ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” დესტრო აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს ”

სებასტიან ჯიოვინკო ძალიან მალე მოირგებს იუვეს მაისურს და სავარაუდოდ მის გზას მატია დესტროც დაადგება , რომელიც ძალზედ ესიმპატიურება ტურინის ” იუვენტუსს ” . თუმცა , კონკურენტები ბიანკონერის ასევე სერიოზულები ჰყავს ინტერის და რომას სახით . მიუხედავად ამისა ჯუზეპე მაროტა ოპტიმისტურად არის განწყობილი : ” ჯერ ჯერობით დაკვირვების სტადიაზე ვიმყოფებით , რადგან არ გვაქვს მოლაპარაკებების წარმართვის უფლება . დესტრო მართლაც კარგი ფეხბურთელია და რეალურად შეუძლია საკუთარი მახასიათებლებით , ჩვენი გუნდის გაძლიერება . ჩვენს მიერ შემუშავებული ფილოსოფია მარტივია , იგი მიზნად ისახავს მოტივირებული მოთამაშეების დამატებას . დესტროს კი ყველა ის საჭირო თვისება გააჩნია , რომელიც ჯდება გუნდის მოთხოვნებში . ჯიოვინკო ? არ გამოვრიცხავ , რომ მისი ტრანსფერი უკვე საღამოს ოფიციალურ სახეს მიიღებს ” .

წყარო : tuttosport

20 thoughts on “მაროტა : ” დესტრო აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს ”

  1. შეტევაში დესტრო – ჯოვინკოს დუეტი როგორ წარმოგიდგენიათ??? : )))
    არანაირი ვარსკვლავის ყიდვა, სრული ნდობა დესტროს და ჯოვინკოს :chuk:

      1. რატომ გგონია მასე??? იტალია შენ დაბალი დონე გგონია?? : )
        გასაგებია ლიგა სხვა განზომილებაა, მაგრამ მე ვფიქრობ იუვე მზად არის ახალგაზრდებს ენდოს, მთავარია ბირთვი შეკრულია, იგივე ნახევარდაცვაში ის საოცარი სამეული მშვიდად ყოფნის საფუძველს მაძლევს : )))

  2. დათკა მაგარი სურათია :givi:
    კაია დესტრო….გამიხარდება ამის მოსვლა მაგრამ მხოლოდ ამით თუ ვაპირებთ ლიგაზე მოწინააღმდეგე გუნდის კარის აღებას…… საჭიროა გუნდში 1 მაღალი დონის ფორვარდი რა.

    1. ისე კაია მალე მართლაც ტოპი გახდება დესტრო მომავალიაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

  3. მაგარი პოლიტიკა გვაქ ძალიან. კონტეს და მაროტას ვენდობი ბრმად.კონტემ იცის ვინ რისი გამკეთებელია და ვინ გამოდგება და ვინ არა :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.