ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი შესაძლოა გერმანიასთან მატჩში დაბრუნდეს

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი მოედანს შესაძლოა 28 ივნისს, გერმანიასთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში დაუბრუნდეს.სკუადრა აძურას მესამე ნომერმა ტრავმა ირლანდიასთან ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მიიღო და ინგლისის ნაკრებთან დაპირისპირება გამოტოვა.სამედიცინო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიელინის რეაბილიტაციის პროცესი ოც დღეს გასტანდა, თუმცა დღევანდელ ვარჯიშზე უკანახაზელმა იმ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა, რომლებსაც გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.ჯორჯომ მსუბუქი გარბენები გააკეთა და ბურთთან ტრეინინგიც ჩაატარა.შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრებთან მატჩი ვარშავაში გაიმართება, ფინალურ დაპირისპირებას კი უკრაინის დედაქალაქი, კიევი უმასპინძლებს.

წყარო : Football Italia

52 thoughts on “კიელინი შესაძლოა გერმანიასთან მატჩში დაბრუნდეს

  1. ჯილარდინო რომ წაეყვანა მოსაკლავი იქნებოდა პრანდელი, დელ პიერო და ტოტი ეჩუქნა გულშემატკივრებისთვის :lool:

  2. Darja
    მე წავიყვანდითქვა თუარა პრანდელიმ ის წაიყვანა ვინც დაიმსახურა
    უბრალოდ არ მომწონს რო ასეთი კაი ფეხბურთელები ვერ თამაშობენ
    პაცინის იმედი კიდე მაქ, მატრიარელაც გაქაჩავს, დესტრო ვარსკვლავი გახდება და ამ ჯილარდინოს ვერ გავუგე ვერ ქაჩავს არადა ყველაფერი აქ რო გაქაჩოს :chuvak:

  3. ხო გითხარი გასამაზები გამაზეს უკვე მეთქი და ეხლა შეყრიან ყველაფერს გერმანიასთან და მერე ფინალში :chuvak:
    :italy: :italy: :italy: :italy:

  4. 1juve

    ცუდ ფორმაში მყოფი კასანო, გამოუცდელი დესტრო ( ბორინი დესტროზე ნაკლები არაფრითაა თუ არ ჯობია, უბრალოდ გამოცდილება არ აქვს ტერისთან და ლესკოტთან სათამაშოდ და ამიტომაც ზის სკამზე ), რა პაცინი თუ ძმა ხარ ტიპს გოლი ვერ გაატანინეს ინტერში, ბოლო წამებზე პენალი გააცუდა უდინეზესთან ეგეც მახსოვს, ჯილარდინომ 14 თამაშში 4 გოლი გაიტანა და ევროპაზე წაეყვანა ტო ? :lool: :lool: არა ძმაო, პრანდელიმ საუკეთესო ხუთეული შეადგინა, რაც შეეძლო )) ბალოტელის არწაყვანა თვითმკველობა იქნებოდა, დაიმსახურა ამ კაცმა ჯილარდინოზე, პაცინიზე, მატრიზე, დესტროზე მეტად..დი ნატალეს დატოვება უსინდისობა იქნებოდა, 2 წელია ბომბარდირობს და არ დაიმსახურა ამ ფაფხურა ფორვარდებზე მეტად ? ყველას ერთად არ ექნება ნატალეზე მეტი განატანი ბოლო ორ წელში მგონი : ჯილარდინოს, მატრის, პაცინის ვგულისხმობ

  5. შეიძლება ყველაფერს კარგად აკეთებენ მარა გოლი თუ ვერ შეაგდეს რა აზრი აქ?
    პრანდელის თავის მიდგომა აქ და დარწმუნებული ვარ გაამართლებს

  6. რსი რო იყოს გოლის პრობლემა არ იქნებოდა, კასანო არაა სტაბილური შემგდები ბალოტელი ჯერ პატარაა მაინც და ამ დონეზე არცუნდა მოთხოვო თამაში
    ბალოტელი გახდება შეუცვლელი მოთამაშე მარა დღეს ჯობდა ვინმე შემდგარი ფეხბურთელი დაეყენებია მის მაგივრად

    1. რო არ გვყავს მაგი შემდგაი მოთამაშე ეგაა საქმე,არც მატრი,არც პაცინი,არც ქუალია ბალოსნაირი გამოსადეგი არაა… ეგაა რო ცოტა გამოცდილება აკლია თორე ისე კარგია ძაან

      1. შეიძლება გაიგიკვირდეს მარა ჯილარდინო იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი ამ ნაკრებისთვის, მითუმეტეს ფორმაშიც შევიდა
        მა პაცოსაც წავიყვანდი და ამ ბღორინის და ვიღაცეებს დავტოვებდი

        5 ფორვარდი რო მქონოდა ასარჩევად
        1 კასანო 2 ჯილარდინო 3 დესტრო დინატალე 5 პაცინი
        ეს შეტევა უფრო სერიოზულია ჩემი აზრით ვიდრე დღევანდელი

