ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიოლა : ” ბოუია არ გახდება ვერატის ტრანსფერის ნაწილი ”

გუშინ იტალიურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია , რომლის თანახმადაც მარკო ვერატის ” იუვენტუსსში ” გადასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო და რომ ტურინული კლუბი ” პესკარას ” ფულთან ერთად უსამ ბოუიას კონტრაქტის 50 % – ს გადასცემდა . თუმცა , დღეს ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია : ” ბოუია არ იქნება ჩართული ვერატის ტრანსფერში ” – აცხადებს მინო რაიოლა Sky Sports – სთან საუბარში : ” ” პესკარას ” რეალურად სურდა ჩემი კლიენტის საკუთარ კლუბში ხილვა , მაგრამ ბიანკონერი არაფრის დიდებით არ აპირებს მასთან განშორებას ” . პოპულარულ აგენტს , რობი ვან პერსის თაობაზეც დაეკითხნენ : ” ვფიქრობ , ამ ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება . ნაკლებად სავარაუდოა ჰოლანდიელს იმ ლიგაში მოუნდეს ასპარეზობა , რომელმაც დაკარგა კონკურენტუნარიანობა . ამიტომ ,  უფრო მეტად არის მოსალოდნელი მისი სხვა ჩემპიონატში გადასვლა ვიდრე იტალიაში ” .

წყარო : Tuttosport

18 thoughts on “რაიოლა : ” ბოუია არ გახდება ვერატის ტრანსფერის ნაწილი ”

  1. ვაა პესკარა -4 დაიწყებს :lool:
    ეს ატალანტა უკვე მეორედ ზედიზედ ოოო აი ეგენი კი მართლა მაგრად უნდა დაესაჯათ მხოლოდ -2 კი არა უარესად უნდა დაესაჯათ

  2. ხალხო გამაგებიეთ რა ხდება რა? იტალიური გაზეთები წერენ გადავიდა ჯოვინკო იუვეშიო. პარმამ ჯერ დაადასტურა ეს ინფორმაცია, მერე უარყო. მალე ალბათ პარანოია დამეწყება. :chuvak: :chuvak:

    1. jერ არ უნდათ შეიძლება რო გაამჟღავნონ ეს ტრანსფერი და მიტო უარყო ალბათ ტორე მაროტამ ჯოვინკოს შანსი უნდა მივცეთო იტალიურ პრესაში წერენ გადავიდა უკვეო და აბა სხვა რა უნდა იყოს? :loool:

  3. იუვემ თვალი ვისაც დაადგა ყველა მაშინ რავა გაძვირდა :givi:

    კავანი 70 მილიონი იგუაინი 150 მილიონად შეაფასა მოურინიომ დარჩა ერთი სუარესი ან (ჯეკო თუ შეიძლება ამას ტოპ ფორვარდი ვუწოდოთ) იმედია სუარეს მოიყვანენ და წინ ჯიოვინკო ვუჩინიჩი სუა შეუტევს კაი თავდასხმა გამოდის :forza: ძამენა დესტრო გაბიადინი და ეგ არი,,,,,, კვალი მატრი გავუშვათ :forza: და დავამატებდი რამირეს ან იოიო აქედან ერთ ერთს :forza:

  4. კარგია თუ სუფთა ფულს გადაიხდიან და ამ ბიჭსაც არ გაასხვისებებნ :) ეს მაგარი უნდა დადგეს წესით :) თან ძაან :) მომავალი იუვენტინოო :) :) :) :forza: :forza: :forza:

  5. არ მოჰყავთ ეს კავანი
    70 მილიონი მაგაში სისულელეა არ ღირს ეხლა მაგდენი და დე ლაურენტისის ხუშტურებს არ დააკმაყოფილებს იუვენტუსი

    1. გეთანხმები დავით 70 ფანტაზიიზს სფეროა მაგრამ მგონია რო სუფთა 40 მილ გაკეთდება,, შენ არ გონია ძმა

        1. აუუუუუუუუუუუუუუუუუ შენ არ მეთანხმები და ეგ დაეთანხმება მაროტას აუ დატკა მაგარი გამიტეხე (ხუმრობით)

  6. კარგია თუ მართლა არ გამოვა პერსის ტანსფერი , ოხონდ კავანი დადეთ ნებისმიერ თანხათ…. იმენა ტრეზეგეზე უკეტესი შედეგი ექნება ………..

  7. ვან პერსიზე როგორ დაგვაიმედა :givi:
    კიდე პერსის იმედი მაქვს, რომ ისურვებს ჩვენთან თამაშს თორე ყველა მისი ტრანსფერის საწინააღმდეგოს იძახის და რა ხდება რა ჯანდაბაა :cry:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.