და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ !
კონტინენტზე ისევ წითელი ბურთი დაგორავს, იტალიელებმა ევროპა ლურჯ ფერებში ვერ შეღებეს, მაგრამ არაუშავს, ერთი ეტაპის დასრულება მიანიშნებს იმას, რომ იწყება მეორე.
საერთოდ ვთვლი, ბედნიერებაა, რომ ღმერთს თითოეულ ადამიანში ჩაუნერგია გრძნობა, რომელსაც სხვისი, სრულიად სხვისი შეყვარება ჰქვია, ადამიანებისა, რომლებსაც მხოლოდ მწვანე ეკრანებიდან ხედავ და გეამაყება, რომ მათი გულშემატკივარი ხარ.რამდენი გულდამწვარი იტალიის ტიფოზი კითხულობს ახლა ამ სტატიას, შეიძლება ფიქრობს კიდეც, ასე რამ შემაყვარა ევროპის სამხრეთით ჩექმის ფორმის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ეგ “მაკარონჩიკებიო”, მაგრამ შემდეგ გრძნობს, რომ მის სულში აპენინელებისადმი დიდი სიყვარულია ჩანერგილი, სიყვარული ფეხბურთისა, ადამიანობის და პატივისცემისა.
განსაკუთრებით გული ორ ადამიანზე მწყდება, ჯანლუიჯი ბუფონზე და ანდრეა პირლოზე.რამდენი რამ გადახდენიათ თავს, რამდენი ბედნიერება გამოუვლიათ, რამდენჯერ დამარცხებულან და ახლა, 2012 წლის 2 ივლისი რომ მოაბიჯებს დედამიწისკენ, კიევის ცენტრალურ სტადიონზე 35 წელს მიკაკუნებულები დგანან და თვალზე ცრემლი მოსდგომიათ, რა შანსი გაუშვეს ხელიდან, მათ ხომ შეეძლოთ, მთელი, მთელი იტალია გაეხარებინათ.საოცარია ტელევიზიით უყურებდე ადამიანს, რომელზეც ასე გტკივა გული, რომელიც გიყვარს, ჰო გიყვარს, ოღონდ საშინლად ადამიანური, ჰუმანური გრძნობით გიყვარს.უდიდეს პატივს სცემ და უსაზღვროდ გსურს, ხელი მოჰხვიო და გაამხნევო.
ყოველი ოცნების დასასრული ახალი ოცნების დასაწყისია, ბედნიერებაა, რომ ადამიანში არსებობს ოცნება, თავად ეგ ცხოვრებაა მგონი ოცნება.წლების წინ, იტალიის დროშებით ლოყებშეღებილი რომ დავრბოდი საფრანგეთთან ფინალის მოლოდინში, ვგრძნობდი, რომ საათებიც და უდიდესი ბედნიერება, სიამოვნება და სიამაყე დაისადგურებდა ჩემში.დღესაც, იგივეს განვიცდიდი, მაგრამ არა, ეს ცხოვრება ლატარეაა და როცა ერთ წამს ყველაფერი კარგად მიდის, მეორე წამს შეიძლება სიშავემ გადაფაროს არემარე.
ცაში ვარსკვლავს ვერ შევწვდით, ყველამ ვიცოდით, რომ ისინი იყვნენ ძლიერები, მაგრამ გვჯეროდა, გვჯეროდა რომ ჩვენს შეგვეძლო ისტორიაში ჩავწერილიყავით, როგორც 2012 წლის ევროპის ჩემპიონები.ყველაზე ძლიერებზე ძლიერები ვერ გამოვდექით.არაუშავს, ჩემი აზრით, ის რაც ამ ფორმაციის სკუადრა აძურამ შექმნა, საოცრებაა.დაკითხვების, დაჭერებისა და სკანდალების შემდეგ ფეხბურთელებმა მოახერხეს, ჯგუფიდან გავიდნენ, გათამაშებას ინგლისისა ( ! ) და გერმანიის ( ! ) ნაკრებები გამოთიშეს და დამსახურებულად, სრულიად დამსახურებულად აიღეს ვერცხლის მედლები.
რაც არ უნდა მოხდეს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, სანაკრებო დონეზე, ჩვენთვის მაინც იარსებებს ერთი გუნდი, რომელსაც ლურჯი ფორმა აცვია, რომელსაც შეუძლია გაიტანოს გოლი და დარჩენილი დრო დაცვაში “იჯდეს”, მოუგოს გრანდებს და ჩემპიონობა იზეიმოს.Forza Squadra Azzura !
