სატრანსფერო ჭორები და სიახლეები
Mediaset Premium – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მანჩესტერ “სიტის” იტალიელი ფორვარდი, მარიო ბალოტელი მოექცა.რობინ ვან პერსისა და ლუის სუარესის შემდეგ ნატურალიზირებულ იტალიელს ჯუზეპე მაროტას სიაში წამყვანი პოზიცია უჭირავს და შესაძლოა სწორედ სუპერ მარიო გახდეს ანტონიო კონტეს გუნდსთვის ტოპ ფორვარდი.ქალაქელების შემადგენლობაში ბალოტელის ანაზღაურება 3,5 მილიონი ევროა, პაველ ნედვედისა და მინო რაიოლას ( ჩეხის ყოფილი და მარიოს ამჟამინდელი აგენტი ) ურთიერთობამ კი ტრანსფერში შესაძლოა გადამწყვეტილი როლი ითამაშოს.სრულიადში იხილეთ მეტი..
გარდა ბალოტელისა, მაროტა – პარატიჩის დუეტი აქტიურად ცდილობს ლუის სუარესის ტრანსფერის დაჩქარებასა და წითლების ხელმძღვანელობის დაყოლიებას.Tuttosport – ის მტკიცებით, “ლივერპულის” კიდევ ერთი სამიზნე “შალკეს” ბომბარდირი კლანს იანს ჰუნტელაარია, რომლის ნისლიან ალბიონზე გადაბარგებამაც შესაძლოა საბოლოოდ დასვას ურუგვაელის ტრანსფერის საკითხი.იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანელები ჰუნტელაარს, გულფი სიგურდსონს ან ნერიაძურელ ლუკ კასტანიოსს გაიფორმებენ, ბიანკონერები უმალვე გაამზადებენ ოფიციალურ წინადადებას და სუარესის ხელში ჩაგდებას ეცდებიან.
ამავე ტუტოსპორტის ინფორმაციით, დღეს ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა “ატალანტას” ბოსებს შეხვდა და მანოლო გაბიადინის მომავალზე გაისაუბრა.საქმე იმაშია, რომ ტურინელებმა შესაძლოა 20 წლის ფეხბურთელი გაიფორმონ და სათამაშო დროისთვის რომელიმე კლუბში გაგზავნონ არენდით.ახალგაზრდა ფორვარდის ტრანსფერზე ჯუზეპე მაროტას მარჯვენა ხელი, ფაბიო პარატიჩი მუშაობს.
ფრანგული “მონპელიეს” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი, ოლივერ ჟირუ ოფიციალურად გახდა “არსენალის” ფეხბურთელი.ლუკაშ პოდოლსკისა და ჟირუს ტრანსფერებმა შესაძლოა ხელი შეუწყონ რობინ ვან პერსის მეთოფეებიდან აბარგებას, ტურინის “იუვენტუსი” კი მზადაა, ჰოლანდიელ ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზონ.ბიანკონერების ერთ-ერთი კონკურენტი მანჩესტერ “სიტია”, რადგან არაბ შეიხს აქვს პერსპექტივა, ჯუზეპე მაროტას შეთავაზებულ თანხაზე გაცილებით მეტი გადაიხადოს, ტრანსფერში მთავარ როლს თავად ფეხბურთელის სურვილი ითამაშებს.
რაც შეეხება მარიო მანძუკიჩს, “ვოლსბურგის” ფორვარდს მიუნხენის “ბავარიამდე” ერთი ნაბიჯიღა აშორებს.ხორვატის სანაცვლოდ მგლებმა 10 მილიონი ევრო მიიღეს, თავად ფეხბურთელმა კი სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 3,5 მილიონი იქნება.შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირით ტურინის “იუვენტუსიც” ინტერესდებოდა.
წყარო : Tuttojuve, Tuttosport, Calcionews24
ბალოოო მოდი იუვეშიიი
შეıლება ცუდı ხასıათı ქონდეს მაგრამ კარგı ფეხბურთელıა მგონı პıრლო და მıრკო ამას ბევ გოლს გაატანıნებენ…მıთუმეტეს მებრძოლı ფეხბურთელıა…
აუ ეს არა რა

დირიჟორი კი გვყავს და ერთი მევიოლინე გვინდა
მე ვიცი ერთი ძან ნიჭიერია მარა ისე ბერდება ვერსად ვერ გამოიჩინა თავი იუვეში გაქაჩავს მემგონი 29 ჯერ
29 წლისაა
ვინაა?
ასაკის მიხედვით და სავარაუდოდ იტალიური წარმომავლობის მიხედვით დიამანტის გულისხმობ ხო??? :)
მაგრად მომწონს ბალოტელი და ძაან მინდა რო იუვეში ითამაშოს:)) კონტე მიხედავს მაგდენს ვეღარ გამაზავს:))))) მაგრამ არამგონია რომ ეგ ტრანსფერი შედგეს
ბალოტელიი რატ გვინდაა მაზავცჰკიაა მაგარიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

სუარესი ვან პერსიი და ვუცჰინიცჰიი მაგარიი ტრიოო იქნებაა იმენაა ტავდასხმასჰიი ეს სამიი ფორვარდიი ბევრ გოლებსს შეყრიიისს ..ესენიი მოიყვანონნ დაა დაგვერაკოსს მერეე ნალუბოი გუნდიიი …
