ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Live Ata Hotel …

TuttoJuve.com კვლავინდებურად ყურადღებით აკვირდება მოვლენებს , რომელიც მილანში მდებარე სასტუმრო  Ata Hotel- ში მიმდინარეობს სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლებს შორის . ბიანკონერის მთავარი ინტერესი დღევანდელ დღეს იყო ალბინ ეკდალის საკითხის გარკვევა , რომლის კონტრაქტს ორი კლუბი თანაბრად ფლობს , საუბარია რა თქმა უნდა ” იუვეზე ” და შესაბამისად ” ბოლონიაზე ” . თუმცა , უმთავრესი საკითხი მარკო ვერატი და მატეა დესტროა …

10:35 – ” პესკარამ ” დროებით საერთოდ მოხსნა ტრანსფერიდან მარკო ვერატი . ამიტომ ყველანაირი მოლაპარაკებები ჯერ ჯერობით დაბლოკილია .

10:40 – ბიანკონერის ხელმძღვანელობას სურს გაარკვიოს იმ ფეხბურთელების ბედი , რომლებიც საერთო თანამფლობელობაში იმყოფებიან .

12:20 – სიენას გენერალურმა დირექტორმა სტეფანო ანტონელიმ შემდეგი სახის კითხვებს უპასუხა :

მას შემდეგ რაც დესტროს კონტრაქტის მეორე 50 % – ი გამოისყიდეთ , გქონდათ თუ არა კონტაქტი რომასთან ?

” არა , მათთან არანაირი შეხვედრა არ გაგვიმართავს ” .

დესტრო იმისთვის გამოისყიდოთ , რომ გუნდში დატოვოთ თუ გაყიდოთ ?

” ჯერ ჯერობით ამასთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ ” .

12:35 – ერთმანეთს კალიარის და იუვენტუსის წარმომადგენლები ხვდებიან , რომლებიც ალბინ ეკდალის საკითხს განიხილავენ . ორივე კლუბის მიზანია , თავიდან აიცილონ კონვერტებით  მოთამაშის მომავლის გადაწყვეტა .

12:40 – ამ წუთებში დასრულდა მოლაპარაკება ჯენოასა და სიენას შორის დესტროს საკითხზე . მალე კი განახლდება მოლაპარაკებები ეკდალზე .

14:50 – ოთხი საათი აქვთ კლუბების იმისთვის , რომ გადაწყვიტონ თანამფლობელობაში მყოფი მოთამაშეების ბედი . იუვე დარწმუნებულია , რომ კონვერტებით ეს საკითხი არ გადაწყდება . ვერატისთან დაკავშირებით კი იმის თქმა შეგვიძლია , რომ მოლაპარაკებები ორ კლუბს შორის არ მიმდინარეობს . მარკო ელოდება ტურინელთა წინადადებას . პარატიჩი თავს მშვიდად გრძნობს , მაგრამ ამასობაში ნაპოლი და კონკრეტულად დე ლაურენტისი ერთვებიან თამაშში . დესტრო ? ჯენოა და სიენა კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს , მაგრამ კონკრეტული არაფერია .

16:55 – პესკარას პრეზიდენტის მცირე კომენტარი ვერატისთან დაკავშირებით : ” ვერატით ორი კლუბია დაინტერესებული , ესენი არიან ნაპოლი და იუვენტუსი . თუ რამდენიმე დღის წინ , ფავორიტი იუვე იყო , ეხლა სიტუაცია შეიცვალა . ნეაპოლიტანელები სერიოზულ კონკურენციას უწევენ ბიანკონერის . რაც შეეხება თავად ვერატის , მას უარით ნაპოლი არ გაუშვია . დიახ , მან რამდენიმეჯერ გამოხატა სიმპატია იუვეს მიმართ , მაგრამ არ ავიწყდება ის გარემობაც რომ პროფესიონალია და ბედნიერია დიდი კლუბების ინტერესით . ერთი რამ ფაქტია , მომავალ სეზონს მარკო პესკარაში გაატარებს , თუმცა ტრანსფერი უკვე მომავალი კვირისთვის იქნება განხორციელებული , იმ შემთხვევაში თუ კლუბების ინტერესი ასეთივე იქნება . ყველაფერს უახლოეს ხანებში შეიტყობთ , დავამატებდი მხოლოდ იმას , რომ ფავორიტი ნაპოლია .

17:20 – მომავალ სეზონს , პრიმავერას კაპიტანი ალბერტო ლიბერტაცი ნოვარაში გაატარებს . მოკრძალებული კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია , რომლის მტკიცებითაც ნოვარამ ფეხბურთელის 50 % – ი გამოისყიდა ტურინული გრანდისგან .

17:56 – კალიარი და იუვენტუსი ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ეკდალის საკითხზე . შესაძლოა მათ თანამფლობელობა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივონ .

18:00 – ჯენოას პრეზიდენტი : ” ჩემს გარეშე მატეა დესტრო არსად არ გადავა სიენადან და ამიტომ უმჯობესი იქნება თუ საქმეს ჩემთან დაიჭერთ ” .

სიენას გენერალური დირექტორი : ” ის კლუბები რომლებიც დაინტერესებულნი არიან დესტროთი , ამაზე კონკრეტული რეაგირებები უნდა მოახდინონ . უახლოეს ხანებში ფორვარდის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება . მასსზე პრეტენზიას ჯერ ჯერობით ინტერი , რომა და იუვენტუსი აცხადებენ . სამი გრანდი როგორც ხედავთ . ახალგაზრდა ფორვარდს კი იქ სურს ასპარეზობა სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა და სრულყოფილების საშუალება ექნება . სტრამაჩიონი ან კონტე ან ზემანი , მათ ძალუძთ მისთვის იმის მიცემა რასაც დესტრო ითხოვს . მაგრამ ჯერ ჯერობით უმჯობესი იქნება თუ ყველანი სიმშვიდეს შეინარჩუნებთ ” .

18:27 – კარეზემ ჯუზეპე ჯიოვინკო გამოისყიდა . დეტალებზე ოდნავ მოგვიანებით.

18:36 – მაროტამ ისე დატოვა სასტუმროს ტერიტორია , რომ ჟურნალისტებისთვის ინტერვიუ არ მიუცია .

18:37 – ეკდალი რჩება კალიარის რიგებში .

გთავაზობთ სებასტიან ჯიოვინკოს აგენტის , ანდრეა დ’ამიკოს მცირე ინტერვიუს …

ისტორია ჯიოვინკოსთან დაკავშირებით დასრულებულია , თუმცა კონტრაქტი გასახანგრძლივებელია …
” უახლოეს ხანებში ვისაუბრებთ იუვესთან ამ თემაზე . ჩინებული ურთიერთობა გვაქვს , ამიტომ ვფიქრობ ამ საკითხზე პრობლემებს არ წავაწყდებით ” .

ფეხბურთელი ბედნიერია . კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით , რაიმე გარანტიებს ხომ არ მოითხოვთ ?

” ის მართლაც ბედნიერია და კმაყოფილია შექმნილი სიტუაციით . ვფიქრობ . თანამედროვე ფეხბურთში მას იმის გაკეთება მოუწევს , რასაც ყოველთვის ძალიან კარგად აკეთებდა . სწორედ ამის მერე დაიმსახურებ გულშემატკივრების , პარტნიორების და მწვრთნელის ნდობას . ის რასაც აქამდე აკეთებდი , უკვე წარსულია . ეხლა უკვე აუცილებელია ხარისხის კიდევ უფრო აწევა . მუშაობა და კიდევ უფრო მეტი მუშაობა . სწორედ ასე მოდის შედეგი ” .

18:57 – დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ” იუვენტუსი ” ბრუნო ალვეშის შეძენას გეგმავს . ზენიტში მოთამაშე პორტუგალიელს ჯერ კიდევ იანვარში შეეძლო ბიანკონერიში გადასვლა , თუმცა მაშინ რუსეთში დარჩენა გადაწყვიტა . ეხლა კი როგორც ჩანს ტრანსფერის განხორციელება მეტ ნაკლებად რეალური ხდება . კონტრაქტის მიხედვით ის კიდევ ორი სეზონი უნდა დარჩეს ზენიტში , თუმცა ლუჩანო სპალეტის თავის მხრივ სიმონე პეპეს ხილვა სურს თავისთან , რომელიც 4-3-3 სქემაში იდეალურად ჯდებოდა კონტეს გეგმებში , მაგრამ მას შემდეგ რაც გუნდი 3-5-2 ტაქტიკურ მოდულზე გადავიდა , პეპე თანდათანობით სათადარიგოთა სკამს მიეჩვია  …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

37 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gura gvinjilia
12 years ago

რომას არც უნდა ვერატი და ეს დე ლაურენტისი ხო ყველგან ეჩრება რაა.. და ამათაც რა 2 ზედმეტი მილიონი ვერ გაიმეტეს რაა.. და ეს ალვეში რა ჯანდაბად უნდათ.. თუ მაინც და მაინც არ ყიდულობენ დედეს როლანდო მაინც იყიდონ ეს 31 წლის ალვეში და თან სკანზე კაი რაა… და დედე ან როლანდო რო იყიდონ პეპს ისედაც გაყიდიან და ფულიც მორჩებათ კიდე.. კაი რაა.. და ამ დესტროსაც დააყენონ საშველი..

