ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ !

კონტინენტზე ისევ წითელი ბურთი დაგორავს, იტალიელებმა ევროპა ლურჯ ფერებში ვერ შეღებეს, მაგრამ არაუშავს, ერთი ეტაპის დასრულება მიანიშნებს იმას, რომ იწყება მეორე.

საერთოდ ვთვლი, ბედნიერებაა, რომ ღმერთს თითოეულ ადამიანში ჩაუნერგია გრძნობა, რომელსაც სხვისი, სრულიად სხვისი შეყვარება ჰქვია, ადამიანებისა, რომლებსაც მხოლოდ მწვანე ეკრანებიდან ხედავ და გეამაყება, რომ მათი გულშემატკივარი ხარ.რამდენი გულდამწვარი იტალიის ტიფოზი კითხულობს ახლა ამ სტატიას, შეიძლება ფიქრობს კიდეც, ასე რამ შემაყვარა ევროპის სამხრეთით ჩექმის ფორმის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ეგ “მაკარონჩიკებიო”, მაგრამ შემდეგ გრძნობს, რომ მის სულში აპენინელებისადმი დიდი სიყვარულია ჩანერგილი, სიყვარული ფეხბურთისა, ადამიანობის და პატივისცემისა.

განსაკუთრებით გული ორ ადამიანზე მწყდება, ჯანლუიჯი ბუფონზე და ანდრეა პირლოზე.რამდენი რამ გადახდენიათ თავს, რამდენი ბედნიერება გამოუვლიათ, რამდენჯერ დამარცხებულან და ახლა, 2012 წლის 2 ივლისი რომ მოაბიჯებს დედამიწისკენ, კიევის ცენტრალურ სტადიონზე 35 წელს მიკაკუნებულები დგანან და თვალზე ცრემლი მოსდგომიათ, რა შანსი გაუშვეს ხელიდან, მათ ხომ შეეძლოთ, მთელი, მთელი იტალია გაეხარებინათ.საოცარია ტელევიზიით უყურებდე ადამიანს, რომელზეც ასე გტკივა გული, რომელიც გიყვარს, ჰო გიყვარს, ოღონდ საშინლად ადამიანური, ჰუმანური გრძნობით გიყვარს.უდიდეს პატივს სცემ და უსაზღვროდ გსურს, ხელი მოჰხვიო და გაამხნევო.

ყოველი ოცნების დასასრული ახალი ოცნების დასაწყისია, ბედნიერებაა, რომ ადამიანში არსებობს ოცნება, თავად ეგ ცხოვრებაა მგონი ოცნება.წლების წინ, იტალიის დროშებით ლოყებშეღებილი რომ დავრბოდი საფრანგეთთან ფინალის მოლოდინში, ვგრძნობდი, რომ საათებიც და უდიდესი ბედნიერება, სიამოვნება და სიამაყე დაისადგურებდა ჩემში.დღესაც, იგივეს განვიცდიდი, მაგრამ არა, ეს ცხოვრება ლატარეაა და როცა ერთ წამს ყველაფერი კარგად მიდის, მეორე წამს შეიძლება სიშავემ გადაფაროს არემარე.

ცაში ვარსკვლავს ვერ შევწვდით, ყველამ ვიცოდით, რომ ისინი იყვნენ ძლიერები, მაგრამ გვჯეროდა, გვჯეროდა რომ ჩვენს შეგვეძლო ისტორიაში ჩავწერილიყავით, როგორც 2012 წლის ევროპის ჩემპიონები.ყველაზე ძლიერებზე ძლიერები ვერ გამოვდექით.არაუშავს, ჩემი აზრით, ის რაც ამ ფორმაციის სკუადრა აძურამ შექმნა, საოცრებაა.დაკითხვების, დაჭერებისა და სკანდალების შემდეგ ფეხბურთელებმა მოახერხეს, ჯგუფიდან გავიდნენ, გათამაშებას ინგლისისა ( ! ) და გერმანიის ( ! ) ნაკრებები გამოთიშეს და დამსახურებულად, სრულიად დამსახურებულად აიღეს ვერცხლის მედლები.

რაც არ უნდა მოხდეს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, სანაკრებო დონეზე, ჩვენთვის მაინც იარსებებს ერთი გუნდი, რომელსაც ლურჯი ფორმა აცვია, რომელსაც შეუძლია გაიტანოს გოლი და დარჩენილი დრო დაცვაში “იჯდეს”, მოუგოს გრანდებს და ჩემპიონობა იზეიმოს.Forza Squadra Azzura !

სტატიას ერთი გენიალური სიტყვებით დავასრულებ..

“შენს ყველა მოგებას, მე გულში ვინახავ..

და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ…!”

