ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალვეშის მამა : “იუვენტუსი” იდეალური ვარიანტია”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, ბრუნო ალვეში შესაძლოა სულ მალე ბიანკონერების წევრი გახდეს, ამის შესახებ ფეხბურთელის მამა, ვაშინგტონ ალვეში Tuttosport – თან ინტერვიუში იუწყება : “ჩემი შვილი გასულ წელს “იუვენტუსში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა.თუ გუნდები მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებენ, ბრუნო ტურინში სათამაშოდ სიამოვნებით გადავა.მას სურს ძალები დიდ გუნდში მოსინჯოს, ბებერი ქალბატონის მაისური კი იდეალური ვარიანტია”. აქვე გეტყვით, რომ 30 წლის უკანახაზელი ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და ესპანეთთან ნახევარფინალური შეხვედრისთვის ემზადება.იგი რუსულ “ზენიტში” 2010 წლიდან გამოდის, ჩრდილოელებს მისი შეძენა 22 მილიონი ევრო დაუჯდათ.

წყარო : Football Italia

20 thoughts on “ალვეშის მამა : “იუვენტუსი” იდეალური ვარიანტია”

  1. რამე ახალი არაა იუვეს თავს?

    ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის კენჭისყრას როგორ შეაფასებთ ქართული კლუბებისთვის? ზესტას აქ შანსი რო აზერებს რო გაცდეს…

  2. Darja
    მასე მკაცრად არ ყოფილა რო თუ თემას არ ეხება სხვა არუნდა დაიწეროს, ნებისმიერ სტატიაზე შედი და ერთს თუ მაინც ნახავ სადაც ყველა კომენტარი სტაიას ეხება მაშინ კიდე კაი
    ნორმალურად თუ იტყვი ყველა გაითვალისწინებს მითუმეტეს როცა ყველა აკეთებს ერთი არ უნდა გამოარჩიო

  3. 1juve

    შეძლებისდაგვარად ვცდილობთ წავშალოთ ეგეთი კომენტარები, ამიტომ რადგან ხშირი მომხმარებელი ხარ თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება )) გადავიდა გადავიდამ ოფიციალური ინფორმაცია არაა ჯერ მაინც..

  4. Darja
    ხო მარა ბარძალის გამო ყველაზე თავი ხო არ შევიკავოთ
    ბარძალის დროს სულ სხვა სიტოაცია იყო ახლა კიდე აწყობილი გუნდია და დიდი შანსია ალვეშს საერთოდ შანსი არ მიეცეს

  5. 1juve

    ბარძალიზეც იგივეს იძახდა აქ 80 %, ამიტო თავს შევიკავებდი თქვენს ადგილას ნაადრევი დასკვნებისგან ))

    და კიდე, ყველაფერს ნუ წერ რაა, რა შუაშია ამ სტატიასთან მანძუკიჩი..ფლუდაობ 24 საათი ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.