აპია : “ასამოა იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია”
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი, სტეფან აპია ბრიტანულ პრესასთან ინტერვიუში კვადვო ასამოას ბიანკონერებში ტრანსფერზე საუბრობს : “თუ ფეხბურთელს სურს, რომ ისეთ ტოპ-გუნდში ითამაშოს, როგორიც “იუვენტუსია”, პირველ რიგში მას საკუთარი თავის ნდობა უნდა ჰქონდეს.რთული კონკურენციის პირობებში ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა არც ისე ადვილია.კვადვო ასამოა იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია, ვფიქრობ, ტურინელთა წარმატებაში საკუთარ წვლილს ისიც შეიტანს.იუვე – დიდი გუნდია, კვადვოს კი მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ”. აქვე გეტყვით, რომ განის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბებერ ქალბატონშო 2003-05 წლებში ასპარეზობდა, მან ტურინელთა მაისური 49 – ჯერ მოირგო და ამჯერად 31 წლის ნახევარმცველი სერბულ “ვოევოდინაში” თამაშობს.
იტალიაააააააააააააააააააააააააააააააა
ავოიე