სტატიას ერთი გენიალური სიტყვებით დავასრულებ..
“შენს ყველა მოგებას, მე გულში ვინახავ..
და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ…!”
ყველაზე “ჩაციკლულ” იტალიის ფანებს, სპეციალურად ForzaJuve.Ge – თვის, Darja..
მიუხედავად გულის ტკივილისა, მე მაინც მიყვარხართ და ყოველთვის მეყვარებით!!!
Shevche პირლო მემგონი ისაა 2 წელი სკამზე რო იჯდა? მემგონი ისაა იმასაც გრძელი თმა ქონდა პირლო იუვეში გახდა ნამდვილი პირლო მანამდე ვინმე გაბედავდა და იტყოდა ხავის ჯობიაო ჩემთვის ყოველთვის ჯობდა მარა პირლო ყველას ჩამოწერილი ეგონდა და მისი კაი თამაში მთლიანად იუვეს დამსახურებაა აბატე ვინაა? ღლაპებზე არ გავამახვილებ ყურადღებას მონტოლივო მომეწონა კაი ფეხბურთელია და თავის სიტყვას იტყვის მსოფლიო ფეხბურტში კასანო საჭირო კაცი იყო ნოჩერინო თავიდან არ მომწონდა მარა მერე მშვენივრად ითამაშა და მეტ დროს იმსახურებდა მარა არა მარკიზიოს მაგივრად მარკიზიო არის მეორე ფეხბურთელი რომელმაც ყველაზე ბევრი ირბინა და არაერთმა სახელოვანმა სპეციალისტმა თქვა რო მისი დამსახურება ყველაზე ბევრია ნაკრების წარმატებაში გერმანიას და… Read more »
პირლო იუვეში გახდა ნამდვილი პირლოო? აუ ჩემი ეს რა დაწერე ტო აბა მილანში ვინ იყო პირლო? პირლო ყოველთვის პირლო იყო, უბრალოდ მილანში კაკასთან, ზეედორფთან, რუი კოშტასთან, რონალდინიოსტან ერთად თამაშობდა და ამ ნახევარმცველებთან ერთად მოიხსენიებოდა ყოველთვის და იუვეში ერთპიროვნული ლიდერი გახდა იმიტო რო სხვა მისი დონისთან და მისი ნახევარიც არავინ ყავს იუვეს ნახევარდაცვაში, თორე იმის თქმა რო თურმე პირლო 33 წლის ასაკში გახდა დიდი ფეხბურთელი იმენა უდიდესი სისულელეა…ან მილანში როდის იჯდა სკამზე? მითუმეტეს 2 წელი? ბოლო სეზონში ტრავმა ქონდა დიდი პერიოდის განმავლობაში და სეზონის ბოლოს რო დაბრუნდა ბოლო 2 თვე ალეგრიმ აღარ ჩასვა ძირითადში, ეს იყო და ეს…რას არ იტყვიან ტო… Read more »
მარკიზიოს რაც შეეხება კიდე მაგის ფეხბურთის არც მჯეროდა, არც მჯერა და არც მომავალში დავიჯერებ. იუვეს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მარკიზიო, უბრალოდ იტალიის ნაკრებში რატოა შეუცვლელი და ხელშეუხებელი ეგ მიკვირს…
რაც დრო გადის ვხვდები რომ შავ-თეთრი სისხლი მაქვს, ხოლო 2 წელიწადში ერთხელ ის ლურჯდება… :)))

“შენს ყველა მოგებას, მე გულში ვინახავ..
და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ…!”
პ.ს. ხალხმა ეს წლებია გაიგო რომ მაგრები არიან, ჩვენ კი უკვე ასი წელია ვიცით ეს.
