ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული კაპიტანი, ალესანდრო დელ პიერო მის მომავალს უახლოეს 15 დღეში გაარკვევს.37 წლის ფორვარდს ბებერ ქალბატონთან კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისს დაუმთავრდა და ისღა დარჩენია, კარიერის გასაგრძელებლად სხვა რომელიმე კლუბთან გააფორმოს ხელშეკრულება.ყველაზე რეალური ვარიანტი ბრაზილიური “ფლამენგოა”, რომელიც რონალდინიოს შემცვლელს ეძებს და დელ პიერო მართლაც იდეალური კანდიდატია, თუმცა უსაქმოდ ყოფნას არც “მალაგას” არაბი შეიხი აპირებს და მზადაა, ლეგენდარულ ათიანს სოლიდური ხელფასი შესთავაზოს.სრულიადში იხილეთ მეტი..

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით შეიტყობდით, ბებერი ქალბატონის სერიოზულ ინტერესს ნერიაძურის აწ უკვე ყოფილი მცველის, ლუსიოს მიმართ.მართლაც, Sky Sport – ზე დაყრდნობით, ბრაზილიელის აგენტთან კონტრაქტის დეტალები უკვე მოგვარებულია და უახლოეს დღეებში ( თუ არა უახლოეს საათებში ) 34 წლის ვეტერანი ტურინელებთან პროფესიონალურ ხელშეკრულებას გააფორმებს.ლუსიო ტურინში 2 წელს დაჰყოფს, ყოველწლიურად კი მისი ანაზღაურება 2,2 მილიონი ევრო იქნება.

რაც შეეხება ალექსანდრ კოლაროვს, მის უფლებათა პაკეტზე აპენინებზე დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.ნისლიან ალბიონზე სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილო სერბი მანჩესტერ “სიტის” დატოვებას აპირებს და იტალიაში დაბრუნება სურს.განსაკუთრებულ ინტერესს მარცხენა ფლანგელის მიმართ მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი” არიან, რომლებიც მზად არიან კოლაროვის სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადონ.ტრანსფერში სავარაუდოდ გადამწყვეტ როლს თავად ფეხბურთელის სურვილი ითამაშებს, ბიანკონერებში სურს კარიერის გაგრძელება თუ, ნერიაძურიში.

იტალიური პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა კვლავაც მატია დესტროს მომავალია.დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, U21 ნაკრების ლიდერისთვის ბრძოლაში “მილანიც” ჩაერთო, მაგრამ რამდენად დროულია როსონერის ინტერესი, მეორე საკითხია.მთავარ კანდიდატებად კვლავ ტურინის “იუვენტუსი”, მილანის “ინტერი” და დედაქალაქური “რომა” რჩებიან, არაა გამორიცხული, ყველაფერი ბრმა აუქციონის წესით გაირკვეს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zauri kekelidze
12 years ago

არა ლუსიო ზმა სკამს გახეხავს …ტურინის დაცვა ხელსჰეუხებელი იქნება ბარზალი ბონუცჰი კიელინი

Di Francesco # 1
12 years ago

zura-1982
ასამოა მემგონი უკვე ნაყიდი ყავთ
თავდამსხმელი ყველა უნდათ მარა ჯერ კონკრეტული არაფერი არაა, დესტროსთან არიან ყველაზე ახლოს და გაბიადინთან

giorgi
12 years ago

ჯოვıნკო ალექსıს შემცვლელıა? :blin: კაıთ რააა.. რაც შეეხება ლუსıოს ტრანსფერს მე პıრადად ეგ მცველı არ მევასება აპასნı მცველıა ıმენა პენალტზე ტამაშობს.. და კıდევ ავტოგოლებსაც თუ არ ჩავთვლıთ. და ვıს აგდებს სასტავıდან დე ჩელıეს? რაღაც არამგონıა მაგან პაულოზე მეტı ıრბıნოს..მარცხნıვ კıელıნı სჰუა ლეო და ლუსıო და მარჯვნıვ ბარძალı ეგააქ სქემაშı კონტეს!

