ბუფონი : “ორივე ნაკრები დაკარგული პრესტიჟის დაბრუნებას ცდილობს”
ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება : “იტალიის ნაკრების თამაშები 90 – იან წლებში მახსოვს, შესარჩევ ეტაპზე ბრიტანელებს ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ გამარჯვება მოვიპოვეთ.აქამდე მათ წინააღმდეგ მნიშვნელოვან თამაშებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია.იმედი მაქვს, საგოლე მომენტები მრავლად გვექნება და რაც მთავარია, გამარჯვებას მოვიპოვებთ.იტალია დაბალანსებული გუნდია და კუნძულელებთან ჩვენს შანსებს 50 % – ად შევაფასებდი.სკუადრა აძურა, ისევე როგორც ინგლისის ნაკრები, ბოლო წლებში დაკარგული პრესტიჟის დაბრუნებას ცდილობს.“
“გაგვიჭირდა თუ არა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ? – არა, ასე არ ვთვლი.2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში ცუდად ჩატარებული ჩემპიონატის შემდეგ ორი წელია ვცდილობთ შევქმნათ პროექტი, რომლითაც გავახარებთ გულშემატკივრებს, გავიხარებთ ჩვენ და რაც მთავარია, მივაღწევთ წარმატებას.”
“დღეს მოწინააღმდეგე ვიდეო გაკვეთილის საშუალებით უნდა შევისწავლოთ.არ ვიცი, როგორ ემზადება მატჩისთვის ჯო ჰარტი.უეინ რუნი გუნდის ნამდვილი ლიდერია, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ხიფათის შექმნა, ისევე როგორც სტივენ ჯერარდს, ჯონ ტერისა და ეშლი კოულს – მათ იციან გამარჯვების გემო.”
“ანტონიო კასანოს ექსტრავაგანტული თვისებები ძალიან მომწონს, მას თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.ანტონიოს შეუძლია გახდეს ნაკრების ლიდერი, მისი მსგავსი ფეხბურთელი ჩვენთვის დიდი პლიუსია.”
ესპანეთთან და ხორვატიასთან ფრედ დასრულებული მატჩების შემდეგ ჩეზარე პრანდელიმ 3-5-2 ტაქტიკა 4-3-1-2 სქემით შეცვალა და უნდა ითქვას, წარმატებულადაც – რამეთუ აპენინელებმა ირლანდიასთან შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს და პლეიოფში დამსახურებულად გავიდნენ : “ჩვენ გვაქვს ფესვები და ტრადიციები, იტალია ის ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო თასი ოთხჯერ ააფრიალა.სკუადრა აძურას შეუძლია, მოწინააღმდეგეს თავს საკუთარი თამაში მოახვიოს.”
იტალია თას წამოიღებს

პირლომ უნდა ივარგოს და კარგი პასები დაარიგოს როგორც სჩვევია ხოლმე, ისე წინ ვინ იქნება ბალო-კასო თუ კასო-დი ნატალე?
kaso diნო ჯობია ისე
დი ნატალე ცვლილებაზე უკეთ გამოდის

რა ბალოტელი ცუდად გამოვიდა ცვლილებაზე?

წელს იუვეს იტალიის გულშემატკივრებმა უნდა გავიხაროთ ორმაგად

ინგლისთან მთავარია გოლი არ გავუშვათ და მოვიგებთ, 0-0 არაა გამორიცხული
ჯიჯი ამ ევროპაზე ძაან ნერვიულობს, ჰიმნებს რა სახით მღერის ხოლმე დააკვირდით. მთელი არსებით ჩართულია ფეხბურთში. 68 წლის მერე არ მოუგიათ ევროპა და ეგეც მონეტის აგდებით მოიგეს, ასე რომ წელს ძაან დიდი იმედი მაქვს რო მოიგებენ
ფორცა აძური , მიდით ბიჭებო 
წელს შენ უნდა აფრიალო ევროპის თასი ჯიჯი