ყველაზე “ჩაციკლულ” იტალიის ფანებს, სპეციალურად ForzaJuve.Ge – თვის, Darja..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

76 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika kakabadze
12 years ago

დაჯილდოებას ნაღდად ვეღარ ვუყურე :euf: :euf: :euf: :euf: :italy: :italy: :italy: :italy:

giortgi
12 years ago

ვერრ მოვდივარ კიდე აზრზე ტოო გუშინ რა მოხდა ასე მგონია ამას ვერ დავივიწყებ ბიჯების სახები ყველასი თვალწინ მიდგას და მაგარად ვიგრუზებიიმარა სიგიჯემდე მიყვარს ჩემი აძური იუვენტუსიი მადლობა თვითეულ ფეხბურთელს

12 years ago
Reply to  giortgi

მართლა ვერ ვიჯერებდი..სიგიჯემდე მიყვარს იტალიის ნაკრები)))))))

delpieronedved
12 years ago

მატას გოლუი არც მინახავს დავწექი ტორესის გოლზე ღამე ვერ დავიძინე 4 საათზე გამეღვიძა

irakla1001 horbenadze
12 years ago

fuck this shit,,,keep calm boys.. წინ საკლუბო სეზონია ახალი ტრანსფერები და ჩემპიონთა ლიგა სადაც შევხვდე3ბით რეალს ბარსას და ექ იძიებენ ჩვენი იუვენტინოები ესპანელებზე შურს.. მე იტალიის რაღაც სასწწაული ფანი არ ვარ მარა რო ვუყურებ და ვხედავ რომ ამდენი იუვენტინო თამაშობს ერთად ამ გუნდში ყოველთვის შემტკიოდა გული იტალიაზე და მაგათი გულშემატკივარი ავტომატურად ვარ

raji nodia
12 years ago

ჯუვენტო მართალი ხარ ძმა.ეგრე მე გერმანიის ბალეშიკი ვარ მარა მე-3 კლასიდან იუვეს ვბალეშიკობ და იუვეს თითოეულ წაგებას განვიცდი ისე,თითქოს ახლობელი ადამიანი წასულიყოს იმქვეყნად.რადგან იუვეს ბალეშიკი ხარ,მაინცდამაინც იტალიის ნაკრების ბალეშიკი უნდა იყო?ეგრე არაა.ასე რომ forza juve.viva deutschland.იუვეს ცალკე მცნებაა და სხვასთან გაიგივება იუვეს ბალეშიკებს არ გვეკადრება,ეს სხვა იტალიის ნაკრები იქნება,საქართველო თუ კამბოჯა. :forza: :forza: :forza:

12 years ago
Reply to  raji nodia

არა, არანაირად აუცილებელი არაა როცა იუვეს ბალეშიკობ მაინდამაინც იტალიას ბალეშიკობდე, თუმცა 90 პროცენტი ვინც იუვეს ბალეშიკობს იტალიის ფანია

zura-1982
12 years ago

არაუშავს ძმებო… ჩვენ ძლიერებთან ცავაგეთ… აწი ტრანსფერებზე ვიფიქროდ და დაველოდოთ სეზონს,,, ჯუვეს ერა იწყებაააააააააააააააააააააააააააააააა……. ფორცა ი :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: უვე

malxazi ediberidze
12 years ago

მე ვამაყობ,რომ აზურა აქამდე მივიდა და მის ხერხემალს იუვეს ფეხბურთელები შეადგენდნენ,ესპანეთმა გვაჯობა,მაგრამ წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა,ასე რომ ფორცა იტალია!

Nodari gogaladze
12 years ago

არაუშავს კარგი იყო მოგვეგო ,მაგრამ ჩვენებმა დაამტკიცეს რომ კარგი თმაშის ჩვენება შეუძლიათ.პირლო ,ბონუჩი მეც მაგრად შემეცოდა… :loool: მე მადლიერი ვარ პრანდელის სამუშაოსი, თუმცა შეიძლებოდა სხვა სტრატეგიებით ეთამაშა ესპანეთთან… სღოლ დარჯა კარგი სტატია და სიტყვებია :up: :italy: :italy: :italy:

dato beltadze
12 years ago

არაიუშავს მგლებო მე იტალია სადც გავიდა გმაყოფილი ვარ წი კიდე მსოფლიო გველოდება და ეს მატჩი დავივიწყოტ და მსოფლიოს ჯერ შესარჩევისთვის მოვემზდოთ მერე უკვე მსოფლიოს მოსაგებად. საღონ მტელ იტალის ისეტი ძალინ დაუწყარი წუტებისტვის რაც გავჩუქა მაგალით ინგლისთან გერმანიასთან ყველაფერი წინ არის და ჩვენც წინ უნდა ვიაროტ დავივიწყოტ ეს საშინელი 93წუტი და ვიფიქროთ მომავალზე მიყვახარ იტალია :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

gocha udesiani
12 years ago

აუ მეც ამეტირა ეს რო დავინახეე :( ესპანელების დედაც სადმე გადაგვაწყდებიან და გადავჭუნავთ : ) პირლო ჯიჯი მამები ხარტ

juvento
12 years ago

ისე სტატიის ავტორისა არ იყოს მე ბუფონზე და პირლოზე რომ დამწყდა გული ისე არცერთზე. კიდე ერთი მარკიზიოს გამოვყოფდი. მაგრად მეგონა რა რომ სასწაულის გაკეთებას შეძლებდა იტალია.