პირლო

ეეეჰ პირლო და ბონუჩი არ მენახა თვალცრემლიანები და:( კულმინაცია იყო:( ჯიჯი რა ღირსეულად იდგა, ნამდვილი კაპიტანია! ამ ნაკრებით ჯგუფიდან ვერ გავა გუნდიო ამბობდნენ და ფინალამდე მოვედით, თან ღირსეულად. და ამ ერთი წაგებით ბევრი არაფერი წყდება, ვინც მართლა გულშემატკივარია, იმას ვერ შეაშინებს წაგება. 1994 წელს ბაჯოს აცილებული პენალტით ჩემი სახით კიდევ ერთი გულშემატკივარი შეიძინა აძურამ:) ასე რომ მომავალი ჩვენია
არაუშავს ბიჭებო ხან მოვიგებთ ხან წავაგებთ ფორცა აძურა

პრანდელის ერთი შეცდომა იყო რო ფინალში ნახევარდაცვა მოშიშვლებული იყო მე ესე მეჩვენებოდა, ყველაზე კაი ვარიანტი იყო 3-5-2 ან 4-5-1 ტაქტია რო ბურთი დაგვეჭირა შუაში
გენაცვალეთ ბიჭებო! ფორცა აძური!
გული არ გავიტეხოთ ბიჭებო ეხლა უკვე ჯუვეს ვჭირდებით
Meriko Sukhiashvili
პროფილში შედი და მანდ ნახე შენი სახელები, შეცვლი გადაასწორებ და შემდეგ მიუთითებ : “საჯაროდ ანახე ჩემი სახელი, როგორც”
გაიხარე, დიდი მადლობა… :))
გამარჯობა კიდევ ერთხელ…ქვემოთ დავწერე და ალბათ ვერ ნახა ადმინმა…იქნებ სახელი შემიცვალოთ თუ შეგიძლიათ და Meko-Forza Milan ასე დამიწეროთ…წინასწარ ძალიან დიდი მადლობა…
სტატიაზე როგორც უკვე ავღნიშნე შესანიშნავია…იმედია პრანდელი დარჩება იმიტომ რომ მჯერა ამ კაცის…ჩემი აზრით გუშინ არასწორი ცხვლილებები განახორციელა თუმცა არაუშავს…იტალიის ნაკრებში ახალი ეპოქა იწყება…რესურსი არის და იმედია გამოიყენებს…ფორცა იტალია:italy:

ახალი ერა დაიწყება იტალიის ნაკრებში, რაც თავისმხრივ ძალიან კარგია :)) შანსი მიეცემა ვერატის, დესტროს, მარონეს, სკელოტოს..
პრანდელის ვტოვებთო აბეტემ თქვა და იმედია დარჩება, ეგ კაცი სერიოზულ წარმატებას მიაღწევს..
უმსგავსობა სრული კრახი…ფორტუნამ გვიმტყუვნა..ჯანდაბა ეშმაკს((((((თუმცა ჩვენ ისევ დავბრუნდებით დრონი მეფობენ და არაა მეფენი((((
ინგლისი და გერმანელები მაინც ხო გადავღუნეთ
4-3-1-2 ტაქტიკის მაგივრად რო 3-5-2 გვეთამაშა უკეთესი იქნებოდა როგორც ესპანეთთან პირველ შეხვედრაში
მაგრამ არაუშავს წავაგეტ წავაგეთ წინ კიდო გველოდება დიდი გამარჯვებები 
კიელინის და მოტას რომც არ მიეღოთ ტრავმები მაინც ვერ მოიგებდა იტალია უბრალოდ ეგრე სამარცხვინოდ ნაღდად არ წავაგებდით. თავიდანვე ემჩნეოდა რო იტალიის დღე არ იყო პირველი და მეორე ისეთი სასაცილო გოლები გაუშვით რავი რა, მესამოცე ცუთიდან ვაფშე ხელი ჩაიქნის ვალდებულების მოხდის მიზნით იყო იტალია სტადიონზე და კიდე 2 გოლი გაუშვეს. მე ეგეთ ფინალს ნაღდად არ ველოდი.
7მეტრში მედგნენ 7ვე ტურინელები,ეხა მოვკვდე თუ გინდათ,ავისრულე მთავარი : ))
გილოცავ ძმაო :)
გენაცვალე ძძმაო გუშინ დამთავრებიდან გათიშული ვარ ერთადერთი რამე თუ მანუგეშებდა,და აი ეს გენაცვალეთ მაგარი ხალხი ხარტ საიტიც ძალიან მაგარია და ფორცა იტალია ფორცა იუვეე, ნიჩივო თაობათა ცვლას გავდივართ და მსოფლიო წინ არის, აგერ ეხლა სეზონიც მოგვადგება და ისევ დავიწყებთ ყვირილს იუვეეეეეე.!

