ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი შესაძლოა გერმანიასთან მატჩში დაბრუნდეს

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი მოედანს შესაძლოა 28 ივნისს, გერმანიასთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში დაუბრუნდეს.სკუადრა აძურას მესამე ნომერმა ტრავმა ირლანდიასთან ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მიიღო და ინგლისის ნაკრებთან დაპირისპირება გამოტოვა.სამედიცინო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიელინის რეაბილიტაციის პროცესი ოც დღეს გასტანდა, თუმცა დღევანდელ ვარჯიშზე უკანახაზელმა იმ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა, რომლებსაც გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.ჯორჯომ მსუბუქი გარბენები გააკეთა და ბურთთან ტრეინინგიც ჩაატარა.შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრებთან მატჩი ვარშავაში გაიმართება, ფინალურ დაპირისპირებას კი უკრაინის დედაქალაქი, კიევი უმასპინძლებს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

52 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juventino17
12 years ago

ზუ ხალხო კი კაია მარა ეს ფორმაში როცა არაა ხოლმე სულ დამტვრევაზეა, პირველ თამაშებში მაგარი დებილობები გააკეთა

zura chkheidze
12 years ago

ბონუჩი-ბარძალის დუეტმა იმდენად კარგად ითამაშა, შეიძლება კიელინი ვინმეს ზედმეტადაც მოეჩვენოს ამ ნაკრებში, მარა ჯორჯო მაინც სულ სხვაა, სხვანაირი სული და ქარიზმა აქვს, იცის თანაგუნდელების აყოლიება, ჩემი აზრით, თუ მზად იქნება, პრანდელი ყველა ვარიანტში დააყენებს, მოტაც ძირითადში იქნება ალბათ, მასეთი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი გერმანიასთან აუცილებელი იქნება, ისე გერმანიის სიძლიერე ცოტა გაბუქებულად არ გეჩვენებათ? კიბატონო, მოიგო ყველა თამაში, მაგრამ რომელი იყო გერმენიის მეტოქეებიდან ისეთი სერიოზული გუნდი, როგორიც ინგლისია, ან ესპანეთი? პორტუგალიასთან გულახდილად რომ ვთქვათ, გაუმართლა, არ ქონდა რეალურად მოსაგები, ჰოლანდია საერთოდ დაშლილი და დემორალიზებული იყო, დანიაც მაინცდამაინც გრანდი ვერ არის, ბერძნებმაც იბრძოლეს და ორი გოლიც გაიტანეს, ასე, რომ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ… Read more »

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  zura chkheidze

:up:

Nodari gogaladze
12 years ago

მიდი ჯორჯო შეაჩერე გერმანია :forza: :italy: :italy:

JuventinoToko
12 years ago

კარგით რა, იტალიას თუ კრიტიკა ეკუთვნის და რავი… ასეთი ნაკრები მე არ მახსოვს და თქვენი არ ვიცი… :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
52
0
Would love your thoughts, please comment.x