juvento
12 years ago

კაცურად ერთი კითხვა მაქვს, რატომ აიგივებთ იუვეს იტალიასთან და რატომაა რომ თუ იუვეს ბალეშიკობ ფაიზაღი იტალიის ფანი უნდა იყო. ეს რა ერთმანეთზე გადაბმულია? არ შეილება მაგალითად ბალეშიკობდე ლივერპულს და ბრაზილიას, ან იუვეს და საფრანგეთს. და კიდევ ერთი რა, წინაზე რო აქ 90% აღფრთოვანდით რა მაგარია ბალოტელიო, ჩემ აზრს კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ და ვიტყვი რომ ეგ გავარდნა და ძალათ მაღალი დონის ფეხბურთელი არ გვჭირდება იუვეში. ნორმალური(ნუ დაჟე ნორმალური და არა კარგი) ფორვარდი ერთ მომენტს მაინც შექმნის ან შექმნიდა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში. მეგონა ესპანეთს პატარა წინააღმდეგობას მაინც გაუწევდა იტალია.

12 years ago

აუ პროსტა აზრზე ვერ მოვდივარ ჯერაც :( იმენა რაც კი კრასკები მქონდა ყველა მაშინ მომშორდა როცა აბაზანაში შევედი და წყლით სავსე ვანაში ჩავხტი და ვტიროდი :blin: :blin: :blin: ბონუჩის და პირლოს ცრემლლებმა ძაან იმოქმედა ჩემზე :cry: :roll:

mishka berianidze
12 years ago

აი ასეთი ხმამაღალი იტალიის ტიფოზები უნდა ვიყოთ წაგებაც კაცურად მივიღოთ და მოგებაც ერთად ავღნიშნოთ
გმადლობ დარჯა ძალიან კარგი სიტყვები სიტყვები კი არა ეს უდიდესი გრძნობაა და ეს სიყვარულს ნიშნავს.

valeri tokhadze
12 years ago

საღოლ ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით და ვერ გაგვტეხავს ვერავინ და ვერაფერი უბრალოდ ეს იტალია არ იყო იმ დონის რომ ამ ესპანეთისთვის მოეგო მაგრამ მაინც ისინი ეხლა არიან და ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მუდამ ჩვენი დროც მოვა მალე სულ მალე როცა იუვე ჩემპიონთა თას აწევს

giortgi
12 years ago

ბრაოო ავტორრ გულს მოხვდა მაგრადდ :cry: :cry: :cry: :italy: :italy:

bibobibo
12 years ago

კაი სტატიააა მადლობაა ძმაოო.აი რა ვთქვა მაგრები არიან და ვსო გაგვიტახსირეს გუნდი მარა შევხდებიტ კიდე ესპაეტს იმედია ოოგნდ კაი პორმაში არევინ არ ელოდა ამ ნაკრებს პინალში მარაა დაახია ბურტი ინგლის და გერმანიას ორივეს ესპანეტს ეხლა იმნაირი ტაობაა ყავს რომ კაღოჩე რა მარა ჩვენი ტაობაც ცავიდა ტოტი კანავარო დელპო და კიდე ვინ არ ჩამოვტვალოოო წავლენ იგენიც …ბონუცი როგორ ტირობაა იმენა გრაოდა რააა ტიპი ბუფონი და პირლო მეცოდება ბუფონის კარში 4 გოლი როდის გავიდა ბოლოს ყველა მტელი გუნდი მეცოდება ისე აბატეს მაგვირად ბარჯალეტი უნდა დაყენებია .კიელინი კიდე ადამიანი არის ტიპმა მტელი სერია ა გადასარევატ ჩააატარაა კაცი სად არ იყო ინგლისტან ისე იტამასო… Read more »

snuff-juve
12 years ago

გენაცვალეთ ტიფოზებო :love: :italy: :italy:

12 years ago

გენაცვალე დარჯა :love: ფორზააააა :italy: :italy:

გიორგი ნაჭყებია

გენაცვალე დარჯა ძმაო !!!!!! :love:

Meriko Sukhiashvili
12 years ago

ფორცა იტალიიია :italy: ყოჩაღ ავტორ….

ადმინ ძალიან გთხოვ სახელი შემიცვალე და ასე დამიწერე Meko-Forza Milan წინასწარ დიდი მადლობა….

valeri oqropilashvili
12 years ago

საგოლ ავტორ :italy: :italy: :cry: :cry:

forza bianconeri
12 years ago

ძმა ხარ :italy: :italy:

d a v i d
12 years ago

:love: :italy: :love:

valeri elisabedashvili
12 years ago

გენაცვალეე ავტორრრ :love: :love: :love: :italy: :italy: :euf:

| Newsphere by AF themes.
76
0
Would love your thoughts, please comment.x