    2. აბა, კარგ ფორმაში მყოფი ჯუზეპე როსი გვყავდეს და ძაღლი არ დაჰყეფდა ჩვენს ბედს )) იგივე კასანო, ოპერაციამდე რა გიჟ ფორმაში იყვნენ შესარჩევზე ეგ და ჯუზეპე..ამათ პლიუს ბალოტელი )) მატრის და პაცინის ეხლა გაუფუჭდათ სამიზნე მაინცდამაინც რა :lool: ბორინი ტყულადაა სამწუხაროდ არ ენდობა საერთოდ, მაგრამ რთულია ეგეთ თამაშებში გამოუცდელს ენდო

  7. ხოო ინგლისს შეტევის თავი არ ჰქონდა, მოგერიებაზე თამაშობდნენ, მთელი თამაში პენალტებზე ვფიქრობდიო ჰოჯსონმა :lool: გერმანია უსერიოზულესი გუნდია, გიჟი დაცვით, მყარი ნახევარდაცვით და შედეგიანი წინახაზით )) როისი თუ დააყენა მითუმეტეს სწრაფია, მე უფრო მიულერი და გომესი დაბრუნდებიან ძირითადში მგონია, პოდოლსკის ისევ სკამზე მოუწევს..დაცვა უნდა იყოს იტალიის მთავარი კოზირი, მხოლოდ კარგი დაცვით და ზონების დაკეტვით შეიძლება ბუნდესნაკრების უძლიერესი გუნდის შეჩერება..

    Henry14

    ინტერში თამაშისას ეგრე კლასი არ ჩანდა მოტას, თან სნეიდერი იყო ნახევარდაცვის ლიდერი შუაში კამბიასო და ეგრე რა )) პსჟ – ში თამაშებს რომ ვუყურებდი იმენა ლიდერი იყო ტიპი, ალაგებდა გუნდს და ტემპს აკონტროლებდა, ნაკრებშიც კარგი პოზიცია მოუძებნა პრანდელიმ ფორვარდების უკან, შესანიშნავი პრესინგი და კარგი მარცხენა აქვს ამ კაცს, გამოგვადგება )) ძალიან მომწონს..

  8. ბალოტელი ფიზიკურად უძლიერესი ფეხბურთელია, ნებისმიერ მცველს გაუჭირდება მასთან თამაში, ძალას ჰმატებს გუნდს, პლიუს ამას საოცრად მონდომებულია და შორიდან დარტყმა შეუძლია )) ჭკვიანად იყო გუშინ და იმედია გერმანიასთანაც ეგრე იქნება..სებას კასანოს ნაცვლად შემოვიყვანდი მეორე ტაიმში, მაგრამ რატომღაც ჯერ დი ნატალეს ამჯობინებდა, ეხლა დიამანტიზე გადავიდა..

    დე როსი ძალიან კლასია ძმაო, ყოველთვის ფორმაშია ტიპი, გუშინ მცირე ტრავმის გამო გაიცვალა იმედია გერმანიასთან დაგვიბრუნდება, მაგის ყვითელი საშინებელა იქნება )) მოტა ალბათ დაბრუნდება ძირითადში, გამოცდილება და კლასი მონტოლივოზე მეტი აქვს ნაღდად..თან რიკარდო პენალტის მერე ფსიქოლოგიურად მთლად კარგად ვერ იქნება ))

    1. კი ძმაა რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს ეგ მაიმუნი შეუცვლელია დღევანდელ ნაკრებში :chuvak:

      და დეროსი ყვითელს ვინ ჯავრობს ჯერ გერმანიასთან ითამაშოს ოღონდ

  9. 1juve
    ძმა გერმანია მასე არ დაგისვავს თავზე როგორც ინგლისს ვეჯექით,ეგ უბედურები ვერ გვიტევდნენ და გერმანია არ ამოგვასუნთქებს და მაგ დროს მოტა ბევრად უფრო პროდუქტიულია დაცვაში…

    ბალომ გასამაზი გამაზა,ეხლა შეაგდებს 1-2 გოლს…

  10. მონტოლივომ რამდენი კაი პასი გააკეთა, ერთი ორჯერ მცველებიც გააბრუა 2-3 კაცში ჩვეულებრივად შედიოდა, შეტევაში მონტოლივო ჯობია და როცა თავს იცავ მოტა, ამიტო გერმანიასთან ვატყობა თავდასაცავათ გვექნება საქმე და მოტა ჯობია :chuvak:

  11. ბუფონმა არა მგონია ყვითელი მიიღოს, ბარძალის, ბონუჩის, კიელინის, დე როსის და ბალოტელის დისკვალიფიკაცია მართლა საშინელება იქნება :blin: ნებისმიერის გარეშე გაგვიჭირდება..ნაკრებში პირველ თერთმეტეულის ხალხს უმეტესობას რთულია შემცვლელი მოუძებნო, ჯორჯოს რომ ტრავმა ჰქონდეს და მცველმა დისკვალიფიკაცია აიკიდოს არ მითხრათ ოგბონა ღირსეულად ჩაანაცვლებსო, ან დე როსის მონტოლივო სათანადოდო :lool: შეიძლება შეცვალოს, მაგრამ სად დე როსი და სად მონტოლივო..

