ოფიციალურად : ისლა და ასამოა “იუვენტუსის” ფეხბურთელები არიან
საფეხბურთო კლუბი ტურინის “იუვენტუსი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ კვადვო ასამოასა და მაურისიო ისლას თაობაზე “უდინეზესთან” შეთანხმება მიღწეულია.განელი ნახევარმცველის უფლებათა პაკეტის 50% – ის სანაცვლოდ ბიანკონერებმა 9 მილიონი ევრო გადაიხადეს, ჩილელის უფლებათა პაკეტის ნახევარი კი 9,4 მილიონი ევრო დაჯდა, ამ თანხას ჯუზეპე მაროტა სამი წლის მანძილზე გადაიხდის.ასამოა ბებერი ქალბატონის ისტორიაში მეორე განელია, სტეფან აპიას შემდეგ, ისლას თანამემამულე ვიდალი კი გუნდში გასული წლიდან გამოდის.კრისტიან პასკუატოს თაობაზე თანამფლობელობა 1,5 მილიონ ევროდ გაფორმდა, რომელიც ასევე სამი წლის მანძილზე იქნება გადახდილი.ეს თანხა 2012/13 წლის ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი გაამდიდრებს.
გარდა ამისა :
1.1993 წელს დაბადებული მცველი, ნაზარენო ბელფასტი არენდის წესით “მოდენაში” იასპარეზებს.
2.1990 წელს დაბადებული მეკარე, ტიმოტი ნოჩი არენდის წესით “იუვე სტაბიაში” გადაბარგდა, იჯარა ფეხბურთელის უფლებათა პაკეტის სრულად გამოსყიდვას გულისხმობს.
პასკუატო ცოდოა ისე კი ასამოა და ისლა კარგია ლეალისთან და პოგბასტან ერთად