ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გონსალო ისევ ტრანსფერზეა ?

გონსალო იგუაინის ტრანსფერის თაობაზე , უკვე დიდი ხანია რაც იტალიურ პრესას არაფერი დაუწერია . ზუსტად ერთი თვის უკან , არგენტინელის ტრანსფერს ბიანკონერიში თითქოს ხელს არაფერი უშლიდა , მაგრამ უშუალოდ ჟოზე მოურინიოს ჩარევის შემდეგ , საუბრები შეწყდა . გუშინ კი ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია , რომლის თანახმადაც , პორტუგალიელი სპეციალისტი აპირებს გარკვეული მიზნების მისაღწევად , არგენტინელი ფორვარდი გამოიყენოს . მაგალითად მას შეუძლია მანჩესტერ სიტის გაუცვალოს იგი დავიდ სილვაში და მარიო ბალოტელიში . არ არის გამორიცხული გონსალომ ტოტენჰემს მიაშუროს , ლუკა მოდრიჩის სანაცვლოდ . მაგრამ , რა ხდება ამასობაში ტურინში ? ” იუვენტუსი ” რა თქმა უნდა არ აპირებს არცერთი თავისი წამყვანი ფეხბურთელის გასხვისებას და ერთადერთი რაც შეუძლია შესთავაზოს ეს არის რეალური თანხა , მაგრამ მაინც და მაინც დიდი აქტიურობა გალილეო ფერარის ქუჩაზე იგუაინის ტრანსფერთან დაკავშირებით არ იგრძნობა . მაროტა როგორც ჩანს ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და ჯერ ჯერობით მოლოდინის რეჟიმშია . იგუაინის სანაცვლოდ თუ კლუბმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა მისი დამატება მინიმუმ 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს …

წყარო : tuttojuve

4 thoughts on “გონსალო ისევ ტრანსფერზეა ?

  1. ფალკაოზე უკეთესს ვერავის მოიყვანენ, ზამორანოს მაგონებს მაგრად (რეალში ყოფნის დროს) და უფრო მეტს მიაღწევს თუ ჩვენთან გადმოვა … 35 მილიონს პლიუს მელო(ან მატრი-კვალიადან ერთ-ერთი) იდეალური ვარიანტი იქნებდა, თან ატლეტიკოსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუნდაც ტიაგოსა და დიეგოს ტრანსფერებიდან გამომდინარე …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.