გატეხა ამათი ცრემლიანი სახეების ყურებამ
კარგი იყო ავტორ ბრავო. მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამ თამაშთან დაკავშირებით. ამ წაგებას მე მაინც ტრავმებს მივაწერ. ჯორჯოს იძულებითი ცვლილება, მერე ტიაგო მოატას ტრავმა და ვფიქრომ, რომ ამან გატეხა იტალია. თანაც როგორ გინდა ცენტრში ბურთი ათამაშო, როცა მოწინააღმდეგე გუნდში ხავი, ინიესტა და ხაბი ალონსო არიან. მჯერა, რომ იტალია ამ თამაშს პენლებამდე მიიყვანდა, რომ არა ეს ტრავმები.
+1
ბიჭებო წავაგეთ და კარგია ძაან რომ ესპანეთთან წავაგეთ, მსფოლიოს მართლა საუკეთესო ნაკჯრებთან, სირცხვილი იქნებოდა გერმანიასთან ან სხვა ასეთ დამ,პალ ნაკრებთან რო წაგვეგო, რ გაგვიმართლა და მაგიტო გავნადგურდით თორე ასე ადვილად ვერ გაიტანდნენ 4 გოლს
უპირველეს ყოვლისა დავიწყებ იქედან, რომ დიდი მადლობა ავტორს ესოდენ გამამხნევებელი და გულითადი სტატიისათვის-ერთი მატჩით როდი განისაზღვრება ყველაფერი, თუნდაც ერთი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩით…. აქვე მინდა ავღნიშნო ერთი ფაქტი-ჩვენ ვეთამაშეთ ძალზედ ძლიერ, შეკრულ, შეთამაშებულ ნაკრებს,მაგრამ ეს როდი იძლევა თვითდამშვიდების საშუალებას-ფაქტი ჯიუტია-პრანდელიმ დაუშვა საკვანძო შეცდომა მოტას გამოშვებით მოედანზე და თანაც უდროო დროს, რამეთუ ჯერ ერთი მონტოლივო არ ირჯებოდა ურიგოდ და თუ ეს იმისათვის გააკეთა, რომ პირლო ზემოთ აწეულიყო-ესეც შეცდომაა, ვინაიდან პირლოს ზემოთ აწევა(გავიხსენოთ რამდენეჯერ დაეხმარა ეს მართლაც გენიოსი დაცვას) გამოიწვევდა სერიოზულ ღია სივრცეების წარმოშობას უკანა ხაზში, რაც რეაქტიურლი სისწრაფის ფორვარდებისთვის კოზირი იქნებოდა…. აღსანიშნავია აბატეს სუსტი თამაში, ვინც ავანსები ნაწილობრივადაც ვერ გაამართლა… რაც… Read more »
გაიხარე დარჯა, ეს ჩვენი გუნდია, ეს ჩვენი ნაკრებია და როგორც არ უნდა ითამაშონ, რა ანგარიშითაც არ უნდა წააგონ მაინც ჩვენს გულებში იქნებიან!
არაუშავს, ეს გუნდი კიდე უფრო გაიზრდება და მსოფლიოს მოვიგებთ
მარტო იუვე ვერ მოუგებს ბარსა რეალს, მილანი თუ არ წამოგვეხმარა
მილანის ფეხბურთელები საკმარისად იყო ნაკრებში…პირლო მთავარი ლიდერი კიდე მილანის წყალობითაა მაგ დონის ფეხბურთელი და რადგან იუვეშია 1 წელი არ ნიშნავს იმას რო არიქა იუვეს დამსახურებით იყო ნაკრებში…პლიუს კასანო, აბატე, მონტოლივო…და ნოჩერინოს რაც შეეხება, პრანდელის მთავარ შეცდომად ვთვლი მისთვის შანსის მიუცემლობას…გადააკვდა ამ მარკიზიოს და 6 თამაშიდან ტიპს 1 დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია და ნოჩერინო 15 წუთში ეგრევე საგოლე მომენტში გაიჩითა…მთავარია ფეხბურთელი სწორად გამოიყენო და შეილება მუდინგაიც კი გამოგადგეს…
გაიხარე ძალიან კარგი სტატიააა, მე ვამაყობ რომ ვარ იტალიის ნაკრების გულშემატკივარიიი და დავრჩები მუდამ მათი ერთგული…. მარად და მარაად Forza Squadra Azzura!!! Forza juve!!!
როგორ მინდოდა პირლოსთვის ოქროს ბურთი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
