სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 28 ივნისი
საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის.იტალიური პრესის ცნობით, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა, მატია დესტრომ მილანის “ინტერისა” და დედაქალაქური “რომას” შემოთავაზებებზე უარი განაცხადა და აქვე დასძინა, რომ კარიერის გაგრძელება ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში სურს.ოფიციალურად ამ ინფორმაციას არც რომელიმე ინტერვიუ და არც კლუბები არ ადასტურებენ, მაგრამ ფაქტია, დესტროსთვის აპენინებზე დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, ბიანკონერებს კი ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავთ.სრულიადში იხილეთ მეტი..
ბოლო დღეებში ტურინის “იუვენტუსის” მარიო ბალოტელისადმი ინტერესის შესახებ ბევრი დაიწერა, თუმცა ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ უარყო და განაცხადა, რომ ნატურალიზირებული იტალიელი ნისლიანი ალბიონის დატოვებას არ აპირებს : “მარიო ბალოტელი იტალიაში დაბრუნებას მანამ არ აპირებს, სანამ კლუბების ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება.მითუმეტეს, ქალაქელები მის გაყიდვას არ გეგმავენ.უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ახლა სერია A – ში გადაბარგებაზე უარს განაცხადებენ.მართალია, ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ამ საკითხზე ჯერ არც რომელიმე კლუბთან და არც თავად მარიოსთან არ მისაუბრია.”
მანოლო გაბიადინი სულ მალე სავარაუდოდ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება.ბიანკონერები ახალგაზრდა ფორვარდის უფლებათა პაკეტის 50% – ს შეიძენენ და არენდის წესით რომელიმე კლუბში გაანათხოვრებენ : “საუბარია უდიდეს გუნდზე.მანოლოს ტურინში ტრანსფერი – რეალურია, სამწუხაროდ, დაინტერესებულ მხარეეთა მოსაზრებები ბოლომდე არ ვიცი.ფეხბურთელი მშვიდადაა, იგი ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები.ნებისმიერ შემთხვევაში, გაბიადინი მზადაა, გახდეს “იუვენტუსის” ფეხბურთელი და გამოცდილების დასაგროვებლად რომელიმე კლუბში გადაბარგდეს.ბოლონია ? – არაფერი მსმენია.” – ციტირებს 20 წლის ფორვარდის აგენტის სიტყვებს Tuttosport.
გაბიადინის თაობაზე კომენტარი “ატალანტას” გენერალურმა დირექტორმა, პიერპაოლო მარინომაც გააკეთა : “მოლაპარაკებები მანოლოს თაობაზე ტურინელებთან მართლაც მიმდინარეობს, ოღონდ კონკრეტული ჯერ არაფერია.კარგად უნდა გავაანალიზოთ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ბებერი ქალბატონი სანაცვლოდ გვთავაზობს.გარდა ამისა, ჩვენ გაბიადინის ვენდობით და არ გვსურს მისი უფლებათა პაკეტი სრულად გავყიდოთ, 50% – ის გასხვისება საუკეთესო ვარიანტია.პელუზო ? – მისი ტრანსფერი დასასრულთან ახლოს იყო, თუმცა ჯოვინკოს გადასვლამ შეაფერხა.იმ შემთხვევაში, თუ ტურინელებს ისევ გაუჩნდებათ მოლაპარაკებების სურვილი, ჩვენ მზად ვართ.”
ტურინის “იუვენტუსი” მაღალი დონის ფორვარდის ძიებაშია.ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაოა, თუმცა ესპანელები მის დათმობას ადვილად არ აპირებენ.ჯუზეპე მაროტა გეგმავს, დიეგო სიმეონეს კლუბს 35 მილიონი გადაუხადოს და პლიუს ამას ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფელიპე მელოს უფლებათა პაკეტიც დაუთმოს, გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი წინადადების სანაცვლოდ მადრიდელები ფალკაოს გაშვებას დათანხმდებიან.
მომავალ კვირას ბიანკონერების ახალწვეულის, პოლ პოგბას პრეზენტაცია იგეგმება.შეგახსენებთ, რომ ფრანგი ვუნდერკინდი ტურინში მანჩესტერ “იუნაიტედიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია.სასიამოვნო ნიუსია ისიც, რომ ნახევარმცველი ანტონიო კონტეს გუნდთან ერთად შატილონეში ჩაატარებს შეკრებას.
წყარო : Tuttojuve; Calcionews24; Tuttosport
1ჯუვე 11მეტე ფეხბურტელი სად წაიყვანე იტალიის რომელსაც მონტოლივო ქვია ტუ იტალიას 10 კაციტ ატამასებ :D:D:D:D::DD:

აბა 11 კაცით რო მოვუგებთ მაგი ყველამ იცის, ცოტა აზრი რო მიეცეს თამაშს 10 კაცით ვთამაშობთ
delika
დიამანტი სად ნახე?
იტალია: ბუფონი, აბატე, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, მარკიზიო, პირლო, დე როსი, მონტოლივო, ბალოტელი, დიამანტი…….. opicialuri
——————————ჯიჯი—————————–
ბალძარეტი————ბარძალი————-ბონუჩი———–კიელინი
——-დეროსი—————-პირლო————-მარკიზიო——–
——————–ბალოტელი——-კასანო———————-
ერთი სული მაქვს როდის დაიწყება, ვეღარ ვითმენ, წარმატებები!!!!!

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია?
ფალკაო იდეალური ვარიანტია!!! მაგრამ მეეჭვება
იუვენტუსი: 23 მილიონი და კრასიჩი ჯეკოს სანაცვლოდ
ავტორი: matekhoperia | დღეს, 20:08, კატეგორია – მთავარი ამბები, ახალი ამბები, იტალია, იუვენტუსი
“ბებერი ქალბატონი” ამ ზაფხულს გრანდიოზულ ტრანსფერს გეგმავს.
როგორც სერბული პრესა იუწყება, ტურინის იუვენტუსი მანჩესტერ სიტისთან აპირებს დაკავშირებას ედინ ჯეკოს თაობაზე. ბოსნიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელები 23 მილიონ ევროს პლუს მილოშ კრასიჩს იხდიან.
აღსანიშნავია, რომ ადრე კრასიჩით რუსული და ინგლისური კლუბები ინტერედებოდა, თუმცა მან. სიტი მათ შორის არ ყოფილა. ადმინ არ დამადო ბანიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

23 მილიონი მენანება
მეც თან კრასიჩი

მე იმენა 23 მილიონი
იუვე – ბავარიაზე რას ფიქრობთ?
საინტერესო რამ არაფერი არ ხდება იუვეს თავს?
ვინ იქნება ის იღბლიანი ტოპ ფორვარდი ნეტა? ვის გაუღიმებს ბედი იუვეშI რო ითამაშოს
ზოგადად ძალიან კარგად მიყავს იუვეს ხელმძღვანელობას სატრანსფერო პოლიტიკა, ყველა, ვინც მოვიდა გუნდში, ნამდვილად გამოგვადგება მომავალი სეზონისათვის, რომელიც გაცილებით რთული იქნება, ვიდრე წინა, ისლა, ასამოა, ჯოვინკო, პოგბა, ყველა ძალიან კარგია, დესტრო და ვერატიც რომ დაემატოს ამათ, მომავლისათვის ფაქტიურად უძლეველ გუნდს ჩაეყრება საფუძველი, ფალკაო სერიოზული ვარიანტია, მაგრამ ცოტა არარეალური მგონია, 35 მილიონი კი ღირს ისე, ბალოტელის გადმოყვანაც რთული იქნება, ისე კი გაასწორებს, კონტე მოუვლის მაგას, ალბათ უფრო სუარესი–ვანპერსიდან მოვა რომელიმე, თუ რეალმა ტევესი იყიდა, ამბობენ 30 მილიონს სთავაზობსო, მაშინ იგუაინის გადმობირებაც რეალური გახდება, რაც ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტია, ერთი მარცხენა მცველიც და გუნდი დაკომპლექტდება…
ფალკაო მაგარია ტო. ღირს 35 და მელო
არა ეგ ზაან ზვირიაა..35მილიონი და კიდე მელოო მარტლა ზვირია.რადგან მაგ ფასად სჰეიზლება 2კარგი ტავდამსხმელის სჰეზენა ტუნდაც სუარესი და ჰიგუაინი ან კიდე ვანპერსიი
არც სუარესს, არც პერსის და არც იგუინს 30-35 მილიონზე ნაკლებად არავინ მოგვყიდის..
ვიპოვე დრო რომ ისევ შემოვსულიყავი ჩემი გუნდის საიტზე მე სატრანსფეროსეზონი მომწონს,ლეალი პოგბა,ისლა ასამოა,ჯოვინკო თვალს აკლია ერთი ფორვარდი რომელიც ერთერთი მთავარი დამრტყმელი ძალა უნდა გახდეს
მიდი რა მაროტა ამ ერთხელ გაიმეტე და გადაიხადე ფალკაოში იმდენი რამდენიც საჭიროა
აუ ეგ ტრანსფერი როგორ გაასწორეებს

