ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

Mediaset Premium – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მანჩესტერ “სიტის” იტალიელი ფორვარდი, მარიო ბალოტელი მოექცა.რობინ ვან პერსისა და ლუის სუარესის შემდეგ ნატურალიზირებულ იტალიელს ჯუზეპე მაროტას სიაში წამყვანი პოზიცია უჭირავს და შესაძლოა სწორედ სუპერ მარიო გახდეს ანტონიო კონტეს გუნდსთვის ტოპ ფორვარდი.ქალაქელების შემადგენლობაში ბალოტელის ანაზღაურება 3,5 მილიონი ევროა, პაველ ნედვედისა და მინო რაიოლას ( ჩეხის ყოფილი და მარიოს ამჟამინდელი აგენტი ) ურთიერთობამ კი ტრანსფერში შესაძლოა გადამწყვეტილი როლი ითამაშოს.სრულიადში იხილეთ მეტი..

გარდა ბალოტელისა, მაროტა – პარატიჩის დუეტი აქტიურად ცდილობს ლუის სუარესის ტრანსფერის დაჩქარებასა და წითლების ხელმძღვანელობის დაყოლიებას.Tuttosport – ის მტკიცებით, “ლივერპულის” კიდევ ერთი სამიზნე “შალკეს” ბომბარდირი კლანს იანს ჰუნტელაარია, რომლის ნისლიან ალბიონზე გადაბარგებამაც შესაძლოა საბოლოოდ დასვას ურუგვაელის ტრანსფერის საკითხი.იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანელები ჰუნტელაარს, გულფი სიგურდსონს ან ნერიაძურელ ლუკ კასტანიოსს გაიფორმებენ, ბიანკონერები უმალვე გაამზადებენ ოფიციალურ წინადადებას და სუარესის ხელში ჩაგდებას ეცდებიან.

ამავე ტუტოსპორტის ინფორმაციით, დღეს ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა “ატალანტას” ბოსებს შეხვდა და მანოლო გაბიადინის მომავალზე გაისაუბრა.საქმე იმაშია, რომ ტურინელებმა შესაძლოა 20 წლის ფეხბურთელი გაიფორმონ და სათამაშო დროისთვის რომელიმე კლუბში გაგზავნონ არენდით.ახალგაზრდა ფორვარდის ტრანსფერზე ჯუზეპე მაროტას მარჯვენა ხელი, ფაბიო პარატიჩი მუშაობს.

ფრანგული “მონპელიეს” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი, ოლივერ ჟირუ ოფიციალურად გახდა “არსენალის” ფეხბურთელი.ლუკაშ პოდოლსკისა და ჟირუს ტრანსფერებმა შესაძლოა ხელი შეუწყონ რობინ ვან პერსის მეთოფეებიდან აბარგებას, ტურინის “იუვენტუსი” კი მზადაა, ჰოლანდიელ ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზონ.ბიანკონერების ერთ-ერთი კონკურენტი მანჩესტერ “სიტია”, რადგან არაბ შეიხს აქვს პერსპექტივა, ჯუზეპე მაროტას შეთავაზებულ თანხაზე გაცილებით მეტი გადაიხადოს, ტრანსფერში მთავარ როლს თავად ფეხბურთელის სურვილი ითამაშებს.

რაც შეეხება მარიო მანძუკიჩს, “ვოლსბურგის” ფორვარდს მიუნხენის “ბავარიამდე” ერთი ნაბიჯიღა აშორებს.ხორვატის სანაცვლოდ მგლებმა 10 მილიონი ევრო მიიღეს, თავად ფეხბურთელმა კი სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 3,5 მილიონი იქნება.შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირით ტურინის “იუვენტუსიც” ინტერესდებოდა.

წყარო : Tuttojuve, Tuttosport, Calcionews24

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

40 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

ბალოოო მოდი იუვეშიიი :forza:

giorgi
12 years ago

შეıლება ცუდı ხასıათı ქონდეს მაგრამ კარგı ფეხბურთელıა მგონı პıრლო და მıრკო ამას ბევ გოლს გაატანıნებენ…მıთუმეტეს მებრძოლı ფეხბურთელıა…

juventino3969
12 years ago

აუ ეს არა რა
:blin:

Di Francesco # 1
12 years ago

დირიჟორი კი გვყავს და ერთი მევიოლინე გვინდა :chuvak: მე ვიცი ერთი ძან ნიჭიერია მარა ისე ბერდება ვერსად ვერ გამოიჩინა თავი იუვეში გაქაჩავს მემგონი 29 ჯერ

Di Francesco # 1
12 years ago

29 წლისაა

delpieronedved
12 years ago

ვინაა?

kirsona
12 years ago

ასაკის მიხედვით და სავარაუდოდ იტალიური წარმომავლობის მიხედვით დიამანტის გულისხმობ ხო??? :)

Zura Makhachadze
12 years ago

მაგრად მომწონს ბალოტელი და ძაან მინდა რო იუვეში ითამაშოს:)) კონტე მიხედავს მაგდენს ვეღარ გამაზავს:))))) მაგრამ არამგონია რომ ეგ ტრანსფერი შედგეს

SHOTA CINADZE
12 years ago

ბალოტელიი რატ გვინდაა მაზავცჰკიაა მაგარიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :down: :down: :down: :down: :down: :down: :down:

SHOTA CINADZE
12 years ago

სუარესი ვან პერსიი და ვუცჰინიცჰიი მაგარიი ტრიოო იქნებაა იმენაა ტავდასხმასჰიი ეს სამიი ფორვარდიი ბევრ გოლებსს შეყრიიისს ..ესენიი მოიყვანონნ დაა დაგვერაკოსს მერეე ნალუბოი გუნდიიი … :forza: :forza: :forza: :forza: :love: :love: :love: :up: :up: :up:

| Newsphere by AF themes.
40
0
Would love your thoughts, please comment.x