მორჩა რა :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.