ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ნიკოლა ლეალის, მაურისიო ისლას, კვადვო ასამოასა და სებასტიან ჯიოვინკოს გაფორმების შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა იმ ფეხბურთელების გასხვისებას ცდილობს, რომელიც გუნდის სამომავლო გეგმებში არ შედიან.ერთ-ერთი პირველი ამ მოთამაშეებს შორის მარკო მოტაა, რომელმაც გასული სეზონი არენდის წესით “კატანიაში” გაატარა.Corriere Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელთა მარჯვენა მცველით ბერგამოს “ატალანტა” ინტერესდება, ეს ის გუნდია, რომელშიც იტალიელმა უკანახაზელმა საფეხბურთო კარიერა დაიწყო.უახლოეს დღეებში ბერგამული კლუბი ოფიციალური წინადადებით მიმართვას გეგმავს, მაროტა კი, თავისმხრივ, ტრანსფერის შედეგად ეიზიკელ სკელოტოს ხელში ჩაგდებას შეეცდება, რომელიც “ატალანტაში” გამოდის და ანტონიო კონტე მისი დიდი გულშემატკივარია.

Tuttosport – ის მტკიცებით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბებერ ქალბატონს ფაბიო კვალიარელა დატოვებს.იტალიელი ფორვარდით ესპანური “მალაგა” ინტერესდება და შეიხი აბდულა ალ ტაინი მზადაა, “ნაპოლის” ყოფილი მოთამაშის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გამოისყიდოს.

ამავე ტუტოსპორტის ინფორმაციით, ელჯერო ელიას “იუვენტუსიდან” წამსვლელთა სიაში წამყვანი პოზიცია უჭირავს.ჰოლანდიელი გარემარბის მიმართ შედარებით რეალურ ინტერესს ბრიტანული “ვესტ ჰემი” იჩენს და მათი მთავარი მწვრთნელი, სემ ელარდაისი მზადაა, ბიანკონერებთან მოლაპარაკებებს თავად ჩაუდგეს სათავეში.თანხა, რომელსაც “ვესტ ჰემი” ელიას სანაცვლოდ იხდის 7 მილიონ ევროს შეადგენს.

Sky Sport 24 მატია დესტროს ტრანსფერის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ავრცელებს.საქმე იმაშია, რომ ბიანკონერები მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელს კონტრაქტი უკეთესი პირობებით შესთავაზონ, ვიდრე ამას მილანის “ინტერი” აკეთებს.ტურინში თამაშის შემთხვევაში ახალგაზრდული ნაკრების წინახაზელის ანაზღაურება 1.5 მილიონი ევრო იქნება, როცა ნერიაძური 1.3 მილიონის შეთავაზებას აპირებს.

წყარო : Calcionews24; Tuttojuve; Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri oqropilashvili
12 years ago

ყოჩახ მაროტა :juvee: :juvee: :forza:

Giorgi kasrashvili
12 years ago

4ვე მშვენიერი ტრანსფერი გაჩარხა მაროტამ. საღოლ…

ეხლა მინდა დესტრო-კოლაროვი და ერთი ტოპ ფორვადი…

წინა ხაზში: ვუჩინიჩი-ჯოვინკო-დესტრო-ტოპფოტვარდი საკმარისია მგონი

ასევე ცენტრში საოცარი ფუფუნება გვაქვს:
პირლო-ვიდალი-მარკიზიო-ასამოა-ისლა

ასევე ფლანგებზე ჯაკერინი-პეპე გვყავს და არ გაუშვან სიმონე რა :loool:

დაცვის ცენტრს რაც შეეხება კასერესი გამოვისყიდეთ? მაგრად მინდა დავიტოვოთ…
ბარძალი-ბონუჩი-კასერესი-კიელინი საკმარისია ცენტრში…
აქეთ ლიხშტაინერი გვყავს ლომი და პლიუს მარტინიც თამაშობს ფლანგს. ხოლო დეჩელიე კარგ ზამენად მიმაჩნია და ძირითადში ერთი კოლაროვი-ვანდერვილი დან ერთ ერთი მინდა რა :loool:

და საბოლოოდ მე ისე გამახარეს კონტე-მაროტამ სებას დაბრუნებით რომ აწი ჩემგან წუწუნს ვეღარ გაიგონებთ. ვინც უნდათ ის მოიყვანონ. მე უკვე სეზონის სტარტს ველოდები… :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

დესტრო მეც მაგრად მევასება ძაან კაი ფეხბურთელია.
ისე ვინმე გამოცდილი თავდამსხმელი თუ არ იყიდეს დიდი რისკია.

fenomeno vero <3
12 years ago

პოგბას არ ყიდულობენ?

fenomeno vero <3
12 years ago
Reply to  Gio Darja

მადლობა :up:

delpieronedved
12 years ago

დესტრო აქედანვე ჯობია კვაისაც და მატრისაც

12 years ago

პერსიაე აღარაფერი ისმის.. : (( რაც ძალიან ცუდია..

Di Francesco # 1
12 years ago

გუნდს თუ არ შეცვლით კაის იზამთ
მემგონი ვინც წაუგებლად მოიგო სერია ა ეკუთვნის ლიგაზე თამაში
ათწლეულების მანძილზე ვერ იგებდით ლიგას და დიდი საქმე 1 წელი კიდე თუ მოიცდით

d a v i d
12 years ago

საღოლ ბეპე მაგარი ტრანსფერები გაჩარხა ჯერ-ჯერობით :up: :love: მილანს აქაც ვჯობივართ :lool: :lool: :lool: სკელოტო რიავიცი აბა თუ გამოგვადგება? ჩემი აზრით თუ მაინც დავითრიეთ გასტონას ტრანსფერში განახორციელებენ მაგას :givi: :forza: კვალი-მატრი უეჭველი მიდიან მემგონი იუვედან :boli:

Shevche
12 years ago
Reply to  d a v i d

მილანს მონტოლივო და აჩერბი, 2 ძალიან კარგი ტრანსფერი აქვს უკვე გაკეთებული! პლიუს ამას ბაკაიე ტრაორე კაცმა არ იცის როგორ გაამართლებს, შეილება არავისზე ნაკლები ჩამშლელი გამოდგეს, თუ ადაპტაცია კარგად გაიარა სერია ასთან…პლიუს ამას 1 ნახევარმცველი უეჭველი მოვა და ყველაზე მთავარი რაცაა შარშანდელ მილანს კასანო და პატო დაემატებათ…ორი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი რომლებმაც 80 პროცენტი შარშანდელი სეზონის გამოტოვეს…ასე რომ არც ისე ცუდადაა მილანში საქმე…

d a v i d
12 years ago
Reply to  Shevche

იუვეს ტრანსფერებს მაინც ვერ შეედრება :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

დავითრიოთ რა დესტრო ! ძალიან მინდა ეგ ბიჭი ტურინში

ლაშა ცხვარაძე

დესტრო მინდა მაგრად :forza:

dito chanturia
12 years ago

ვაა სკელოტო კარგი იქნებოდა მეც მომწონს ეგ ბიჭი რაგაცნაირად კამორანეზისაც კი მაგონებს თავისი მებრძოლი ხასიათით

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x