ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის ნაკრების ფეხბურთელების კომენტარები მატჩისშემდეგომ

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი, ანდრეა პირლო გუშინდელ შეხვედრაში საკუთარი თამაშით არცთუ კმაყოფილი დარჩა : “ამაღელვებელი დასასრული იყო, ესპანეთის გოლმა ცოტა არ იყოს შეგვაშინა.წინ პლეიოფის მატჩები გველის, ბოლომდე დავიხარჯებით და წარმატებისთვის ვიბრძოლებთ.ჯგუფიდან გასვლაზე გარკვეულ წინააღმდეგობებს გადავაწყდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გაცილებით კარგად ვითამაშებთ.რაც შეეხება ჩემს თამაშს, უკმაყოფილო ვარ, ცუდი მატჩი ჩავატარე.”

ანტონიო დი ნატალემ გუშინდელ შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო : “მეკარე როცა მოვატყუე, მეგონა პირითი ხაზიდან გოლის გატანას შევძლებდი, მაგრამ ირლანდიელების დაცვა მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ, ძალიან გამიხარდა, როცა ბალოტელიმ და კასანომ გაიტანეს, მათთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა.ძირითადი შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით ნაკრებში არანაირი პრობლემა არ არსებობს, ბოლო ორი წელია სკუადრა აძურა არაერთმა ფეხბურთელმა მიატოვა, მწვრთნელმა ამჯერად არჩევანი ჩემზე შეაჩერა.უკმაყოფილება ? – ზოგჯერ ფორვარდი გრძელ პასებს ვერ იღებს, ეს ნორმალურია.წინახაზელები ბოლომდე კმაყოფილები არასდროს ვართ.ბუფონთან და კასანოსთან ერთად არ მიძინია, ვისხედით და პლეიოფში გასვლის შანსებს ვითვლიდით.ბალოტელის ვუთხარი : გახვალ და გაიტან, 20 წუთი რომც ითამაშო – მაინც.”

მარიო ბალოტელისთვის გუშინდელი შეხვედრა მართლაც გამორჩეული იყო.მიუხედავათ იმისა, რომ ფეხბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, შეცვლაზე შემოვიდა და ევროპირველობაზე პირველი გოლის გატანა შესძლო.ულამაზესი გოლი და გოლის აღნიშვნა, რა თქმა უნდა განსაკუთრებით საინტერესო.მიუხედავათ ლეონარდო ბონუჩის მიერ მიფარებული ხელისა, მარიოს სიტყვები მაინც გასაგები იყო : “Sono tutti figli di p…na” ( ცენზურა )

მატჩის შემდგომ მარიო ბალოტელის მომენტზე ლეონარდო ბონუჩიმაც ისაუბრა : “მარიომ რაღაცის საუბარი ინგლისურად დაიწყო, გავიგე და სწორედ ამიტომ ავაფარე პირზე ხელი.ბალოტელისთან გასახდელში ვისაუბრე, მისი პოზიცია გასაგებია.”

წყარო : Tuttosport

24 thoughts on “იტალიის ნაკრების ფეხბურთელების კომენტარები მატჩისშემდეგომ

  1. ამ ბალოტელის დეროსი ჩმორავს,რატო საინტერესოა..ბონუჩიმაც მიაჩმორა რაგაც ვერააქ კარქათ საქმე

        1. არა ვოლალა ფრანგებისაა… მერე ფინალში გერმანელებს ტრადიციულად შნერ შნერ! უნდა ვაძახებინოთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.