ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( კოლაროვი, ადრიანო )

შტეფან ლიხტშტაინერი, მარტინ კასერესი, მაურისიო ისლა და საჭიროების შემთხვევაში – სიმონე პეპე, მარჯვენა ფლანგზე ანტონიო კონტეს სადარდებელი ნამდვილად არაფერი აქვს, ამ პოზიციაზე ბიანკონერებში მაღალი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან.საფიქრალი ამჯერად მარცხენა ფლანგია, ტურინში ნომინალური ცაცია მცველი მხოლოდ ერთი მოიძებნება – პაოლო დე ჩელიე, უკიდურეს შემთხვევაში ამ პოზიციის დაკეტვა ჯორჯო კიელინისა და ემანუელე ჯიაკერინისაც შეუძლიათ, თუმცა ეს მათი ძირითადი პოზიცია არაა და ბუნებრივია, მეტი სარგებლიანობისთვის კონტე ამჯობინებს, კიელინიმ დაცვის ცენტრში, ხოლო ჯიაკერინიმ მეტად შეტევაში იასპარეზონ.ასეა თუ ისე, ბიანკონერები ფლანგის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობენ.მთავარი კანდიდატი მანჩესტერ “სიტის” მცველი, ალექსანდრ კოლაროვია, მისით გარდა ბებერი ქალბატონისა მილანის “ინტერიც” ინტერესდება, სერბის ფასი დაახლოებით 10 მილიონია.კატალონიის “ბარსელონაში” ხორდი ალბას გადაბარგების შემდეგ განსაკუთრებით აქტიურად ბრაზილიელი ადრიანოს წასვლის შესახებ იწერება.27 წლის კორეია შემოთავაზებას დათანხმდება და კარიერის გასაგრძელებლად, ნებისმიერ მაღალი დონის გუნდში გადავა სათამაშოდ.ჯუზეპე მაროტა მზადაა, მის სანაცვლოდ დაახლოებით იგივე თანხა გადაიხადოს, რაც კოლაროვის ღირებულებაა, მაგრამ მთავარ როლს ტრანსფერებში, ისევ და ისევ ფეხბურთელების სურვილები ითამაშებენ.

წყარო : Spaziojuve.It

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
akaki-98
12 years ago

კოლაროვი დავიტრიოთ და ვინმე პატარა ბიჭი იუვეს კანტორადან ცაცია :juvee: :forza: :forza: :juventus:

shakuiza
12 years ago

ყველაზე მეტად მეშუნია ერთი რაღაცის…ამდენი ფეხბურთელი ყიდვა კარგია?გასაგებია ლიგაა ჩემპიონატია და თასია, მაგრამ…………რა ვიცი

BESO BARAMIA
12 years ago

კოლაროვი უდაოდ ძლიერი იგროკია, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგა საქმე მე ადრიანო მირჩევნია ცალსახად-ისე კი, ამ ორიდან ერთ-ერთიც რეალურად თუ იუვეში გადმოვა ეს ჭკვიანური ტრანსფერი იქნება და მეტად პროდუქტიული
მარად და ყველგან
ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

irakla1001 horbenadze
12 years ago

არ მინდა ესკოლაროვი რა, სახვეწნი რა გვაქვს ძამაო ,,თავის დროზე რო სიტი ამჯობინა იყოს ახლა ზამენაზე და ინანოს

arseni
12 years ago

კრასიჩი გადავიდა სადმე ?

d a v i d
12 years ago

ჯაკერინისტან და კილინისთან ერთად ასევე ესტიგარიბიასაც ხომ შეუძლია? თუ ესტი გავუშვით უკვე? კოლაროვი იქნება კაი ვარიანტი სტრაფი ტექნიკური და დაყენებული დარტყმა აქვს, ადრიანოს რაც შეეხება არ მინდა მისი ხილვა იუვეში :givi: იმიტო რო ადრიანოა :givi:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x