შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია…
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ვერატის “იუვენტუსში” ტრანსფერის შესახებ, “პესკარას” ხელმძღვანელობა კატეგორულად უარყოფს ყოველივე ამას და ადასტურებს, რომ ტურინული გრანდი ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც ვერატის შეძენა სურს. ამ თემაზე “პესკარას” დირექტორი ანტონიო მარტინო საუბრობს:“კატეგორიულად უარვყოფ იმას, რომ “იუვენტუსთან” შეთანხმება მიღწეულია. მოლაპარაკებები ჯერ არ არის იმ ფაზაში, რომ ის დასრულებულად ჩაითვალოს. მარკომ “ბიანკონერიში” თამაშის სურვილი გამოთქვა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ის სატრანსფერო ბაზრიდან საერთოდ მოვხსნათ. “ნაპოლი”? მათთან კონტაქტი გვაქვს და ამის უარყოფა არც არასდროს გვიცდია. მოდით, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.” – აცხადებს მარტინო.
წყარო: Football-Italia
აუ ამ ტრანსფერს არ და არ დადგა საშველი ყველასე ნმაგრად მინდა რო ეს იუვეს ფეხბურთელი გახდეს ვერატი რამი ყველა თამასი მაქ ნანახი დიდ მომავალს ვხედავ ჩემი აზრით ამ ბიჯში მაროტა შენი იმედი მაქ რო ამას არავი დაუთმობ ვერატი იუვეში ……..

იუვეში უნდა თამაშირა ნაპოლი
ცენზურა არ იყოს ტოოოოოოო
ბიჭს იუვეში უნდა თამაში და ხელი არ შეუშალოთ