ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : ” ” იუვენტუსი ” დაინტერესებულია რამირესით ”

ტურინის ” იუვენტუსის ” ინტერესი გასტონ რამირესის მიმართ არ გამქრალა და ამას ურუგვაელი ტრეკუარტისტას საფეხბურთო აგენტიც ადასტურებს : ” მქონდა თუ არა შეხვედრა ხუთშაბათს ბიანკონერის წარმომადგენლებთან ? ეს ტყუილია , თუმცა დავადასტურებ იმ ფაქტს , რომ რამირესით ბიანკონერი სერიოზულად არის დაინტერესებული , თუმცა რაიმე კონკრეტულის თქმა ჯერ ჯერობით შეუძლებელია . აქვე უნდა აღინიშნოს , რომ ” ვოლფსბურგი ” ჯერ ჯერობით ერთადერთი კლუბია , რომელიც კონტაქტზე გამოვიდა და ბოლონიას წარმომადგენლებთან დებატებს მმართავს “ . კულუარებში საუბრობენ , რომ ბოლონიელებმა ურუგვაელი 20 მილიონ ევროდ შეაფასეს : ” მისი ფასი ? ამაზე საუბარი არ მიყვარს . ფაქტია , რომ უდაოდ მაღალი შესაძლებლობების მოთამაშეზე ვსაუბრობთ , რომელიც ეხლა იწყებს საკუთარ კარიერას . მას ჯერ კიდევ წინ აქვს ყველაფერი . აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ მისი კონტრაქტის 30 % – ს ” პენიაროლი ” ფლობს , მაგრამ ვფიქრობ თუ რომელიმე კლუბი რეალურად გადაწყვიტავს მის შეძენას , მაშინ სატრანსფერო ფასსზე პრობლემები არ შეიქმნება ” .

წყარო : tuttosport


5 thoughts on “აგენტი : ” ” იუვენტუსი ” დაინტერესებულია რამირესით ”

  1. ეს მინდა და კიდევ ლუის სუარესი, კოლაროვი, ნაინგოლანი, ჰუმელსი და დესტრო და მერე თუნდაც დახურონ სატრანსფერო ფანჯარა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.