ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვერატის აგენტი : ” შეთანხმება მიღწეულია ”

Tuttojuve.com – ის ჟურნალისტმა მოახერხა და სასტუმრო ” ჰილტონში ” მარკო ვერატის აგენტი დონატო დი კამპლი გამოიჭირა : ” ვერატი იუვეში ? საქმე უკვე მომთავრებულია ? ( იცინის ) ციფრი ? გთხოვთ , ნუ მაიძულებთ ამ თემაზე საუბარს . თუმცა , შეთანხმება უკვე არსებობს და ამის გამო ყველანი ბედნიერები ვართ “ . მოგვიანებით უკვე დეტალებიც გახდა ცნობილი . საერთო ჯამში ტურინელებს ახალგაზრდა ტალანტი 11 მილიონი ევრო დაუჯდათ . ოასიმ ბუიას კონტრაქტის 50 % პესკარას ხელში გადავიდა , რომელიც თავის მხრივ ტურინელებმა 2.5 მილიონ ევროდ შეაფასეს . პლიუს ამასთან მოკრძალებულ კლუბში ტროასის 50 % იც გადაინაცვლებს , ამ უკანასკნელის შეფასება 1.5 მილიონი ევროა . ეს გახლავთ ავსტრალიელი მოთამაშე , რომელიც გასულ სეზონში არენდით ” ქაისერსპორში ” ასპარეზობდა . ამასთან ერთად იუვე ვერატის სანაცვლოდ , რომელიც საწყის ეტაპზე თანამფლობელობაში იქნება პესკარასთან , გადაიხდის 2 მილიონ ევროს . კონტრაქტში დევს პუნქტი , რომ კლუბი აუცილებლად გამოისყიდის მას სეზონის ბოლოს 5 მილიონ ევროდ . სწორედ აქედან გამომდინარე ფიქსირდება საბოლოო ციფრი 11 მილიონი ევრო . ხვალ დილით , სავარაუდოდ იტალიის დროით 10 საათზე , მარკო ვერატი ოფიციალურად გახდება ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელი .

წყარო : Calcionews24, Tuttojuve, Tuttosport, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

გილოცავთ… იუვენტუსის მომავალია ეს ბიჭი :forza:

Giorgi kasrashvili
12 years ago

გ ი ლ ო ც ა ვ თ…

მაგარი ტრანსფერია იუვენტინოებო :forza: :forza: :forza:

Gio Darja
12 years ago

დარჩება ხო ამ სეზონში პესკარაში ?

delpieronedved
12 years ago

იბრაჰიმოვიჩს რა უტენია

McCa1N
12 years ago

ბოუის 50% რო გაყიდეს მაგრად გამიტყდა … იმედია მერე უკან გამოისყიდიან …

delpieronedved
12 years ago

კაროჩე რა იუვე ისეთ ნაკრებს აკეთებს და ნაკრებს არა მარტო ისეთ კლუბს რომ იტალიაში მალე უკონკურენციო იქნება თუ ასეთი ტემპით გააგრძელეს და მერე ლიგაზეც იდომინირებს მარა ერთი რამ არ მომწონს ამ პრიმავერას ბიჭების იგივე ბოუის და სხვების მარტო ბოუის არა მაგათ უფლებათა პაკეტების ნახევრებს რატომ ყიდიან სებასავით გაძვირდება მერე

ლაშა ცხვარაძე
Reply to  delpieronedved

კაროჩე ჯოვინკოს მერე ერთი მცველი და ერთი ტოპ ფორვარდი გვინდა ცენტრფორვარდი ოღონდ სუარესი მაგარია მარა ეგ ცენტრფორვარდი არაა.
იგუაინი,კავანი ამ ორიდან ერთ-ერთი სუარესი არ მინდა მაგრად რო მოვიდეს ამათ რო ვიყიდით მერე რამირესი და დესტრო ვიყიდოთ დავამთავროთ ტრანსფერები :forza:

delpieronedved
12 years ago

სულ ბობლო ვარიანტი ვან პერსი დავითრიოთ თუ არ მოვა არც კავანი და არც იგუაინი

ლაშა ცხვარაძე

ვერარტი კაია მარა ჩვენი ფეხბურთელების 50% რო ვაძლევთ ეგ არ მომწონს პირდაპირ ფული გადაგვეხადა ჯობდა ეს ახალგაზრდები მაგრები გაიზრდებიან და მერე მაგათ გამოსყიდვასიც ფული უნდა ვიხადოთ :forza:

gura gvinjilia
12 years ago

მეც მაგ აზრის ვარ.. და ალბათ ჯერ ფული არ ყოპნით ყველა ტრანსფერზე და მერე ამათაც ნელნელა დაიბრუნებენ და თან პესკარაში გამოცდილებას მიიღებენ.. თორე მაროტას არ შეეშლებოდა ეგ და არ გაასხვისებდა ისე უბრალოდ მომავალ იუვენტინოებს :)

giortgi
12 years ago

აუ ბრაო მაროტა :love: ყველაზე მაგრად ეს მინდოდა ვერატი იუვეს მომავალია მაგარია უკვე ჩვენი საკუთრება როა და მომავალ სესონდა შემგიერთდება გამცდილებას მიგეს.. მაროტტ ეს გაგძელე ტოპ ფორვარდი და ერთი კაი მცველი და მერე ტიტულებით დატკბებიი :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus:

marchisio8
12 years ago

კიელინიზე ხო არაფერი იცით?გამოტოვებს?

12 years ago
Reply to  marchisio8

გამოტოვებს მგონი

G M
G M
12 years ago

კაიააა !! :modee:

juventino3969
12 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

giorgi papuashvili
12 years ago

კარგია კარგი აბა ახლა ჯიოს მივხედოთ ჯიოს :chuvak: :chuvak: :chuvak: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

little Pirlo
12 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

marchisio8
12 years ago
Reply to  little Pirlo

რა სტატიის შესაფერისი სახელი გაქ :D :forza: :forza: საღოლ საღოლ მაგრად გამისწორდა :juvee:

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x