Di Francesco # 1
12 years ago

zura-1982
მე არ მითქვია რო ჯოვინკო ღირსეულად შეცვლს უბრალოდ თუ ვინმეს შეიძლება ქონდეს პრეტენზია 10 ნომრიან მაისურზე პირველი არი ჯოვინკო, ყველაფრიდან გამომდინარე

zura-1982
12 years ago

თუ ძმა ხარ რის გათვალისწინებით უნდა ქონდეს პრეტენზია???? კარგი მოვრჩეთ მაგაზე… შენ ის მითხარი ასამუაზე რა ხდება? და თავდასხმელი ვინ გინდა>? :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

megreli-juventino
ექიმი რა შუაშია ჯოვინკო იყო დამტვრეული, ოკაკა ჩუკა ხო არა
მაგ დროს სება ყველაზე პერსპექტიულ იტალიელად ითვლებოდა და მემგონი კაპიტანი უნდა დაინტერესებულიყო მისი მემკვიდრის მდგომარეობით და სება სუსტად მაგ დროს განიხილებოდა ალექსას შემცვლელად
მემგონი ეს ფაქტი საერტოდ არ იმსახურებს ამდენ ყურადღებას, უბრალოდ სებას მლანძღავებს მეტი ფატი არ გაქვთ რო სება ლანძღოთ და ამ უაზრო მიზეზ იხვევთ ყოველი მეორე
სება არის ერთადერთი ვისაც შეიძლება ქონდეს პრეტენზია ალექსას შეცვლაზე
:italy: :achuu: :italy:

zura-1982
12 years ago

რა დელპიეროს შემცვლელი არი ჯოვინკოო? ეგ უბრალოდ სირცხვილია მეტი თუ არაა… ერთი ლუსიო-კოლვაროვი- და ფალკაო ან კავანი გადმოვიდეს და არ უნდა ჯუვეს მეტი.. გავიგე პსჯ ვანპერსი უნდაო და მართალია? თუ კი მაგარია………. არ ინერვიულით ძმებო რაც მთავარია ძალიან მაგარი გუნდი გვეყოლება.. ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ ასამოა გადმოვიდა თუ არა? :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

forza bianconeri
12 years ago

უი ეგ არ ვიცოდი :no :no :blin:
მაგრამ რვა წლიდან იუვენტუსში თამაშობს და არ შეიძლება არ უყვარდეს იუვე

megreli-juventino
12 years ago

ჯოვინკო 10 გირსი არ იყო და არ არის კიდევ დელ პიეროზე რეები წერა და იდზახა ტრანვა მივიგეო და ერტხელაც არუნახივარო და ესეტი სისულელეები რა დელ პიერო ექიმი იყო ტუ რა ისე მივესალმები მაგის მოსვლას მაგრამ 10 ნომერს არ ჩავაცვამ

12 years ago

ისე ჩვენში რო დარჩეს კაპიტანია და წესით და რიგით უნდა დაინტერესებულიყო.. ერთი მესიჯი მაინც უნდა გაეგზავნა მოეკითხა : )

ამ ჯოვინკოსაც არ უთქვია საშინელი არაფერი, შეიძლება საერთოდ არაფერი უთქვია და ჟურნალისტებმა შეთხზეს რაღაც.. და მაგის გამო შეიძულეს გულშემატკივრებმა?? :blin:

forza bianconeri
12 years ago

wikipediaze წერია sebastian giovinco club:juventus number:10 და არა მგონია 10 ნომერი სკამზე დასვან ასე რომ გვეღირსა ჯოვინკოს ფანებს :kenwvla: :forza: :forza:

mishka berianidze
12 years ago

კოლაროვი რამდენი წელია მინდა რომ მოვიდეს და იქნებ წელს მაინც დაადგეს საშველი
არ მინდა გუნდში მოვიდეს დიდი ვარსკვლავი მაგალითად ისეთები როგორებიც არიან მესი, რონალდუ, ხავი, ინიესტა
ასევე არ მინდა რომ ამ გუნდებიდან მოიყვანონ ბაიერნი, მანჩესტერი, ჩელსი, მილანი, ინტერი, რეალი, ბარსელონა
მე აი ეს ხალხი მინდა მეტი არავინ
მცველები: ჰუმელსი ან ვერტონგენი, კოლაროვი
ნახევარ მცველები: ნაინგოლანი, გასტონ რამირესი
თავდამსხმელები: კავანი, ლუის სუარესი, დესტრო ან გაბიადინი
მემგონი ისეთი არავინ არ არის რომ იუვეს ამათი შეძენა გაუჭირდეს ამ ტრანსფერებისთვის დარჩენილი 50 ლიმონი + ესტიგარიბია, პადოინი, ციგლერი, მელო, ელია, კრასიჩი, კვალიარელა, მატრი, მარტინესი ეყოფა.

12 years ago

მილანი, ინტერი, რომა და იუვე!!! მოკლედ დესტროსთვის მესამე მსოფლიო ომი იწყება : DDD

megreli-juventino
12 years ago

დელ პიერო მინდა მალაგაში მაგრად ნეტა ესპანეთში წავიდეს და კოლაროვი ჯუვეში

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x