იტალია: ბუფონი, აბატე, კიელინი, ბონუჩი, ბალძარეტი, მარკიზიო, პირლო, ნოჩერინო, მოტა, ბალოტელი, კასანო.
ფალკაო რო მოიყვანონ აი რავიცი რა :D 2 ცელი ტრანფერზე ხმას არ ამოვიგებ :D:D

ფალკაო მოვიდეს
დაიტოვოს აურელიომ ედიშერა თუ ფალკაო მოვა 
ვა ფალკაო ყველაზე კაი ვარიანტი მემგონი
I-Lupi
ჯერ ერთი დესტროს ერთი თამაშიც არ გექნება ნანახი, მეორეც ცოტა სამარცხვინოდ მეჩვენება რომას ფანი იუვეს საიტზე შემოდიოდეს და ცინიკურ კომენტარს წერდეს, 4-0 მაინც გაიხსენეთ ბოიანებით და კასეტებით რომ არის გუნდი სავსე
სხვათაშორის, პრესას მაინც გაეცანი, იუვეს და ინტერის პირველი კონკურენტი დესტროსთვის ბრძოლაში რომაა
მარტო 4-0 რო/??? :D 3-0 თასზე :D
თასის თამაში რომას ისტორიაში ყველაზე დიდი შავი წერტილია
ზედიზედ ორი პასი არ გაუკეთებიათ ტიპებს
ნუ 4-0 – ზე მეფე არტურის რისხვამ შეიწირა ჯილაროსი..
ეხა მაგ 2 თამაშს ძაან დიდი სიამოვნებით გადავავლე თვალი
შენ რა იცი მე რას ვუყურებ და რას არაა? : ) ბევრი თამაშI მინახია მე მაგისი და არ ვთვლი ტოპ ფორვარდათ :) და რა არის ამაშI ცინიკური კომენტარი? : ) და საერთოდაც რა შუაშია აქ 4-0 : ) ეგ ის პონტია, ადმიანმა რო არ იცის რა უნდა თქვას (ამ შემტხვევაშI დაწეროს) და წარსულს მიახტება :D და მე სად შევალ და სად რას დავწერ ეგ შენი საქმე ნაკლებად არის : ) ცენზურას ვიცავ და ჩემს აზრს გამოვხატავ :)
ფალკოი მინდა ფალკო ფალკო ფალკო

I-Lupi

რომამ ოსვალდო რო იყიდა ტოტის შემცვლელი გეონათ და დესტროს ტრანსფერი რატო არუნდა გაგვიხარდეს 21 წლამდელების ლიდერია კაცი, იტალიის ერთერტი მომავალია
სასიხარულო ინფორმაცია რატო არის ვითომ ტურინელ Gულშემატკივრებისთვის დესტროს გადმოსვლა? :D:D:დ სასიხარულო ის უფრო იქნებოდა ფალკაო , კავანი ან სხვა ტოპ ფორვარდი რო მოყავდეთ : )
აუ ფალკაო მოიყვანონ და უკან აიწეპოს კავანი დე ლაურენტისმა
ფალკაო ყველაზე მაგრად მინდა ((