Di Francesco # 1
12 years ago

I-Lupi
ხო რომას რათუნდა სიმპლისიო ყავთ, ვერატის პოზიციაზე რომას არააქ პრობლემა

delpieronedved
12 years ago

აბა აბა

ლაშა ცხვარაძე
Reply to  delpieronedved

კაი რა თუ ძმა ხარ რა სიმპლისიო კაცი პირლოს მემკვიდრეთაა დასახელებული და მგელი ფეხბურთელია ძაანაც უნდა რომას თვითონ ვერარტის არ უნდა თუ არა ვერარტი იუვეშიი გადმოვა და კიდე დესტროსაც მივაყოლებთ :forza:

gocha udesiani
12 years ago

მოკლედ ორი დღეა არგუმენტად იმას მეუბნებიტ იუვეს ფანიაო :D იყოს მერე იუვეს ფანი მაგით რა როო?? :)) რომას არ უნდა თორე დარწმუნებული ვარ ზემანი დაკერავს :))

iosi shalolashvili
12 years ago

კარგად მიდის სიტუაციები მიაწექი მაროტა :up:

gocha udesiani
12 years ago

რაო დაგახიეს ვერატი? :-P :-P

ლაშა ცხვარაძე
Reply to  gocha udesiani

ვინ დაგვახია კაცურად თქვი :lool:

ლაშა ცხვარაძე

რომამ აგვახია :lool: :lool: :lool: ვერარტიმ იუვეს გულშემატკივარი ვარო თქვა და იუვეს გარდა არცერთი წინადადება არ მაინტერესებსო. და რომამ თუ შეიძლება აგვახიოს ეგ სულ სხვა საქმეა :lool: :lool: :lool: :forza:

delpieronedved
12 years ago

:lool: :lool: :lool: რა რომა იუვეს გარდა ეს სადმეა წამსვლელი :lool: :lool: :lool:

bibobibo
12 years ago

აბა თქვენ იციტ ბიჩებო სეგეწიოთ უპალიიი მე არ ვიციი ხვალ ცოცხალი ვიქნები თუ არა ან ზეგ ეს არ ვიციი ამიტომ კარგატ იყავით გემშვიდობებით სუყველას ცარმატებებს გისურვებტ სუყველას ცხოვრებაშო და ასვეე წარმაეჰებიი იუვეს აბა ტქვენ იციტ :forza: :forza: :forza: :forza:

lasha goshadze
12 years ago
Reply to  bibobibo

რა ხდება?

nika kakabadze
12 years ago
Reply to  bibobibo

??? :chuvak: :mda:

Nachke
12 years ago
Reply to  bibobibo

რა ხდება გვითხარი :roll:

Gio Darja
12 years ago

მცირე ტრავმა აქვს მოტას, ორი დღე დავაკვირდებითო გუნდის ექიმმა თქვა..ჯერჯერობით საგანგაშო არაფერიაო..

d a v i d
12 years ago

მოტამაც ტრამვა მიიღოვო და მართალია? დიდი დანაკლისი იქნება იტალიისთვის ინგლისთან თამაშში :boli:

gocha khalvashi
12 years ago
Reply to  d a v i d

ინგლისს ეშლი იანგი არ ეყოლებათ

delpieronedved
12 years ago

აუ რა ამ ნაპოლის რა მაინც დაითრევს იუვე :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

ძან დიდია :chuvak: არაუშავს

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

გოლსაც თუ გაიტანს კაი იქნებაო არ დაუყოლებია ბოლოს? :chuvak:
მეც მომწონს კასანო მარა უკეთესადაც შეუძლია

Di Francesco # 1
12 years ago

თუმცა ერთი კი შეაგდო

d a v i d
12 years ago
Reply to  Dutch

ახალი რამ უთქვამს ჯიჯის :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago
Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
ჯიჯის ინტერვიუს თუ დადებ კაი იქნება
სალვატორეს გვარს რატო ვერ ვწერ? :lool:

d a v i d
12 years ago
Reply to  Dutch

თუ ვერ დაითრია აგერ ნახე შენ :lool:

d a v i d
12 years ago

ბეპე, რო ვერატი ვერ დაიტრიოს აქ ამბები ატყდება ვუი ვუი ვუი :lool: :lool: :lool: რა ბეპეს ბრალი იქნება თუ ვერ დაითრია? 20 მილიონი თუ მოითხოვეს გადაიხადოს თუ რაა? :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

იტალიის ნაკრების მეკარის სახელს ვწერ და არ იწერება :chuvak:
მესამე მეკარის

Di Francesco # 1
12 years ago

რატო ვერ ვწერ?

giortgi
12 years ago

ეგ გვაქ მართლაც პლიუსი რო ვერატს იუვეში უნდა იმედია ჩვენ დაგვრჩებაა :forza: :forza:

giortgi
12 years ago

ვერატი თუ დათმოო მაგარი გამიტყდებააა რა ამ კაცს უნდა იუვეში თამაში და მაროტა რაგაც გაკეთე შენიიიიიიი :mad: :mad: :mad: :mad:

Samtrediel90
12 years ago

ფავორიტი ნაპოლიაო????????????? მაროტა შენიიიიიიიიიიიიი :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad:

| Newsphere by AF themes.
37
0
Would love your thoughts, please comment.x