    ისე კი, ნახევარდაცვაში მეოთხე კაცისთვის რა კონკურენციაა..იმედია დე როსი მზად იქნება, მოტა, ნოჩერინო და მონტოლივო გამწარებით ებძვიან ერთმანეთს

    1. მოტა უკონკურენტოა ჩემი აზრIთ,გერმანიასთან ეგ უფრო დაგვჭირდება ვიდრე მონტოლივო,პრესინგი იცის,ზონების დაკეტვა იცის,კლასი აქ და გამოცდილება,მონტოლივომ რა მისი კეთილების იცის :lool:
      იმედია უყვითლებოდ მოვუგებთ გერმანიას თორე გაგვიჭირდება მაგრად ფინალში :chuvak:

    2. ტოლსწორად რო შეეზლოს ნოჩერინოს და დიამანტის მოტად და დეროსის შეცვლა ნოჩერინო და დიამანტი იქნებოდა სასტავში, უბრალოდ ნახევარდაცვიდან ერთერთი რო ამოვარდეს უმტკივნეულოდ შეიძლება ჩანაცვლება, მონტოლივოს მოტაზე ცუდად არ უთამაშია უკეთესად თუ არა
      შეტევაში არცერთი არ მომწონს ამ ბალოტელიმ რამდენი მომენტი უნდა გაანიავოს, კასანოს კიდე სებათი შევცვლიდი

  12. თუ კილინი 100% მზად იქნება სათამაშოდ პრანდელი მას სკამზე არ დასვამს ასე რო მე 3 მცველით ფირობ რო გერმანისათან ეგრე გავალთ ესპანეთთან მშვენივრად ვითამაშეთ როცა 3-5-2 ტაქტიკა იყო :italy:

  13. ბუფონი კიელინი ბალძარეტი ბარძალი ბონუჩი მოტა დეროსი მონტოლივო ბალოტელი…
    ყველას ემუქრება გამოტოვება ფინალის :blin: ფრთხილად უნდა ითამაშონ გერმანიასთან,არადა როგორ გინდა ამ გერმანიას ფრთხილად ეთამაშო

  14. ფინალში გავიდეთ და ყვითლებს ვინ დაეძებს, პირლოს გარდა ყველას ყავს შემცვლელი დაჟე ჯიჯიც რო დაგვაკლდეს სირ%გუ დადგება
    ნახევარდაცვაში ყველა მგელია შეტევაში ყველა ერთნაირია

  15. პრანდელი შეხედავს ბიჭებს რა, ჩემი აზრით 3 ივე იქნებიან… :mrgreen: მაჯო არ გვეყოლება პროსტა და ყვითლებს უნდა ერიდნონ ფინალისთვის. :italy:

  16. მოდეეე ჯორჯოოო,უნდა შევჭამოთ გერმანელი კიბორგები :lool:
    ჯორჯო თუ ჯანზე იქნა შანსი არაა სკამზე არ დასვამს,შეიძლება ისევ 3-5-2 გადავიდეს და ჯობია კიდეც ეგ წყობა ჩემი აზრით :italy: :italy: :italy:

  17. კი გეთანხმებით, შეფასებებით პირლოს 9 ჰქონდა და ბონუჩის 8, ბუფონზე მაღალი ჰქონდა ტიპს, ფორმის პიკშია მიუხედავათ იმისა რომ მხოლოდ 25 წლისაა )) არ გაახარა ინგლისელების შეტევა..შემოგევლე ლეო :love: გერმანიასთან მართლა სჯობია მგონი ბარძალი – ბონუჩი დადგეს ცენტრში, მომავალი სეზონიდან კიდევ საოცარი ტრიო გვყავს უკანახაზში..

  18. კიელინი ყველას გვევასება ბაზარი არაა ჩვენი ხერხემალია! მაგრამ დღეს რო ბონუჩი ფორმაშია მასეთ ფორმამდე კიეს ბევრი აკლია :( ტაკ ჩტო ბონუჩი ბარცალი ძირითადში!!!

    1. გეთანხმები ბონუჩი სასწაულ ფორმაში შევიდა სეზონის მეორე ნახევაში და კიელოს ეს ბოლო 2 ტრავმა ცუდად დაეტყო მაგრამ მაინც უძლიერესია.. მე კიელო და ბონუჩი მგონია უკეთEს ვარიანტად ოღონდ ფინალში და ახლა არ გარისკონ და საერთოდ რამე სერიოზული არ აკიდონ კიელოს.. ჯობს 1 თამაში სკამზე იჯდეს..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.